შპს „ჩვენი რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B198 და №B196 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 და №470/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2018 14:21
მიღების თარიღი აგვისტო 09, 2018
შპს „ჩვენი რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B198 და №B196 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 და №470/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ჩვენი რადიოს“ სახელზე კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 და №470/1 გადაწყვეტილებებით გაიცა კერძო მაუწყებლობის №B198 და №B196 ლიცენზიები შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
1. №B196 ლიცენზია:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, ინგლისური, რუსული;
ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 13 ივლისის ჩათვლით;
ვ) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
ზ.ა) გადამცემის და ანტენის განლაგების ადგილი - ქ. ზუგდიდი, საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძა;
ზ.ბ) ანტენის განლაგების გეოგრაფიული კოორდინატები - 420 30’ 07’’ N; 410 53’ 08’’ E;
ზ.გ) ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) - 30 ± 5 მ;
ზ.დ) ანტენის მაქსიმალური გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) - 8.0 დბ;
ზ.ე) პოლარიზაცის სიბრტყე V/H – V;
ზ.ვ) გასხივების დიაგრამა ჰორიზონტალურ სიბრტყეში - წრიული;
ზ.ზ) სიხშირე (მჰც) - 99,1 მჰც;
ზ.თ) მოდულაციის სახეობა - FM (სიხშირული);
ზ.ი) დაკავებული ზოლის სიგანე (კჰც) - 300 კჰც;
ზ.კ) გადამცემის სიმძლავრე ( ვტ) - 500 ვტ.
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
2. №B198 ლიცენზია:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, ინგლისური, რუსული;
ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 13 ივლისის ჩათვლით;
ვ) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
ზ.ა) გადამცემის და ანტენის განლაგების ადგილი - ქ. ქუთაისი, საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძა;
ზ.ბ) ანტენის განლაგების გეოგრაფიული კოორდინატები - 420 16’ 49’’ N; 420 44’ 10’’ E;
ზ.გ) ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) - 75 ± 10 მ;
ზ.დ) ანტენის მაქსიმალური გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) - 6.5 დბ;
ზ.ე) პოლარიზაცის სიბრტყე V/H – V;
ზ.ვ) გასხივების დიაგრამა ჰორიზონტალურ სიბრტყეში - წრიული;
ზ.ზ) სიხშირე (მჰც) - 93,9 მჰც;
ზ.თ) მოდულაციის სახეობა - FM (სიხშირული);
ზ.ი) დაკავებული ზოლის სიგანე (კჰც) - 300 კჰც;
ზ.კ) გადამცემის სიმძლავრე ( ვტ) - 500 ვტ.
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჩვენ რადიოს“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 და №470/1 გადაწყვეტილებების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა უნდა დაეწყო ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში - 2018 წლის 13 ივლისამდე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის პირველი აგვისტოს სამასახურებრივი ბარათის თანახმად შპს „ჩვენი რადიოს“ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების მიზნით 2018 წლის 25 ივლისიდან პირველი აგვისტოს პერიოდში ჩატარებულ იქნა მონიტორინგი რა დროსაც კერძო მაუწყებლობის №B198 და №B196 ლიცენზიებით გათვალისწინებულ სიხშირეებზე (ქ. ქუთაისი 93,9 მჰც; ქ. ზუგდიდი - 99,1 მჰც) რადიოსადგურების ფუნქციონირება არ დაფიქსირებულა.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუწყებლობა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჩვენი რადიოს“ წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ შეტყობინება საკითხის განხილვის შესახებ კომპანიას გაეგზავნა 2018 წლის 2 აგვისტოს საფოსტო და ელექტრონულ მისამართებზე. ასევე შედგა სატელეფონო საუბარი კომპანიის დირექტორ გოგა სამუშიასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
სხდომაზე აღინიშნა, რომ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუწყებლობა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „ჩვენი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B198 და №B196 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 და №470/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჩვენი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B198 და №B196 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 და №470/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2018 წლის 13 სექტემბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჩვენი რადიოსთვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
