ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2018 10:42
მიღების თარიღი თებერვალი 01, 2018
ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/178-18 12/01/2018) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1163, 27.05.2014) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს გავრცელდეს სამცხე-ჯავახეთის მულტიპლექსის მეშვეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-1163, 27.05.2014), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: სომხური, ქართული, რუსული;
ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი: ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი;
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 23 იანვრის განცხადებაში არ იყო მითითებული მაუწყებლობის დაწყების ვადა და მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა. შესაბამისად კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №16/228-18, 12/01/2018წ.). ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანამ“ მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2018 წლის 29 იანვარს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ6/469-18).
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიის 2018 წლის პირველი თებერვლის სხდომას არ ესწრებოდა ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ წარმომადგენელი. სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1163, 27.05.2014) მოდიფიცირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.მოდიფიცირდეს ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-1163, 27.05.2014) და:
ა) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და აღნიშნულის შესაბამისად სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად განისაზღვროს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - სამცხე-ჯავახეთის მულტიპლექსი;
ბ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
გ) სამცხე-ჯავახეთის მულტიპლექსით მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2018 წლის პირველ მარტამდე;
2. ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას“ ავტორიზაციის მოდიფიცირების თარიღია: 01.02.2018, 16:45სთ.
3. ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ჩაბარებისთანავე;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე