წვდომის მენიუ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ.

ნომერი: 446 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 16, 2018 12:45

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2018

საქართველოს   შინაგან საქმეთა სამინისტროს  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის  რადიოსიხშირეების  მინიჭების   შესახებ.

საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ კომისიას მიმართა განცხადებით (№38/16-256-ს,14.07.18), მოთხოვნილი გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ ადგილზე რადიოსაკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის, რადიოსიხშირეების   მინიჭების საჭიროების  შესახებ.

მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად შერჩეულ იქნა რადიოსიხშირეები,რაც კომისიამ,  შეთანხმების   მიზნით   საქართველოს  სასაზღვრო პოლიციას 2018   წლის 19  ივლისს   აცნობა  წერილით  №09-ს.

შერჩეული რადიოსიხშირეების მინიჭებაზე და გამოყენებაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, კომისიას,  წერილობით  (№38/16-258-ს,23.07.18) დაეთანხმა.

კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ ადგილზე რადიოსაკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ ,საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის ოთხმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა: 

  1. მიენიჭოს საქართველოს   შინაგან   საქმეთა სამინისტროს  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ ადგილზე რადიოსაკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  სიხშირეები 1 წლის ვადით ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად;
  2.  საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
  3. აღირიცხოს საქართველოს   შინაგან   საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი. ხარებავა);
  4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის  სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის საქართველოს   შინაგან   საქმეთა სამინისტროს  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის   ჩაბარებიდან  ერთი თვის ვადაში;  
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).

კომისიის    თავმჯდომარე                                                                                  .აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                      ე.ასანიძე                                                                    

კომისიის    წევრი                                                                                                  გ.ფრუიძე           

კომისიის    წევრი                                                                                                  .ქათამაძე    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები