შპს „არტ რადიოსთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 16, 2018 11:19
მიღების თარიღი აგვისტო 09, 2018
შპს „არტ რადიოსთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „არტ რადიომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2964-18, 21.06.2018) და მოითხოვა რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით სიხშირეების მონიჭება კერძო რადიომაუწყებლობის NB52 ლიცენზიის მოქმედების ვადით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „არტ რადიო“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის NB52 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე და ახორციელებს რადიომაუწყებლობას ქ. თბილისში.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 18 ივლისის Nშ-10/3417-18 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს „არტ რადიოს“ ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის (მონაკვეთი, ქ.თბილისი, დ.აბაშიძის №10 - თბილისის სატელევიზიო ანძა) შესაძლებელია მიენიჭოს სიხშირე 13010.0 მჰც ±3.5მჰც (ზოლის სიგანე 7მჰც), ეფექტურად გასხივებული სიმძლავრით არაუმეტეს 1ვტ-სა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 პუნქტის თანახმად მაუწყებელს (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რომელსაც დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ესაჭიროება რადიოსიხშირული სპექტრი, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ ამავე დადგენილების 71 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 18 ივლისის Nშ-10/3417-18 სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ (სამსახურებრივი ბარათი Nშ-10/3543-18 26.07.2018) გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც სიხშირული რესურსის 4 წლის ვადით (2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 462.91 ლარი. აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 76.71 ლარს; მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 193.1 ლარს; მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 96.55 ლარს; მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 96.55 ლარს.
ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 30 ივლისს შპს „არტ რადიოს“ გაეგზავნა წერილი N16/2590-18, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა პირველი კალენდარული წლის საფასური 76.71 ლარი და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოედგინა 2018 წლის 7 აგვისტომდე, ვინაიდან სიხშირეების მინიჭების საკითხის განხილვა დაგეგმილი იყო კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე. 2018 წლის 30 ივლისს შპს „არტ რადიომ“ კომისიის ბიუჯეტში გადაიხადა პირველი კალენდარული წლის საფასური.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომას არ ესწრებოდა შპს „არტ რადიოს“ წარმომადგენელი. სხდომაზე კომისიამ იმსჯელა შპს „არტ რადიოს“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია კომპანიისთვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ 71 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიენიჭოს შპს „არტ რადიოს“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება NF1855 შემდეგი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად: რადიოსიხშირული სპექტრი: 13010.0 მჰც ±3.5მჰც; მიმართულება: ქ.თბილისი, დ. აბაშიძის №10 - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა; სიხშირული ზოლის სიგანე 7 მჰც; ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე არაუმეტეს 1 ვტ-სა; ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის მაუწყებლობის სიგნალის ანძამდე მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
2. განესაზღვროს შპს „არტ რადიოს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური - 462.91 (ოთხასსამოცდაორი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით;
3. უზრუნველყოს შპს „არტ რადიომ“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის (462.91 ლარი) დარჩენილი ნაწილის (386.20 ლარი) გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02;
მიმღების ბანკი - სს თიბისი;
მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;
დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის.
მეორე კალენდარული წლის საფასური 193.1 ლარი - 2019 წლის 20 იანვრამდე;
მესამე კალენდარული წლის საფასური 96.55 ლარი - 2020 წლის 20 იანვრამდე;
მეოთხე კალენდარული წლის საფასური 96.55 ლარი - 2021 წლის 20 იანვრამდე;
4. შპს „არტ რადიოს“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „არტ რადიოსთვის“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
7. დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ს. შავგულიძე) და ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტებს (მ. ქადეიშვილი) შპს „არტ რადიოსთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
8. დაევალოს შპს „არტ რადიოს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „არტ რადიოსთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-8 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
12. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „არტ რადიოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება (ი. ხარებავა);
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე-3 პუნქტისა) დაევალოს ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
