წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის N842/21 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის და ა(ა)იპ ,,მედიააკადემიის” ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 527 / 19

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2018 15:46

მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2018

 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის  ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის N842/21 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის და ა(ა)იპ ,,მედიააკადემიის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ         

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში  2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) განესაზღვრა კომისიის ბიუჯეტის დაფინანსების დამატებითი წყარო, კერძოდ, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, გარდა ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა, ჩაირიცხება კომისიის ბიუჯეტში. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად კომისიის ანგარიშებზე 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მიღებულია 1,209,696.10 ლარი, რომელიც უნდა დაემატოს კომისიის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსავლებს.

ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კომისიას განესაზღვრა საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ფუნქცია და ამ მიზნით მედიაწიგნიერების სასწავლო-კვლევითი ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნების უფლებამოსილება. ამასთან, აღნიშნული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები. კომისიამ 2018 წლის 2 აგვისტოს  დააფუძნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მედიააკადემია“ (შემდგომში აკადემია).   აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი 2018 წლის 9 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებისა და კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 9 აგვისტოს №2/34 ბრძანების საფუძველზე შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას. ამ დროისთვის  მიმდინარეობს აკადემიის 2018 წლის საქმიანობის აღწერილობით  და საბიუჯეტო ნაწილებზე მუშაობა. ამ პროცესის დასრულებამდე ასანაზღაურებელია აღმასრულებელი დირექტორის ხელფასი, რომელიც უნდა დაემატოს კომისიის 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს ახალი მუხლის „ა(ა)იპ მედიააკადემიის დაფინანსების“ სახით, თანხით 39,354.55 ლარი.

კომისიის ბიუჯეტს, ასევე, ცალკე მუხლის სახით უნდა დაემატოს „მედიაწიგნიერების ხარჯები“, რომელიც გაწეულია/გასაწევია „მაუწყებლობის შესახებ“ და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. აღნიშნული ხარჯები საპროგნოზოდ შეადგენს 400,000.00 ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8  და მე-12 მუხლების შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2018 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:               

 ბიუჯეტის მუხლის N

სულ შემოსავლები

39,354.55

1

მიზნობრივი დაფინანსება

39,354.55

 

 

 

 

სულ ხარჯები

39,354.55

1

შრომის ანაზღაურება

31,483.64

2

სახ. ბიუჯეტის ანარიცხები

7,870.91

 2. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის  ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის N842/21 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 

     „1. დამტკიცდეს 2018 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

 ბიუჯეტის მუხლის N

სულ შემოსავლები

10,499,354.55

1

რეგულირების საფასური

8,960,000.00

2

რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური

1,209,696.10

2

სარეზერვო ფონდი

329,658.45

 

 

 

 

სულ ხარჯები

10,499,354.55

1

ძირითადი საშუალებები

479,633.56

2

საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები

35,614.00

3

კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის და სხვა კომუნალური ხარჯები

190,260.00

4

ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები

180,000.00

5

მივლინების ხარჯები

245,100.00

6

საბანკო მომსახურეობის ხარჯი

3,000.00

7

კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა ხარჯები

179,804.97

8

სხვადასხვა საწევრო გადასახადები

44,221.68

9

საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები

1,031,850.00

10

სხვა საერთო ხარჯები

558,492.79

11

წარმომადგენლობითი ხარჯები

37,960.00

12

მიმდინარე რემონტის ხარჯები

15,000.00

13

შრომის ანაზღაურება

4,333,320.00

14

სახ. ბიუჯეტის ანარიცხები

1,083,330.00

15

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ხარჯები

21,500.00

16

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის  სამსახურის შრომის ანაზღაურების და სახ. ბიუჯეტის ხარჯები

247,319.10

17

შრომის წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების  ფონდი

1,323,593.90

18

წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი

50,000.00

19

მედიაწიგნიერების ხარჯები

400,000.00

20

ა (ა)იპ მედიააკადემიის მიზნობრივი დაფინანსება

39,354.55

3. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი)  39,354.55 ლარი  ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ ანგარიშზე GE37TB748503608010001 გადარიცხვა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).                

       კომისიის თავმჯდომარის    მოვალეობის შემსრულებელი

 

  მერაბ ქათამაძე

                        კომისიის წევრი

 

  ვახტანგ აბაშიძე

                        კომისიის წევრი

 

  ელისო ასანიძე

 

 

              

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები