წვდომის მენიუ

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 503 / 23

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 29, 2018 15:42

მიღების თარიღი აგვისტო 23, 2018

 „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ  რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების 71 მუხლის  მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელს (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რომელსაც დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ესაჭიროება რადიოსიხშირული სპექტრი, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად. აღნიშნული პუნქტი არ აკონკრეტებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, არასტაციონარული/მოძრავი გადამცემი სადგურის გამოყენების შემთხვევაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესს, რის გამოც ამ ტიპის სადგურებისთვის თანხის გაანგარიშება უნდა მოხდეს სტაციონარული სადგურებისთვის დადგენილი წესით, რაც იწვევს მაუწყებლისთვის ზემოთაღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის არაადეკვატურად დიდი საფასურის განსაზღვრას. შესაბამისად, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაუწყებლისთვის არასტაციონარული/მოძრავი გადამცემი სადგურისთვის დამხმარე ტექნოლოგიური გამოყენებისათვის განკუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის დადგენის სპეციალური კოეფიციენტი.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VII და IX თავებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 27 სექტემბერს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

3.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და მომზადებული დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-3 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების  დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს (ი. ვერძეული).

 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები