სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 29, 2018 15:36
მიღების თარიღი აგვისტო 23, 2018
სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ (ს.კ. №245675880) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/3099-14, 02.07.18) ქ. თბილისში, ქ. გორში, ქ. ლაგოდეხში, ქ. ქუთაისში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ. ქობულეთში, ქ. ხულოში და ქ. ქედაში FM დიაპაზონში რადიოსამაუწყებლო სიხშირეების მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსამაუწყებლო ქსელის განვითარებისათვის კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს ანიჭებს დამატებით სიხშირეებს FM დიაპაზონში, შესაბამის ზონაში არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო” კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N357/13 გადაწყვეტილებით ფლობს შემდეგ რადიოსიხშირულ რესურსს: ქ. ბათუმი - 104,5 მჰც და ქ. შუახევი - 106,0 მჰც.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიომაუწყებლობას რადიოსიხშირეების გამოყენებით ახორციელებს 3 რადიოარხზე, ხოლო ამავე კანონის 352 მუხლის პირველი თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო რადიომაუწყებლობას ახორციელებს 1 რადიოარხზე.
კომისიის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 14 აგვისტოს №შ-10/3978-18 სამსახურებრივი ბარათის თანახმად მოთხოვნილ ქალაქებში FM დიაპაზონში რადიომაუწყებლობისთვის შესაძლებელია განხორციელდეს სიხშირეების მინიჭება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიერ და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიენიჭოს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად საეთერო რადიომაუწყებლობისთვის;
2. სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დანართით განსაზღვრული სიხშირეები არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3. უზრუნველყოს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
4. დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ს. შავგულიძე) და ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტებს (მ. ქადეიშვილი) სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
5. დაევალოს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წინამდებარე გადაწყვეტილების დანართში მითითებულ ქალაქებში რადიოგადამცემების ჩართვიდან სამი თვის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ უნდა იქნას ცვლილების განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
7. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
10. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
11. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ გაგზავნა;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტისა) დაევალოს ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
