წვდომის მენიუ

შპს „მედია ჯგუფის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B180 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №136/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 457 / 23

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2018 15:52

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2018

შპს „მედია ჯგუფის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B180 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2016 წლის 4 მარტის №136/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/3091-18, 29.06.18; №7/2527-18, 23.05.18; №7/2153-18, 30.04.18) მიმართა შპს „მედია ჯგუფმა“ კერძო რადიომაუწყებლობის №B180 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. როგორც წერილებშია აღნიშნული პრობლემებია ტერიტორიის დაფარვასთან დაკავშირებით, კერძოდ არის ადგილები სადაც რელიეფიდან გამომდინარე მათი სიგნალი ვერ ვრცელდება. შესაბამისად კომპანიას სურს გადამცემის გადატანა ამირანის მთაზე განთავსებულ 60 მეტრი სიმაღლის ანძაზე (გეოგრაფიული კოორდინატები - 410 23 50.04’’ N;  430 29 54.4’’ E). აღნიშნული ანძა განთავსებულია შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ ანძის გვერდით. გადამცემის დაკიდება მოხდება მიწის ზედაპირიდან 30 მეტრზე.  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „მედია ჯგუფი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B180 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 4 მარტის №136/1 გადაწყვეტილებით  განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: 

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, სომხური;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 4 მარტამდე;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ახალქალაქი

106.2

FM

V

წრიული

250

41°20'51.72"N

43°25'34.37"E

30

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№შ-10/3487-18, 24/07/2018) თანახმად, ახალ (შეცვლილ) კოორდინატებზე (410 23 50.04’’ N; 430 29 54.4’’ E), გადამცემის გადატანის და ყველა სხვა პარამეტრების შენარჩუნების შემთხვევაში, გასხივებული სიგნალით დაფარული ტერიტორიის (ზონის) მოხაზულობა  უმნიშვნელოდ განსხვავდება ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, გასხივებული სიგნალით დაფარული ტერიტორიის მოხაზულობისგან. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ძველ და ახალ კოორდინატებს შორის  8 კმ  მანძილის  მიუხედავად, ახალ კოორდინატებზე (410 23 50.04’’ N;  430 29 54.4’’ E), გადამცემის გადატანის შემთხვევაში მკვეთრად გაუმჯობესებულია, არსებული ჩრდილოვანი ზონების მაუწყებლობის დამაკმაყოფილებელი დონის სიგნალით შევსების  პირობები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომას  ესწრებოდა შპს „მედია ჯგუფის“ წარმომადგენელი.

 კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედია ჯგუფის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B180 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №136/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2018 წლის 6 სექტემბრის 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ი. ხარებავა);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „მედია ჯგუფისთვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები