შპს „დატაკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2018 16:07
მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2018
შპს „დატაკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „დატაკომმა“ (რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 5 მარტს; ს.კ. №412706362) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/3499-18, 24.07.18) და მოითხოვა 5 წლის ვადით დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ქუთაისიდან ტყიბულის მიმართულებით, რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დატაკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;
WiFi;
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება;
B.F.3 მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა;
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;
B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand).
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.
ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახდელი თანხა. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში, გარდა ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა, რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 7 აგვისტოს №შ-10/3745-18 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს „დატაკომს“ შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირეები სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 7 აგვისტოს №შ-10/3745-18 სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც 2018 წლის 6 სექტემბრიდან სიხშირული რესურსის ხუთი წლის ვადით მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 2047.04 ლარი.
აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (06.09.18-დან) მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 232.64 ლარს;
მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 725.76 ლარს;
მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 362.88 ლარს;
მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 362.88 ლარს;
მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 362.88 ლარს.
ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს შპს „დატაკომს“ გაეგზავნა წერილი №16/2810-18, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (06.09.18-დან) მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე და შეადგინს 232.64 ლარს. კომპანიას დამადასტურებელი საბუთი უნდა წარმოედგინა 2018 წლის 3 სექტემბრამდე. შპს „დატაკომმა“ 2018 წლის 24 აგვისტოს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 232.64 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 6 სექტემბრის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა შპს „დატაკომის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „დატაკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭება ხუთი წლის ვადით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიენიჭოს შპს „დატაკომს“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება №F1861 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 2018 წლის 6 სექტემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
2. განესაზღვროს შპს „დატაკომს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური - 2047.04 (ორი ათას ორმოცდაშვიდი ლარო და ოთხი თეთრი) ლარის ოდენობით;
3. უზრუნველყოს შპს „დატაკომმა“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 2047.04 (ორი ათას ორმოცდაშვიდი ლარო და ოთხი თეთრი) ლარის გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02;
მიმღების ბანკი - სს თიბისი;
მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;
დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის.
მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 725.76 ლარი - 2019 წლის 20 იანვრამდე;
მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 362.88 ლარი - 2020 წლის 20 იანვრამდე;
მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 362.88 ლარი - 2021 წლის 20 იანვრამდე;
მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 362.88 ლარი - 2022 წლის 20 იანვრამდე;
4. შპს „დატაკომის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „დატაკომისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. დაევალოს შპს „დატაკომს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
8. დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ს. შავგულიძე) და ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტებს (მ. ქადეიშვილი) შპს „დატაკომისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
9. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „დატაკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
10. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „დატაკომისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტისა) დაევალოს ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
მერაბ ქათამაძე |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე
|
|
დანართი |
|||||||
|
|
|||||||
|
№ |
განთავსების ადგილი და კოორდინატები |
სიხშირეები |
სიხშირული ზოლი |
სიმძლავრე |
|||
|
A |
B |
||||||
|
|
A |
B |
მჰც |
მჰც |
ვტ |
||
|
1 |
ქ. ქუთაისი |
ქ. ტყიბული |
6540 |
6880 |
40 |
1 |
|
