წვდომის მენიუ

შპს „iConnect“-ისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

ნომერი: 488 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2018 15:38

მიღების თარიღი აგვისტო 16, 2018

შპს „iConnect“-ისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

 I.  აღწერილობითი ნაწილი 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კ ომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 11 ივლისის №შ-10/3301-18 მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ iConnect“-ს არ წარმოუდგენია 2018 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების ელექტრონული ფორმა 1,9­­.  კომისიის 2018 წლის 27 ივნისის N07/2114-18 და 28 ივნისის N07/2184-18 წერილებით, შპს „iConnect“ გაფრთხილებულ იქნა რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმის წარმოუდგენლობისა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობის თაობაზე. კომპანიას განესაზღვრა ვადა 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით აღნიშნული ფორმის წარმოდგენისა და კომისიის ანგარიშე რეგულირების საფასურის ჩარიცხვისათვის. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „iConnect“ არ წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშების შევსებული ფორმა და არ გადაიხადა რეგულირების საფასური.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 11 ივლისის №შ-10/3301-18 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს “iConnect”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რის თაობაზეც მას ეცნობა 2018 წლის 27 ივლისის N03/2524-18 წერილობითი შეტყობინებით. წარმოების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 27 ივლისი, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 2 აგვისტო. ამავე შეტყობინებით, შპს „iConnect“-ს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება, ასევე განემარტა კომისიის უფლებამოსილება განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება  მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში. აღნიშნული შეტყობინება შპს „iConnect“-ს არ ჩაბარდა მის მიერ მითითებულ და კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადაიდო 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომისთვის, რის თაობაზეც შპს „iConnect“-ს ეცნობა 2018 წლის 3 აგვისტოს N03/2677-18 წერილობითი შეტყობინებით. ამასთან, “iConnect”-ს განემარტა, რომ კომისიის სხდომაზე განიხილებოდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის დარღვევის გამო კომპანიის დაჯარიმების ან მისი ავტორიზაციის შეჩერების საკითხი კომპანიის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში. აღნიშნული შეტყობინება ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ვებ-გვერდზე http://gncc.ge/uploads/other/3/3210.pdf . კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე შპს “iConnect”-ის წარმომადგენელი არ გამოცხადდა. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება, შპს „iConnect”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი განხილულ იქნა კომპანიის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

II.   ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (№შ-10/3301-18, 11 ივლისი 2018);

2. კომისიის 2018 წლის 27 ივლისის №03/2524-18 შეტყობინება შპს ‘iConnect”-ს;

3. კომისიის 2018 წლის 3 აგვისტოს N03/2677-18 შეტყობინება შპს ‘iConnect”-ს;

4. კომისიის 2018 წლის 27 ივნისის N07/2114-18 წერილი შპს „iConnect“-ს;

5. კომისიის 28 ივნისის N07/2184-18 წერილი შპს „iConnect“-ს;

6. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  2018 წლის 1 აგვისტოს Nშ10/3614-18 მოხსენებითი ბარათი;

7. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 2 აგვისტოს Nშ10/3645-18 სამსახურებრივი ბარათი;

8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“;

9. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ iConnect“-ის შესახებ.

III.  კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „iConnect“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. ავტორიზაციის თარიღი: 05/12/2011; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:  რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi;

2. შპს „iConnect“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე;

4. შპს „iConnect“-ს 2018 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით არ წარმოუდგენია 2018 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა 1.9 და არ გადაუხდია რეგულირების საფასური 1,327.59 ლარის ოდენობით;

5. კომისიის 2017 წლის 3 აგვისტოს N520/18 გადაწყვეტილებით  შპს „iConnect“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ)  ქვეპუნქტების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო;

6. 2017 წლის 30 ნოემბრის N776/18 გადაწყვეტილებით, შპს „iConnect“-ს  დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „შპს „iConnect“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 3 აგვისტოს N520/18 გადაწყვეტილების,  კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებით დამტკიცებული „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის“  მე-6 პუნქტის დარღვევის გამო.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირითა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე;

6. კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობისა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით, ასევე კომისიის 2017 წლის 3 აგვისტოს 520/18 და კომისიის 30 ნოემბრის N776/18 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობით, შპს „iConnect“-მა დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები;

7. გარდა ამისა, კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მ.შ. 2018 წლის 1 აგვისტოს Nშ10/3614-18 მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „iConnect“ 2018 წლის მარტიდან კომისიაში არ წარადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, 2018 წლის თებერვლიდან სხვა ავტორიზებული პირები არ მოიხსენებენ აღნიშნულ კომპანიას კონტრაჰენტად, ასევე, შპს “iConnect”-ის მიერ მითითებულ და კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე არ ჩაბარდა კომისიის 2017 წლის 3 აგვისტოს და 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებები, ხოლო მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ ჩაბარდა არც ერთი წერილობითი კორესპონდენცია.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე, მე-3 მუხლის თანახმად, ავტორიზაცია შეჩერდება: ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით; ბ) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე; გ) დარღვევის აღმოფხვრამდე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  191 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.

ვინაიდან, 2018 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით შპს „iConnect“-მა არ შეასრულა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის 2017 წლის 3 აგვისტოს N520/18 და 2017 წლის 30 ნოემბრის N776/18 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ვალდებულებები, ასევე, სანქციის სახით გამოყენებულ იქნა წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „iConnect“-ისთვის ავტორიზაციის შეჩერება დარღვევების სრულად აღმოფხვრამდე.  

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  191 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე, 99-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

:

1. შეუჩერდეს ავტორიზაცია შპს „iConnect“-ს (ს/ნ 415083830) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევების სრულად აღმოფხვრამდე;

2. შპს „iConnect“-ის ავტორიზებული საქმიანობის განახლება შესაძლებელია მის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან;

3. განემარტოს შპს „iConnect“-ს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით; 

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „iConnect“-ისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ჭელიძე) შპს „iConnect“-ისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები