წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 445 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 16, 2018 12:48

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2018

საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების  მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში  „კომისია“) აღნიშნავს, რომ   საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტმა კომისიას  მიმართა  განცხადებით №0309; 20.07.2018 რადიოკავშირის სხვადასხვა სახეობის გამოყენების უზრუნველყოფისთვის, კომისიის გადაწყვეტილებებით (№484/13, 20.07.17) მინიჭებული   ფიქსირებული სიხშირეების და  სიხშირული ზოლების, ახალი ვადით მინიჭების  მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს,  რომ  J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების  დეპარტამენტმა 2018 წლის 15 თებერვალს წერილით №064, 20.07.2018 განაცხადა თანხმობა, 2017 წლის  18 დეკემბერს  წერილით  №0507  მოთხოვნილი  სიხშირული ზოლის გაზრდა განხორციელებულიყო, გადაწყვეტილებით (№484/13,  20.07.17) მინიჭებული სიხშირეების, ახალი ვადით  მინიჭების  შესახებ  გადაწყვეტილების მიღების დროს.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ ,საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის  №305  დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის  ოთხმა  წევრმა,  კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა: 

1.   მიენიჭოს საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე  სხვადასხვა სახეობის საკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის, ფიქსირებული სიხშირეები და სიხშირული ზოლები  თანდართული   ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.  სახელმწიფო  საიდუმლოებად  იქნას მიჩნეული  წინამდებარე  გადაწყვეტილების  დანართი;

4. აღირიცხოს საქართველოს  თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში  იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;   

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის  დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს  (თ.ძაგნიძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს  თავდაცვის სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე;

9.  გადაწყვეტილება,  დანართის  გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში.

                                                                                                                                                  

კომისიის წევრი                                                                                                ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                ე.ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                გ.ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                მ.ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები