წვდომის მენიუ

შპს „კატევე 1“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 486 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 29, 2018 15:27

მიღების თარიღი აგვისტო 16, 2018

შპს „კატევე 1-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.     საქმის აღწერა  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შემდგომში („კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის 2018 წლის 17 ივლისის №შ-10/3401-18 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კატევე 1“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „კატევე 1“-ის  მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათიდან, ირკვევა, რომ 2018 წლის 19 ივნისს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა  შპს  „კატევე1“-ს შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი  N47. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისი, გლდანის მე-3 და მე-4 მკ/რაიონებს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი, შპს „კატევე1“ ოფისში, კომპანიის დამფუძნებელი/დირექტორის კობა ციმაკურიძის თანდასწრებით.

შემოწმების შედეგად ვლინდება, რომ  შპს „კატევე1“-ს  მიერ საქართველოს ტერიტორიაზე  ხორციელდება შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი: „შონი“, „ობიექტივი“, „ტვ პირველი“, „ენკი-ბენკი“, „იბერია“, „ქართული არხი“, „Mezzo“, “AZ TV”,  „პალიტრა ტვ“,  „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  “რუსთავი 2”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „კავკასია“, „მაესტრო“, „იმედი“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, “I გასართობი”, „Мир Сериала“, “Bolliwood”, “Sony Channel”,“C1”, “Sony turbo”, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, “НТВ Киносемья”, “Дом Кино”, “НТВ Мир”, “ORT”, “РТР планета”, „RTVi“, “РЕН ТВ”, „Дождь“, “Россия К”, “VIP TV”, “ТНТ comedy”, “Fashion TV”, „CTC“, „Сарафан“, “Setanta sport+”, “Setanta sport”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “M1”, “Animal Planet”, “TLC”, “Discovery Sc”, “Discovery Channel”, “Шансон ТВ”, “Наука’’, „Food tv“, „რაგბი ტვ“, „Детский Мир“, „Мулт“, “Охота и Рыбалка”, „ФильмHD“, „ვინილი“, “ტელეარხი 25”, „სტერეო+“, „ბასტი ბუბუ“, „თრიალეთი“, „სილქ უნივერსალი“, „პულსი“, „იმერვიზია“, „საფერავი ტვ“, “Мир”, “Интер +”, “Телекафе”, “Наше Новое Кино”, „НТВ Киномикс“, „AMC“, “XXI”, „Cinema“, “Sony Sc”, “Film Box”,“Наше Любимое Кино”, „Мужское Кино“, “HCT”,“Карусель”, “English Club”, „Travel +adventure“, “История”, “Живая планета”, “Travel”, “History”, „Доктор“, “24 Техно”, “Моя планета”, „Усадьба“, „Драив“, „Здаровое ТВ“, „Бобер“, “Домашние животные”, „РЕТРО“, „Психология“, “Music Box” (თბილისი), “Музыка Первого”, “UA TV”, “BBC”, „Совершенно секретно“,”Trick”, “TRT 1”, “TV5”,“DW”,  „France 24“, “МИР 24”, “Espreco”, “Интер Az”, “Мама”, “ВРЕМЯ”, “Юмор”, „MUSIC Box ru“, „Вопросы и Ответы“, „Перец“, “Viasat Nature”, “Феникс плюс кино”, „Пятница“, “Кинокомедия”, „Киносерия“, „Индийское Кино“,  „Родное Кино“, „HD Life“, „кинопремьера”, “Кухня ТВ”,“TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”,  „Viasat History“, “Viasat Explorer”,“Домашный“, „TV 3”(რუსული), „ТВЦ“, „Zee TV“, “Амедия премиум”, “Амедия 1”, „Оружие“, „Davinchi“, „ТНТ music”, ”Русский Иллюзион”, ”Иллюзион+”, “Еврокино”, “Авто 24”,  „Зоопарк”,  „Детский“, „Бокс ТВ“, “Авто +”, „365“,„Viasat Sport“, “Ля Минор”, “Матч! планета”,  „Fight Box“,”Fashion Box”, “360 tune Box”, “Fast & Fun Box”, “Docu Box”, “Film Box Arthouse”, “MGM”, “Nuart”, “Brazzers TV”, „Жара“, “Россия 24”, “1*1”, „Носталгия“, “Дом Кино Премиум”, სტარვიზია“, „ხარისხის არხი“ (დრო), „გურჯაანი“,  „TV Sport“, „Food geo tv“, “TV 8”, “PKTV”,  „დარდიმანდი“, “LALISH”, “ID Fashion”.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ  შპს „კატევე 1“-ს  2018 წლის 19 ივნისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „იმედი“, “Bolliwood”, “Setanta sport+”, “Setanta sport”,  „თრიალეთი“, „იმერვიზია“, „საფერავი ტვ“, „AMC“, “Travel”, “History”, “TRT 1”, “TV5”,“DW”,  „France 24”, “Интер Az”,  “MGM”, “Nuart”, “Brazzers TV”,  „Food geo tv“, “TV 8”, „დარდიმანდი“, “LALISH”.   შესაბამისად, შპს „კატევე 1“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „კატევე 1“-ის მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

შპს „კატევე 1“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 2 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „კატევე 1“-ს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  შეტყობინება (N03/2410-18; 24.07.2018) კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 1 აგვისტოს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „კატევე 1“-ის დირექტორი კ. ციმაკურიძე და იურისტი შ. ნადირაძე, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „კატევე 1“-ის მიერ წამოდგენილი იქნა სამაუწყებლო არხებთან გაფორმებული ხელშეკრულებები (კომისიაში რეგისტრაციის: N6/3654-18, 02.08.18). აღნიშნული დოკუმენტების შესწავლის მიზნით, საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2018 წლის 16 აგვისტოს, რის თაობაზეც შპს „კატევე 1“-ი გაფრთხილდა სხდომაზე კანონის შესაბამისად.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 6 აგვისტოს N10/3718-18 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „კატევე 1“-ის მიერ 2018 წლის 2 აგვისტოს წარმოდგენილი რიგი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „კატევე 1“-ი არამართლზომიერად ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტს: „რუსთავი 2“, „მაესტრო“ და „იმედი“.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „კატევე 1“-ის წარმომადგენელები შ. ნადირაძე და კ. ციმაკურიძე, რომლებმაც განმარტეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განიხილება შპს „კატევე 1“-ის სარჩელი, რომლის შესაბამისად შპს „კატევე 1“-ი ითხოვს დადგენილ იქნას მოსარჩელის მიერ მოპასუხეების (შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, შპს „ტელეიმედი“, შპს „სტუდია მაესტრო“) მაუწყებლობის ტრანზიტის უფასოდ განხორციელების უფლება. შპს „კატევე 1“-ის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებამდე, კომპანიას უფლება აქვს მოახდინოს სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2“, „მაესტრო“ და „იმედი“ ტრანზიტული გადაცემა შესაბამისი ნებართვების გარეშე.

II.  კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:   

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/3401-18, 17.07.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 19 ივნისის შემოწმების აქტი N47;
  3. შპს „კატევე 1“-ის შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
  4. შპს „კატევე 1“-ის შემოწმების დამსწრე პირის - კ.ც პირადობის მოწმობის ასლი;
  5. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „კატევე 1“-სთვის (ძველი სახელწოდება: „შონი ოცდამეორე“) ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - საფოსტო ქვითარი N010003903482;
  6. კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N04/4274-17 წერილი გაგზავნილი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისათვის, მათ შორის, შპს „კატევე 1“-სთვის და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტი (AP01003808561);
  7. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „კატევე 1“-ის შესახებ;
  8. შპს „კატევე 1“-ის წარმომადგენლების შ. ნადირაძის და კ. ციმაკურიძის  ახსნა-განმარტებები მიცემული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე და მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმეტაცია რიგი სამაუწყებლო არხის მართლზომიერი ტრანზიტის თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის: N6/3654-18, 02.08.18);
  9. შპს „კატევე 1“-ის წარმომადგენლების  ახსნა-განმარტებები მიცემული კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „კატევე 1“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 08/02/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. შპს „კატევე 1“-ს საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „კატევე 1“-ს (ძველი სახელწოდება: შონი ოცდამეორე) ჩაბარდა 16.01.2013; ქვითრის ნიმერი: N010003903482) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „კატევე 1“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  4. კომისიის 2018 წლის 14 დეკემბრის N04/4274-17 წერილით ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „კატევე 1“-ს ეცნობათ, რომ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მოპოვებული აქვს სამაუწყებლო არხების ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმების უფლება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე 2017 წლის 1 დეკემბერს შპს „მედია რაითს ჯორჯიამ“ კომისიას მომართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/9134-17, Nშ-6980-17), რომლითაც კომისიას სთხოვს განახორციელოს მონიტორინგი  და აღკვეთოს სამაუწყებლო არხების ,,იმედი“, ,,რუსთავი 2“, ,,მაესტრო“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“ და ,,GDS“ არასანქცირებული რეტრანსლირება. კომისიის წერილით (N04/4274-17, 14.12.2018) შპს „კატევე 1“-ს ეთხოვა ზემოაღნიშნულის გათვალისწინება თავის საქმიანობაში და უმოკლეს ვადებში საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა.
  5. 2018 წლის 19 ივნისს, 12:20 საათზე, შპს „კატევე 1“-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისში, გლდანის მე-3 და მე-4 მკ/რაიონებს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „კატევე 1“-ის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №47.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, კ. ციმაკურიძე;
  6. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  შპს „კატევე 1“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „შონი“, „ობიექტივი“, „ტვ პირველი“, „ენკი-ბენკი“, „იბერია“, „ქართული არხი“, „Mezzo“, “AZ TV”,  „პალიტრა ტვ“,  „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  “რუსთავი 2”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „კავკასია“, „მაესტრო“, „იმედი“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, “I გასართობი”, „Мир Сериала“, “Bolliwood”, “Sony Channel”,“C1”, “Sony turbo”, “НТВ Киносвидания”, „НТВ кинохит“, “НТВ Киносемья”, “Дом Кино”, “НТВ Мир”, “ORT”, “РТР планета”, „RTVi“, “РЕН ТВ”, „Дождь“, “Россия К”, “VIP TV”, “ТНТ comedy”, “Fashion TV”, „CTC“, „Сарафан“, “Setanta sport+”, “Setanta sport”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “M1”, “Animal Planet”, “TLC”, “Discovery Sc”, “Discovery Channel”, “Шансон ТВ”, “Наука’’, „Food tv“, „რაგბი ტვ“, „Детский Мир“, „Мулт“, “Охота и Рыбалка”, „ФильмHD“, „ვინილი“, “ტელეარხი 25”, „სტერეო+“, „ბასტი ბუბუ“, „თრიალეთი“, „სილქ უნივერსალი“, „პულსი“, „იმერვიზია“, „საფერავი ტვ“, “Мир”, “Интер +”, “Телекафе”, “Наше Новое Кино”, „НТВ Киномикс“, „AMC“, “XXI”, „Cinema“, “Sony Sc”, “Film Box”,“Наше Любимое Кино”, „Мужское Кино“, “HCT”,“Карусель”, “English Club”, „Travel +adventure“, “История”, “Живая планета”, “Travel”, “History”, „Доктор“, “24 Техно”, “Моя планета”, „Усадьба“, „Драив“, „Здаровое ТВ“, „Бобер“, “Домашние животные”, „РЕТРО“, „Психология“, “Music Box” (თბილისი), “Музыка Первого”, “UA TV”, “BBC”, „Совершенно секретно“,”Trick”, “TRT 1”, “TV5”,“DW”,  „France 24“, “МИР 24”, “Espreco”, “Интер Az”, “Мама”, “ВРЕМЯ”, “Юмор”, „MUSIC Box ru“, „Вопросы и Ответы“, „Перец“, “Viasat Nature”, “Феникс плюс кино”, „Пятница“, “Кинокомедия”, „Киносерия“, „Индийское Кино“,  „Родное Кино“, „HD Life“, „кинопремьера”, “Кухня ТВ”,“TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”,  „Viasat History“, “Viasat Explorer”,“Домашный“, „TV 3”(რუსული), „ТВЦ“, „Zee TV“, “Амедия премиум”, “Амедия 1”, „Оружие“, „Davinchi“, „ТНТ music”, ”Русский Иллюзион”, ”Иллюзион+”, “Еврокино”, “Авто 24”,  „Зоопарк”,  „Детский“, „Бокс ТВ“, “Авто +”, „365“,„Viasat Sport“, “Ля Минор”, “Матч! планета”,  „Fight Box“,”Fashion Box”, “360 tune Box”, “Fast & Fun Box”, “Docu Box”, “Film Box Arthouse”, “MGM”, “Nuart”, “Brazzers TV”, „Жара“, “Россия 24”, “1*1”, „Носталгия“, “Дом Кино Премиум”, სტარვიზია“, „ხარისხის არხი“ (დრო), „გურჯაანი“,  „TV Sport“, „Food geo tv“, “TV 8”, “PKTV”,  „დარდიმანდი“, “LALISH”, “ID Fashion”;
