წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 502 / 20

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 29, 2018 15:40

მიღების თარიღი აგვისტო 23, 2018

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად  ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 5 ივლისის №392/20 გადაწყვეტილებით, კომერციულ საიდუმლოებად იქნა ცნობილი შპს „მაგთიკომის“ მიერ 2018 წლის 1 ივნისის  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2682-18, 04.06.2018) წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია სადგურების მონაცემების თაობაზე. ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია, კომისიის გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ იყო სრულად მოწოდებული, ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „მაგთიკომს“ დაევალა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში წარმოედგინა კომისიის 2018 წლის 4 აპრილის 2018 წლის № 06/1205-18 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის დარჩენილი ნაწილი.

კომისიის ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების და კომისიის 2018 წლის 4 აპრილის № 06/1205-18 წერილის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 9 აგვისტოს № 18/08/09-17 წერილით. ვინაიდან აღნიშნული წერილით მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს იმ ინფორმაციის ნაწილს, რომელიც კომისიის მიერ უკვე ცნობილია კომერციულ საიდუმლოებად, შპს „მაგთიკომმა“ კომისიას მიმართა თხოვნით (წერილი № 18/08/16-10, 16.08.2018), 2018 წლის 9 აგვისტოს  № 18/08/09-17 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციაც ეცნო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის თანახმად  კომერციულ საიდუმლოებად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის, საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.       

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ 2018 წლის 9 აგვისტოს წერილში (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/3827-18) წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს ქსელის ელემენტების იმდენად დეტალურ აღწერას, რომლის გაანალიზების შემთხვევაში შესაძლებელია  დადგინდეს შპს „მაგთიკომის“ ქსელის აგებულების ლოგიკა, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მაგთიკომის“ კონკურეტუნარიანობას. ასევე კომისიას მიაჩნია, რომ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს შპს „მაგთიკომის“ კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე წლების მანძილზე შექმნილ ინტელექტუალური შემოქმედების შედეგს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა, 2018 წლის 9 აგვისტოს წერილის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/3827-18) დანართით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე;

2. კომერციულ საიდუმლოებად  ცნობილ იქნას  შპს „მაგთიკომის“ 2018 წლის 9 აგვისტოს წერილის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/3827-18) დანართით CD-დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია;

3. ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს  შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვიდან ვიდრე არ დაკარგავს იმ ღირებულებას რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

4. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის   მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა (ნ. ჯავახიძე);

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების  შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“  ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები