წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე 2010 წლის 24 მარტის №144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის №708/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ,,სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადა

ნომერი: 504 / 19

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2018 10:57

მიღების თარიღი აგვისტო 23, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე 2010 წლის 24 მარტის №144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზეკომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის №708/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ,,სსიპსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის №708/22 გადაწყვეტილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ და კომისიის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულთა ფუნქციების მიხედვით, დასაქმებულთა ფუნქციები განისაზღვრა კომისიის მიერ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფისთვის სახაზო ფუნქციების განმახორციელებელ, ასევე, დამხმარე ხასიათის მუდმივ ფუნქციებად. შესაბამისად, დამტკიცდა კომისიის, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხა (კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადაწყვეტილების დანართი 2), რომლის 9.3 პუნქტით განისაზღვრა კომისიის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების ჯგუფის პოზიციების ნუსხა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციის საკითხებზე მუშაობის მიმდინარე ეტაპზე გამოიკვეთა, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ მე-7 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციის სამეურნეო უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების ჯგუფებს შორის ფუნქციების არსებული გადანაწილება იწვევს ფუნქციებისა და პროცესების დუბლირებას აღნიშნულ ჯგუფებს შორის. შესაბამისად,  გამოიკვეთა ლოგისტიკური ფუნქციების ახლებურად გადანაწილების, კერძოდ, ლოგისტიკის პროცესების შესყიდვების პროცესებისთვის დამატების, აღნიშული პროცესების მართვისა და მონიტორინგის სახელმწიფო შესყიდვების ჯგუფის მიერ განხორციელების აუცილებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს N5 დადგენილებით ცვლილება შევიდა ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში“, კერძოდ, კომისიის დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ჯგუფის სახელწოდება ჩამოყალიბდა შესყიდვებისა და ლოგისტიკის ჯგუფის სახით, ხოლო მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჯგუფის ფუნქციები განისაზღვრა შემდეგნაირად: ა) კომისიის წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, შესრულების მონიტორინგი და კორექტირება; ბ) კომისიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან ერთად, კომისიის წლიური ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის და ინფორმაციის წარდგენა; დ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო  დაწესებულებებთან ურთიერთობა; ე) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით და კომისიის მიერ განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების წარმართვა; ვ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტაციის მომზადება; ზ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით და კომისიის მიერ განსაზღვრული წესით კომისიის მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება და საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა; თ) კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე; ი) კომისიის მარაგების მართვა და შესაბამისი საორგანიზაციო, ტექნიკა-მოწყობილობებით და სხვა აუცილებელი ინვენტარით მომარაგების უზრუნველყოფა; კ) კომისიის ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.

კომისიის ადმინისტრაციის შესყიდვებისა და ლოგისტიკის ჯგუფის ფუნქციებიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შევიდეს ცვლილება კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხაში (კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადაწყვეტილების დანართი 2), კერძოდ, 9.4.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიცია ადმინისტრაციის სამეურნეო უზრუნველყოფის ჯგუფიდან გადატანილ იქნას 9.3 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვებისა და ლოგისტიკის ჯგუფის პოზიციების ნუსხაში.

ორგანიზაციული საჭიროებებიდან გამომდინარე, კომისიას ასევე, მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილება შევიდეს კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პოზიციების ნუსხაში (კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადაწყვეტილების დანართი 2), კერძოდ, 1.2 პუნქტით განსაზღვრული სტრატეგიის მთავარი სპეციალისტის პოზიცია განისაზღვროს ბაზრის წამყვან სპეციალისტად, მის შესაბამის რანგად განისაზღვროს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რანგი - 3.2., ხოლო მისი შმკ-ს კოეფიციენტი, 30-ის ნაცვლად განისაზღვროს 20-ით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება  კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის №816/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“, მისი აპარატის სახაზო (საშტატო) პოზიციებისა და კომისიის სხვა დამხმარე ხასიათის მუდმივი (არასაშტატო) ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციების ნუსხაში და დამტკიცდეს დანართი N1-ის სახით;

2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებ-გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) კომისიის ვებ-გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (თ. ბოკუჩავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები