„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად, საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომისიის 2015 წლის 03 დეკემბრის N760/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 29, 2018 15:49
მიღების თარიღი აგვისტო 23, 2018
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად, საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომისიის 2015 წლის 03 დეკემბრის N760/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად, საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომისიის 2015 წლის 03 დეკემბრის N760/22 გადაწყვეტილებით კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად შეიქმნა საკონკურსო კომისია და საკონკურსო კომისიის აპარატი.
იმის გათვალსიწინებით, რომ საკონკურსო კომისია და საკონკურსო კომისიის აპარატი არის მუდმივმოქმედი ორგანო, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დამტკიცდეს საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის ძირითადი შემადგენლობა, ხოლო შესყივის ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის სრული შემადგენლობა განისაზღვროს კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად, საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომისიის 2015 წლის 03 დეკემბრის N760/22 გადაწყვეტილებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VII თავისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად, საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომისიის 2015 წლის 03 დეკემბრის N760/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის და კომისიის აპარატის ძირითადი შემადგენლობა:
ა) კომისიის თავმჯდომარე - საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) კომისიის წევრი - კომისიის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების ჯგუფის უფროსი;
გ) კომისიის აპარატის წევრი - კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
დ) კომისიის აპარატის წევრი - კომისიის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების ჯგუფის სპეციალისტი (საკონკურსო კომისიის მდივანი);“;
ბ) დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 და 12 პუნქტები:
„11. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობა დაეკისროს საკონკურსო კომისიის წევრ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების ჯგუფის უფროსს;
12. საკონკურსო კომისიის და საკონკურსო კომისიის აპარატის სრული შემადგენლობა, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად, დამტკიცდეს კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით;“.
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