  7. 2018 წლის 19 ივნისს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2018 წლის 19 ივნისის №47 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
  8. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „კატევე 1“-ს  2018 წლის 19 ივნისის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „იმედი“, “Bolliwood”, “Setanta sport+”, “Setanta sport”,  „თრიალეთი“, „იმერვიზია“, „საფერავი ტვ“, „AMC“, “Travel”, “History”, “TRT 1”, “TV5”,“DW”,  „France 24”, “Интер Az”,  “MGM”, “Nuart”, “Brazzers TV”,  „Food geo tv“, “TV 8”, „დარდიმანდი“, “LALISH”;
  9. შპს „კატევე 1“-მა 2018 წლის 2 აგვისტოს კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხის მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის: N6/3645-18, 02.08.18), რომლის შესაბამისად გამოვლინდა, რომ შპს „კატევე 1“-ი 2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით არამართლზომიერად ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტს: „რუსთავი 2“, „მაესტრო“ და „იმედი“;
  10. შპს „კატევე 1“ 2018 წლის 15 მარტის N152/18 გადაწყვეტილებით კომისიამ ცნო სამართალდამრღვევად საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და ამავდროულად, კომპანიას აეკრძალა სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად,    ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
  11. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
  14. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის (დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ტელეფონოგრამით) მომენტიდან;
  15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად,  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით; ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ფასიანი ტრანზიტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად წარმართონ მოლაპარაკებები ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად. კეთილსინდისიერების მოთხოვნა არ ჩაითვლება შესრულებულად, თუ რომელიმე მხარე: ა) დაუსაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე; ბ) აშკარად აჭიანურებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებს; გ) ტრანზიტისთვის ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ან დაბალ საფასურს იმ საფასურთან შედარებით, რომელსაც იგივე მაუწყებელი სხვა ავტორიზებული პირებისგან ითხოვს. შეუსაბამობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტის საფასურსა და სხვა მაუწყებლების მიერ მოთხოვნილ საფასურს შორის განსხვავება 10%-ს აღემატება; დ) ითხოვს ფასიანი ტრანზიტის სხვა ისეთ პირობებს, რომლებიც მეორე მხარეს სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან შედარებით აშკარად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს; ე) მოითხოვს მეორე მხარისგან, არ დადოს გარიგება სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან; ვ) დაუსაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის პირობების შესახებ მეორე მხარის წინადადებების განხილვაზე; ზ) მესამე პირთან დებს ისეთ გარიგებას, რომლის ერთ-ერთი პირობაა ამ მხარის ვალდებულება, არ დადოს ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება სხვა პირთან;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „იმედი“ შესაბამისი ხელშეკრულებების და სანებართვო წერილების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „კატევე 1“-ის მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. გამომდინარე იქდან, რომ ბოლო ერთი წლის განმალობაში, შპს „კატევე 1“-ის მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კანონის შესაბამისად კომპანია უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „კატევე 1“-ს უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების:“რუსთავი 2”, „მაესტრო“, „იმედი“ არამართლზომიერი ტრანზიტი.

 V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის,   45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. შპს „კატევე 1“-ს მიეცეს გაფრთხილება  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის   დარღვევის გამო;
  2.  უზრუნველყოს შპს „კატევე 1“-მა საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „იმედი“ არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კატევე 1“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „კატევე 1-ის სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კატევე 1“-ისთვის ჩაბარების დღიდან;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „კატევე 1“-ისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილებზე (მე-3 და მე-4  პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები