წვდომის მენიუ

შპს “იუ თი ეს“-ის ( ს/კ 404975005) წილის 34%-ის ფიზიკურ პირ თეიმურაზ ზუმბაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 471 / 11

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 16, 2018 11:09

მიღების თარიღი აგვისტო 09, 2018

შპს “იუ თი ეს“-ის ( ს/კ 404975005) წილის 34%-ის ფიზიკურ პირ თეიმურაზ ზუმბაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2018 წლის 26 ივლისს №2507-18 წერილით მიმართა შპს “იუ თი ეს“-მა,  (კომისიაში რეგისტრაციის №6/3549-18 26.07.2018), შპს “იუ თი ეს“- ის წილის 34%-ის ფიზიკურ პირ თეიმურაზ ზუმბაძის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “იუ თი ეს“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “იუ თი ეს“-ის წილის 34%-ის მფლობელია ფიზიკური პირი თორნიკე ზუმბაძე, წილის 33%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიგა გოცირიძე, წილის 33%-ის მფლობელია ფიზიკური პირი სანდრო ცირეკიძე.  შპს “იუ თი ეს“-ის დირექტორია გიგა გოცირიძე.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “იუ თი ეს“-ის წილის 34%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის - თეიმურაზ ზუმბაძის აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს “იუ თი ეს“ ახორციელებს ფიქსირებული სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურებას VoIP ტექნოლოგიის გამოყენებით. შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან 2018 წლის 6 თვეში შეადგინა 232,093 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 ივლისის მდგომარეობით - 346 აბონენტი.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრისა და საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული მონაცემებიდან გამომდინარე შპს “იუ თი ეს“-ის წილის 34%-ის თეიმურაზ ზუმბაძის მიერ შეძენა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე არსებით გავლენას არ ახდენს. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “იუ თი ეს“-ის წილის 34%-ის თეიმურაზ ზუმბაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს “იუ თი ეს“-ს, შპს “იუ თი ეს“-ის წილის 34%-ის თეიმურაზ ზუმბაძის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს “იუ თი ეს“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს “იუ თი ეს“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “იუ თი ეს“-ისათვის გაგზავნა (ი. ხარებავა);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “იუ თი ეს“-ისათვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “იუ თი ეს“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).  

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები