წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს № 480/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 526 / 19

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2018 15:53

მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს № 480/7 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2018 წლის 9 აგვისტოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №480/7 შპს „კავკასუს როუდ პროჯექტისთვის“ (რეგისტრირებული დიდუბე-ჩუღურეთის რ-ნის სასამართლოს მიერ 2005 წლის 29 მარტს, რეგ. №2/4-4412; ს.კ. №202258243) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ, რომელშიც დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებული 867.9± 0.1 მჰც სიხშირის ნაცვლად მითითებულია 866 მჰც ± 0.1 მჰც სიხშირე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

:

  1. გასწორდეს კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს №480/7 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მითითებული სიხშირე - 866 მჰც ± 0.1 მჰც შეიცვალოს  867.9 ± 0.1 მჰც-ით და შემდგომ როგორც ტექსტშია;
  2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge) და გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „კავკასუს როუდ პროჯექტისთვის“ გაგზავნა;
  3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „კავკასუს როუდ პროჯექტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

 

       კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                    მერაბ  ქათამაძე

                         კომისიის წევრი                                                                       ვახტანგ აბაშიძე

                           კომისიის წევრი                                                                     ელისო ასანიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები