წვდომის მენიუ

სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 529 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2018 17:20

მიღების თარიღი სექტემბერი 13, 2018

სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (№შ-10/3331-18; 13.07.2018; Nშ-10/3389-18; 17.07.2018)  საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3331-18; 13.07.2018) თანახმად, 2018 წლის 4 ივლისს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელმა“ კომისიაში წარმოადგინა (განცხადება Nშ-6/3174-18; 04.07.2018) სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნილი წერილი, რომლის მიხედვითაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უზღუდავს სს „სილქნეტს“ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებას. 2018 წლის 4 ივლისს კომისიამ წერილობით (N04/2258-18) აცნობა სს ,,სილქნეტს“ კომისიის პრეცედენტული გადაწყვეტილების შესახებ სს „აი თი დი სის“ მიმართ და მოსთხოვა მსოფლიო ჩემპიონატის ტრანზიტის შეწყვეტა ვებ-გვერდზე (Silktv.ge) და მობილურ აპლიკაციაზე (Silk TV Go). 2018 წლის 5 ივლისს კომისიაში შემოვიდა სს „სილქნეტის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3206-18), საიდანაც ირკვევა, რომ  სს „სილქნეტი“ არ აპირებს ტრანზიტის შეწყვეტას, ვინაიდან სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნა არ ფიქსირდებოდა და მოთხოვნილი იყო მხოლოდ გეოგრაფიული შეზღუდვის (Geoblocking-ის) უზრუნველყოფა, რაც ისედაც უზრუნველყოფილი იყო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3331-18; 13.07.2018) თანახმად, 2018 წლის 9 ივლისს კომისიამ N04/2282-18 წერილით მიმართა სს „სილქნეტს“, რომლითაც გადაუგზავნა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის 6 ივლისის N2835/02 წერილი, რომლის თანახმადაც, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უკრძალავს სს „სილქნეტს“ (მათ შორის საქართველოს ტერიტორიზე) ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების/რეპორტაჟების ტრანზიტს (რეტრანსლაციას) შემდეგი საშუალებებით: OTT, ვებ-გვერდი, მობილური აპლიკაცია. ამასთან, ზემოაღნიშნული აკრძალვა არ ეხება კოდირებული სიგნალით საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების ტრანზიტს სილქნეტის აბონენტებისთვის.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათში (№შ-10/3331-18; 13.07.2018) აღნიშნულია, რომ 2018 წლის 10 და 11 ივლისს, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა სს „სილქნეტის“ საკუთრებაში არსებული პორტალის Silktv.ge-ს და მობილური აპლიკაციის Silk TV Go-ს შემოწმება (შემოწმების აქტები N58 და N60), რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ პორტალზე და მობილურ აპლიკაციაზე კვლავ ხდება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანზიტი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ ხდება შესაბამისი უფლებების გარეშე სამაუწყებლო არხის არამართლზომიერი ტრანზიტი.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათში (Nშ-10/3389-18; 17.07.2018) აღნიშნულია, რომ სს ,,სილქნეტის“ მიერ კვლავ მოხდა 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების რეტრანსლირება ვებ-გვერდზე silktv.ge, კერძოდ, 2018 წლის 14 ივლისს განხორციელდა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩის და 15 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო მატჩის ტრანზიტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 26 ივლისს, რის თაობაზეც სს ,,სილქნეტს“ გაეგზავნა შეტყობინება 18.07.2018; N03/2365-18) და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება სს ,,სილქნეტს“ ჩაბარდა 2018 წლის 18 ივლისს. აღნიშნული საკითხის თაობაზე ასევე შეტყობინებით (N03/2367-18; 18.07.2018) ა/წ 19 ივლისს ეცნობა სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/3468-18; 23.07.2018) თანახმად, 2018 წლის 20 ივლისს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა  სს „სილქნეტის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი  N62. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, მისამართზე: ქ. ქეთევან წამებულის/ბოჭორმის N 50/18, საქართველოს კომუნიკაციებს ეროვნული კომისიის ოფისში. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  სს „სილქნეტის“  მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „იმედი“, „მაესტრო“,“რუსთავი 2”, „Euronews“, “BBC”, “CNN”, “Bloomberg”, “DW”, “France 24”, “რაგბი ტვ”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”,  “Eurosport 2 HD”, „სილქ უნივერსალი“, „სილქ ჰოლივუდი“, „სილქ კინოკოლექცია“, „სილქ დოკუმენტური“, „სილქ კიდსი“, „National Geographic“, “Discovery”, “Охота и Рыбалка”, „Здаровое ТВ“, “Домашние животные”, “Animal Planet”, “Travel”, “Fine Living”, “Нано ТВ“ (шарм), „Mezzo“, “Music Box Gold”, “Шансон ТВ”, “Музыка Первого”, “Кухня ТВ”, „Усадьба“, “Юмор”, „2*2“, “TLC”, “CTC”, “Fox Lifr”, “TV 1000”, “Наше Любимое Кино”, “A media premium”, “Fox”, “HCT”,”Русский Иллюзион”,  „Родное Кино“, „Мир Сериала“, “Наука’’, “История”, “Моя планета”, „Зоопарк”, „Совершенно секретно“, “Живая планета”, “Viasat Explorer”, „Мужское Кино“, “РТР планета”, „Перец“, „Пятница“,  “TB 3”, „Настояшее Время“, “Еврокино”, „Cinema“, “Телекафе”, “Amedia 1”, “Bolliwood”, “Outdoor”, „პალიტრა ტვ“, „იბერია“, ”Spike”, “DTX”, „ქართული არხი“, “НТВ Киносемья”,“Дом Кино Премиум”, “Nat Geo Wild”, “365”, ”Иллюзион+”, „აფხაზეთის ხმა“, „Nick jn“, “Nickelodeon”, “Cartoon network”, “Gulli”, “Tiji”, “Boomerang”, “O!”, „Детский Мир“, „Малыш“, “Baby tv”, “ენკი ბენკი”, „არტარეა“, „Arirang“, “Paramount Channel”, “Paramount comedy”, „Сарафан“, “QHD”, “UA TV”, „ერთსულოვნება“, “Fashion One”, “24 Техно”, „Вопросы и Ответы“,  „Живи“, „Жара“, „КВН“, “Kiss”, „კავკასია“, “MCM”, “Magic”, “Kerrang”, “GMC”, “Ля Минор”, „TV 8 , „აჭარა“, „Психология“, „Кто есть Кто“, “AZ TV”, „ATV“, “Discovery SC”, “TV5”, “Travel+adventure”, „Драив“, „MUSIC Box ru“, “Ehglish club”, „Бобер“, „Носталгия“, „ტვ პირველი“, “Zee Tv”, “Поехали”, „პულსი“, „Music box geo“, “რიონი”, „ტელეარხი 25“, „თრიალეთი“, „ქვ. ქართლი“, „Мулт“, „საფერავი ტვ“, „ობიექტივი“, „ბასტი ბუბუ“ (BBB), “I სტერეო”, “PKTV”, “VIP TV”, „ვინილი“, „გურჯაანი“, „ხარისხის არხი“, „სტერეო +“, „ქართული ტვ“, „იმერვიზია“, „დია“, „სტარვიზია“, “O2”, “სდასუ”, „დარდიმანდი“, „ფუდ გეო ტვ“, „მოლი ტვ“, „TV24“, „ოდიში“, „გურია“, „ლილო ტვ“, “GDS”, “კომედი არხი”, „მარაო“ „ბათუმი ტვ“, „МИР“, МИР 24“, “C1”, „Box Hits“ (Smash hit).

სამსახურებრივი ბარათში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტს“ ა/წ 23 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია   შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „იმედი“, “GDS”, „კომედი არხი“, „მარაო“, ”Spike”. შესაბამისად, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  სს „სილქნეტის“  მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.     

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/3468-18; 23.07.2018) თანდართული დოკუმენტაციით გაეგზავნა სს ,,სილქნეტს“ (შეტყობინება N03/2407-18; 24.07.2018)  და ჩაბარდა 2018 წლის 24 ივლისს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 24 ივლისს კომისიაში შემოვიდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილობითი განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3501-18, 24.07.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ ვერ გაიზიარებენ სს „სილქნეტის“ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (03.07.2018, 2772/01) არ ითვალისწინებდა მოთხოვნას 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანზიტის შეწყვეტასთან დაკავშირებით ვებგვერდის და მობილური აპლიკაციის საშუალებებით.  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილში ერთმნიშვნელოვნად არის აღნიშნული  იმის შესახებ, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტოვებს უფლებას დააწესოს გარკვეული შეზღუდვები კონტენტის  ტრანზიტის განხორციელებისას  და ამგვარად შეზღუდვა ეხება ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების/რეპორტაჟების ტრანსლაციას.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილობითი განმარტებაში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3501-18, 24.07.2018) ასევე აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტს“ კიდევ ერთხელ მიმართა  (წერილი N2835/02, 06.07.2018) და კატეგორიულად  აუკრძალა აღნიშნული მატჩების ტრანზიტი ინტერნეტ პლატფორმაზე და  მობილური აპლიკაციის საშუალებით. თუმცა, კომპანიის მხრიდან ამ შემთხვევაშიც იგნორირებულ  იქნა მოთხოვნა. მსოფლიო ჩემპიონატის  ტრანზიტის აკრძალვის  შესახებ სსიპ „ საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მოთხოვნა არ მოდის წინააღმდეგობაში სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“  და სს „სილქნეტს“ შორის გაფორმებულ (01.02.2012. N13-5) ხელშეკრულებასთან. ხელშეკრულება და შესაბამისი შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა ამ ხელშეკრულებაში გაფორმებულია 2012 წელს და ამდენად, ამ დროისთვის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვერ განსაზღვრავდა ბუნებრივია იმ სამართლებრივ ურთიერთობებს, რაც დაკავშირებულია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან.გარდა ამისა, ხელშეკრულების არსი მდგომარეობს იმაში, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, როგორც „ლიცენზიარი“ ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებას სს „სილქნეტს“ თავისი კონტენტის ტრანზიტთან დაკავშირებით. გამოდინარე აქედან, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უფლებამოსილია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველო კანონის თანახმად, მიანიჭოს უფლება, რომელზეც მას, როგორც „ლიცენზიარს“ ექსკლუზიური უფლება გააჩნია. ასეთი შეზღუდვა ეხებოდა მხოლოდ კონკრეტულ კონტენტს - ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს და არა მთლიანად სამაუწყებლო არხს. როგორც წერილშია აღნიშნული, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „სილქნეტის“ მხრიდან დაღვეულ იქნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებები და კანონიერი ინტერესები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 24 ივლისს კომისიაში შემოვიდა სს „სილქნეტის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3502-18, 24.07.2018), რომლითაც წარმოდგენილია სამაუწყებლო არხ „spike“-ის მართლზომიერი ტრანზიტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე გამოცხადდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები კ.ყურაშვილი და ნ.ნიჟარაძე. ასევე გამოცხადდნენ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლები ე.მიხაილოვა და დ.ბერძენიშვილი.

კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ.ყურაშვილმა აღნიშნა, რომ საქმე ეხება 2 დარღვევას. პირველია მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა. კ.ყურაშვილმა აღნიშნა, რომ  სს „სილქნეტს“ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქვს გაფორმებული სრულყოფილი ხელშეკრულება, რომელშიც მოცემულია ყველა შესაძლო ტექნოლოგია, რომლითაც აქვს კომპანიას დროის რეალურ/არარეალურ რეჟიმში სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების საშუალება. სს „სილქნეტი“ მიიჩნევდა, რომ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ მიმართებაში მოქმედებდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში. კ.ყურაშვილმა აღნიშნა, რომ თუ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აქვს პრობლემა ასეთი მნიშვნელოვანი კონტენტის ღირებულებიდან გამომდინარე, სს „სილქნეტი“ მზადაა ხელშეკრულებაში შეიტანოს ცვლილებები, ან ყოველი ასეთი მნიშვნელოვანი ტელეპროდუქციის კონტენტის დაშვებამდე, გაფორმდეს დამატებითი შეთანხმება. არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უფლებას აძლევს სს „სილქნეტს“, მათ შორის OTT-ს, IP TV-ს და სხვადასხვა საშუალებით, მობილურ ტელეფონზე და ა.შ. გადასცეს მათი სამაუწყებლო პროდუქცია. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ საკუთარ თავზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა და აღნიშნულია, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებით იძლევა გარანტიას, რომ თუ სს „სილქნეტის“ მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული არხების გადაცემისას მესამე პირებთან წარმოიქმნება დავა, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“. ხელშეკრულების 9.4 პუნქტი განსაზღვრავს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის პროცედურას. კ.ყურაშვილს მიაჩნია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი, რომელიც კომისიის წერილის საფუძველი გახდა, იყო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა ცალმხრივად. 9,4. პუნქტში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. თუ ასეთი მოთხოვნა ექნება სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, სს „სილქნეტი“ მზადაა არა მთლიანად, არამედ კონკრეტულ პროგრამებთან მიმართებით, რომლებზეც შესაძლოა სალიცენზიო უფლება ვერ მოიპოვოს კონკრეტულ ტექნოლოგიებზე, ცვლილებები შეიტანოს. დღეს მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ხელშეკრულების ცალმხრივად შეცვლის უფლება არ ჰქონდა. კ.ყურაშვილის აღნიშნავს, რომ  ამავე ხელშეკრულების 9.5. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებაში ცვლილების ცალმხრივად შეტანა ბათილია შეტანისთანავე. მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო 2018 წლის 14 ივნისს. არც მანამდე და არც მას შემდეგ სს „სილქნეტს“ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“ არაფერი მიუღია. ამ საკითხზე პირველი წერილი მიიღეს ა/წ 4 ივლისს, რომელიც დართული იყო კომისიის წერილზე და რომელშიც ითხოვდა 2 პლატფორმაზე Geoblocking-ს, რათა უცხოეთში არ ყოფილიყო წვდომა აღნიშნულ კონტენტზე. სს „სილქნეტი“ საზღვარგარეთ ამ არხის ტრანსლირებას არ ახდენს, რის თაობაზეც განმარტება გამოგზავნილია როგორც კომისიაში, ისე მხარესთან. ა/წ 9 ივლისს, კომისიის წერილთან ერთად მიიღეს მეორე წერილი, რომელშიც, ჩემპიონატის დასრულებამდე 6 დღით ადრე, კატეგორიულად ითხოვდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლირების შეზღუდვას 2 პლატფორმის (Silk TV Go და ვებგვერდი) მეშვეობით.  მხარეთა შორის არის ხელშეკრულება, რომელშიც დეტალურად არის ყველაფერი გაწერილი და ეს არ არის სანებართვო წერილი. კ.ყურაშვილს მიაჩნია, რომ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ამ ძვირადღირებული კონტენტის შესყიდვიდან ტრანსლირებამდე პერიოდში ან მიმდინარეობისას მაინც უნდა მოეთხოვა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. სს „სილქნეტი“, სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით, დღესაც მზადაა გარკვეული კორექციისთვის.

კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა ე.მიხაილოვამ აღნიშნა, რომ სს „სილქნეტი“ და  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი" არიან მრავალი წლის პარტნიორები და მზად არიან ითანამშრომლონ სს „სილქნეტთან“. თუმცა, მათი მოთხოვნა იყო ნამდვილად შეზღუდული. ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე მენეჯმენტს შორის იყო ვერბალური კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა და სს „სილქნეტს“ მიეწოდა ინფორმაცია, რომ აიკრძალებოდა ვებ-პლატფორმაზე, ღია ეთერით ამ მატჩების გაშვება. ე.მიხაილოვამ აღნიშნა, რომ ამის შემდგომ გახდნენ იძულებული წერილობით მიემართათ კომპანიისთვის. ნამდვილად არ არის სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მოთხოვნა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. პირველ რიგში, არ მიაჩნიათ სწორად ყოველ ჯერზე ცვლილების შეტანა, გარდა ამისა, ხელშეკრულება სხვადასხვა პუნქტს მოიცავს, განმარტებულია აბონენტის ცნება, საკმაოდ ვიწროდ შემოსაზღვრულია ხელშეკრულების საგანი. მათი მოთხოვნა ეხებოდა მათი კონკრეტული კონტენტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.

კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე კ.ყურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ისე გაიგო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი, როგორც სხდომაზე აღნიშნა. კ.ყურაშვილის განმარტებით წერილი ვერ აღიქვა ისე, რომ მხოლოდ სს „სილქნეტის“ აბონენტებისთვის იყო და არა სხვა აბონენტებისთვის. ამ წერილის შინაარსიდან მიიჩნია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებულ პლატფორმებზე გარკვეული კონტენტის გავრცელება ცალმხრივად შეეზღუდა. ამიტომ ჩათვალა ცალმხრივად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანად. კ.ყურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ მისთვის ეს განმარტება ცნობილი არ იყო. მისთვის ახლა გახდა ნათელი, რა მოთხოვნა იყო.  შესაბამისად, კ.ყურაშვილმა დაამატა, რომ გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი ცვლილება შეიტანონ ასეთი სპეციფიკური კონტენტის გადაცემასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ მართლაც არ ჰქონდა ინფორმაცია, რა შეზღუდვაზე იყო საუბარი.

კ.ყურაშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ სს „სილქნეტის“ მიმართ, შედგა კიდევ ერთი შემოწმების აქტი  N62, რომლის თანახმადაც, კომისიაში არ წარმოუდგენია რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მან განმარტა, რომ კომპანიამ გადაამოწმა კომისიაში და ითხოვა ინფორმაცია, თუ რაიმე დოკუმენტი ჰქონდა წარმოსადგენი, ეცნობებინათ მისთვის. რადგანაც არ მიუღიათ საპასუხო წერილი, მიიჩნიეს, რომ ყველაფერი წესრიგში ქონდა კომპანიას. ერთადერთი არხი იყო ”Spike”, რომლის თაობაზეც ინფორმაცია წარმოადგინეს როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენაზე თარგმნილი და დარჩა 6 ქართული არხი, რომლებიც უნდა გავრცელდეს ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების საფუძველზე. სს „სილქნეტმა“ დღეს დაასრულა ხელშეკრულების შეთანხმება ერთ კომპანიასთან. ასევე მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები დანარჩენ კომპანიებთან.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კომისიას გადასცა მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით სს „სილქნეტის“ წერილობითი პოზიცია (N3375/05-8, 25.07.2018) თანდართული დოკუმენტაციით.

კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 2 აგვისტოს, 15 საათზე, რის თაობაზეც სხდომაზე დამსწრე პირები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაფრთხილდნენ.

კომისია აღნიშნავს, კომისიაში შემოვიდა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3582-18, 30.07.2018) სს „სილქნეტის“ წერილის ასლი, რომელიც გაეგზავნა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“. სს „სილქნეტის“ წერილში, რომლითაც მიმართა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აღნიშნულია, რომ 2018 წლის ფეხბურთის  მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების/რეპორტაჟების საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით გადაცემის თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე გაირკვა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და სს „სილქნეტს“ შორის  კომუნიკაციისას ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რაც გამოწვეული იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კორესპონდენციის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციით. სს „სილქნეტის“ წერილში აღნიშნულია, რომ კომპანია ღიაა ნებისმიერი მოლაპარაკებებისათვის და გამოთქვამს მზადყოფნას ოპერატიულად განიხილოს და გადაწყვიტოს ის საკითხი, რაც დაკავშირებულია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებისას კონკრეტული პროგრამის საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვით გადაცემასთან, იმგვარად, რომ  მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული  როგორც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ასევე სს „სილქნეტის“ ინტერესები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სს „სილქნეტი“ ითხოვს სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ აცნობოს მათვის სასურველი დრო და შეთანხმდნენ კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რათა განიხილონ ყველა აუცილებელი საკითხი და ამავე დროს ითხოვს, სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ აცნობოს კომისიას, რომ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ არ ექნება პრეტენზია სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე  კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციულიო წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 1 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3639-18, 01.08.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ 2018 წლის 30 ივლისს სს „სილქნეტმა“ მიმართა წერილობით, რითაც გამოთქვამს მზაობას, როგორც ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო  ჩემპიონატის ტრანსლაციასთან, ასევე ზოგადად სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებისას კონკრეტული პროგრამების საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით გამართოს შეხვედრა. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი და მუშაობა შესაბამისი შეთანხმების პროექტზე. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილში აღნიშნავს, რომ არ ითხოვს სს „სილქნეტის“ მიმართ კომისიის მხრიდან გამოყენებული იქნეს შესაბამისი სანქცია და ითხოვს შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება.

კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები კ.ყურაშვილი და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დ.ბერძენიშვილი.

კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ.ყურაშვილმა აღნიშნა, რომ წინა სხდომაზე იშუამდგომლეს საკითხის განხილვის გადადებაზე. ამ პერიოდში სს „სილქნეტის“ მხრიდან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თან ფასიანი ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა და მეორე მხარესთან გადაგზავნილია ხელმოსაწერად. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მხრიდან ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, კომისიას შეუძლია ეს პროცესი დასრულებულად ჩათვალოს. სს „სილქნეტი“ ამის შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს ვებგვერდზე და წარმოადგენს კომისიაშიც. რაც შეეხება შპს „ტელეიმედს“,  მიმდინარე მოლაპარაკებების დროს შეთანხმებული პუნქტები მაუწყებელმა შეცვალა ახალი რედაქციით. დღესაც აქვთ დაგეგმილი შეხვედრა „იმედის“ წარმომადგენლებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე კ.ყურაშვილმა დააყენა შუამდგომლობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ნაწილში კომისიამ შეწყვიტოს წარმოება და მეორე საკითხის განხილვა კომისიამ გადადოს ორი კვირით.

კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 16 აგვისტოს, 15 საათზე, რის შესახებაც კომპანიის წარმომადგენლები სხდომაზევე გაფრთხილდნენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელეიმედის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4037-18, 16.08.2018), რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება შპს „ტელეიმედსა“ და სს „სილქნეტს“ შორის მაუწყებლობის ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებას აწარმოებენ, როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ტექსტზე მუშაობის გზით. ხელშეკრულების უდიდესი ნაწილი მხარეთა შორის შეთანხმებულია. შესათანხმებელი რჩება ტექსტის მცირე ნაწილი, რომელიც შპს „ტელეიმედის“ ვარაუდით, უახლოეს დღეებში უნდა იქნას საბოლოოდ შეთანხმებული. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე შპს „ტელეიმედი“ ამ ეტაპზე სს „სილქნეტის“ მიმართ რაიმე სახის პასუხისმგებლობის დაკისრებით დაინტერესებული არ არის, იმისთვის, რომ ხელი არ შეეშალოს მხარეებს შორის არსებულ მოლაპარაკებებს, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მხარეთა კომერციულ ინტერესებზე, თუმცა ყოველგვარი ეჭვისა თუ ბუნდოვანების გამოსარიცხად, კომპანიას სურს ერთმნიშვნელოვნად დააფიქსიროს, რომ წინამდებარე გზავნილი არ უნდა იქნას აღქმული როგორც შპს „ტელეიმედის“ მიერ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის მოთხოვნა და ასევე არ უნდა იქნას სხვა მესამე პირების დისკრიმინაციისა თუ მათ მიმართ არათანაბარ მოპყრობის საფუძველი.

კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდნენ სს „სილქნეტის“  წარმომადგენლები კ.ყურაშვილი და ნ.ნიჟარაძე. კ.ყურაშვილმა სხდომაზე წარმოადგინა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თან გაფორმებული ხელშეკრულება შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „რუსთავი 2“, „კომედი არხი“ და „მარაო“. კ.ყურაშვილმა დააყენა შუამდგომლობა საკითხის განხილვის 2 კვირით გადადების თაობაზე. ამ პერიოდისთვის კომპანია უზრუნველყოფს დარჩენილ მაუწყებელთან ხელშეკრულების გაფორმებას.

შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა და სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 13 სექტემბერს, 15 საათზე, რის შესახებაც სს „სილქნეტი“ სხდომაზევე გაფრთხილდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა სს „სილქნეტის“  წერილი  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4509-18, 10.09.2018), რომლითაც წარმოდგენილ იქნა სს „სილქნეტსა“ და შპს „ტელეიმედს“, შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ შორის გაფორმებული ფასიანი ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულება.

კომისიის 2018 წლის 13 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კ.ყურაშვილი, რომელსაც დამატებითი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია.

 II.   კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/3331-18; 13.07.2018);
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 10 ივლისის N58 შემოწმების აქტი;
  3. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 11 ივლისის N60 შემოწმების აქტი;
  4. სს ,,სილქნეტის“ ა/წ 10 და 11 ივლისის შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერები (1 CD);
  5. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი Nშ-10/3389-18; 17.07.2018);
  6. სს ,,სილქნეტის“ მიერ 2018 წლის 14 და 15 ივლისს 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ვებ-გვერდზე silktv.ge რეტრანსლირების ამსახველი ვიდეოჩანაწერები (1 CD);
  7. ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) 2018 წლის პირველი ივნისის წერილი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით;
  8. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი კომისიას (Nშ-6/3174-18; 04.07.2018), რომელსაც ერთვის სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (N2772/02; 03.07.2018) სს ,,სილქნეტს“;
  9. კომისიის წერილი სს ,,სილქნეტს“ (N04/2258-18; 04.07.2018);
  10. კომისიის წერილი სს ,,სილქნეტს (N04/2282-18; 09.07.2018);
  11. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (N2835/02; 06.07.2018) სს ,,სილქნეტს“;
  12. სს ,,სილქნეტის“ წერილი კომისიას და სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3206-18; 05.07.2018);
  13. კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N374/18 გადაწყვეტილება ,,შპს ,,აი თი დი სისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“;
  14. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/3468-18; 23.07.2018);
  15. 2018 წლის 20 ივლისის სს ,,სილქნეტის“ შემოწმების აქტი N62;
  16. 2018 წლის 20 ივლისის სს ,,სილქნეტის“ შემოწმების ვიდეოჩანაწერი - 1 CD;
  17. სს ,,სილქნეტის“ წერილი (Nშ-6/3012-18; 25.06.2018);
  18. შპს ,,მედია რაითს ჯორჯიას“ 2018 წლის 7 თებერვლის წერილი Nშ-6/701-18;
  19. სს ,,სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  20. სს ,,სილქნეტის“ წერილი შპს ,,მედია რაითს ჯორჯიას“ (N189/05-8; 16.01.2018);
  21. მონაცემები სს ,,სილქნეტის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  22. სს „სილქნეტის“ წერილი სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და ასლი კომისიას (Nშ-6/3582-18, 30.07.2018);
  23. სსიპ  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის Nშ6/3639-18, 01.08.2018);
  24. სს „სილქნეტის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3502-18, 24.07.2018);
  25. სს „სილქნეტის“ წერილობითი პოზიცია (N3375/05-8, 25.07.2018) თანდართული დოკუმენტაციით წარმოდგენილი კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე;
  26. 2018 წლის 1 აგვისტოს სს „სილქნეტსა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თან გაფორმებული ხელშეკრულება N18-189 წარმოდგენილი კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე;
  27. სს „სილქნეტის“  წერილი  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4509-18, 10.09.2018), რომლითაც წარმოდგენილ იქნა სს „სილქნეტსა“ და შპს „ტელეიმედს“, შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ შორის გაფორმებული ფასიანი ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულება;
  28. სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  29. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. სს „სილქნეტი“ 2010 წლის 10 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;  ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;  A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;  ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;  ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.M.1ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:  CDMA; LTE; WIMAX; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება;  B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); CDMA; ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up);
  2. სს „სილქნეტს“ საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მაომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით, რომელიც სს ,,სილქნეტს“ ჩაბარდა 2013 წლის 16 იანვარს, სს ,,სილქნეტს“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით სს „სილქნეტს“ განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით სს „სილქნეტს“ ასევე ეცნობა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  4. 2012 წლის 1 თებერვალს დადებულ რეტრანსლირების შესახებ N13-5 სალიცენზიო ხელშეკრულებაში ცვლილება-დამატებების შეტანის შესახებ სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის 2012 წლის პირველ ოქტომბერს დადებული შეთანხმებით (12-107/1) სს ,,სილქნეტს“ მიეცა  სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სატელევზიო არხების  - ,,პირველი არხისა“ და ,,მეორე არხის“ რეტრანსლირების უფლება OTT ტექნოლოგიური პლატფორმით, რომლის საშუალებით, ამავე შეთანხმების მიხედვით, სატელევიზიო არხის სიგნალი მიეწოდება აბონენტს (STB-ზე, კომპიუტერზე, მობილურ ტელეფონზე და სხვა) ინტერნეტის მეშვეობით, ნებისმიერი ინტერნეტ პროვაიდერის საშუალებით;
  5. ფიფას მიერ ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მეშვეობით სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელს“ მიენიჭა 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლება სატელევიზიო არხებზე, ვებ-საიტებზე და მობილურ პლატფორმებზე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში;
  6. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის 3 ივლისის N2772/02 წერილით სს ,,სილქნეტს“ ეცნობა, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ფლობდა 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების, ინტერნეტ პლატფორმაზე და მობილური აპლიკაციების საშუალებით ჩვენების ექსკლუზიური უფლებას. ამავე წერილით სს ,,სილქნეტს“ ეცნობა, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტოვებს უფლებას დააწესოს გარკვეული შეზღუდვები აღნიშნული კონტენტის ტრანზიტის განხორციელებისას და რომ ამგვარი შეზღუდვა ეხება ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების/რეპორტაჟების (2018 წლის 14 ივნისიდან 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით) ტრანსლაციას. შესაბამისად, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ სს ,,სილქნეტს“ ეთხოვა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინება შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სატელევიზიო არხების ტრანზიტის განხორციელებისას;
  7. 2018 წლის 4 ივლისს კომისიამ წერილობით (N04/2258-18; 04.07.2018) აცნობა სს ,,სილქნეტს“ „სს ,,აი თი დი სისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ“ კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N374/18 გადაწყვეტილება და მოსთხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გათვალისწინება კომპანიის საქმიანობაში და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანზიტის სს ,,სილქნეტის“ ვებ-გვერდსა (silktv.ge) და მობილურ აპლიკაციაზე (SILK TV GO).
  8. სს ,,სილქნეტის“ 2018 წლის 5 ივლისის Nშ-6/3206-18 წერილით კომისიას ეცნობა, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის 3 ივლისის N2772/02 წერილი არ ითვალისწინებს 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანზიტის შეწყვეტის მოთხოვნას სს ,,სილქნეტის“ ვებგვერდისა (silktv.ge) და მობილურ აპლიკაციის (SILK TV GO) საშუალებებით სს ,,სილქნეტთან“ მიმართებით და ადასტურებს სს ,,სილქნეტის“ უფლებას განახორციელოს სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არხების ტრანზიტი აღნიშნული საშუალებებით. ამავე წერილით, სს ,,სილქნეტმა“ კომისიას აცნობა, რომ დააკმაყოფილა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის 3 ივლისის N2772/02 წერილში აღნიშნული მოთხოვნა 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე/რეპორტაჟებზე გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით წვდომის შეზღუდვის თაობაზე, ხოლო აღნიშნული სატელევიზიო არხებისა და მათში შემავალი კონტენტის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის უფლება სს ,,სილქნეტს“ მოპოვებული აქვს 2012 წლის პირველი თებერვლის სალიცენზიო ხელშეკრულებით;
  9. 2018 წლის 6 ივლისის N2835/02 წერილით სსიპ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სს ,,სილქნეტს“ განუმარტა, რომ კატეგორიულად უკრძალავდა მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების/რეპორტაჟების ტრანზიტს (რეტრანსლაციას) შემდეგი საშუალებებით: OTT, ვებ-გვერდი, მობილური აპლიკაცია, რადგან ფლობს ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების/რეპორტაჟების (2018 წლის 14 ივნისიდან 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების, ინტერნეტ პლატფორმაზე და მობილური აპლიკაციების საშუალებით ჩვენების ექსკლუზიური უფლებას. ამავე წერილით სს ,,სილქნეტს“ ეცნობა, რომ აკძალვა არ ეხება კოდირებული სიგნალით სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არხების ტრანზიტს სს ,,სილქნეტის“ აბონენტებისთვის.
  10. კომისიამ 2018 წლის 9 ივლისს წერილობით (N04/2282-18; 09.07.2018) მიმართა სს ,,სილქნეტს“ და მოსთხოვა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილში (N2835/02; 06.07.2018) მითითებული მოთხოვნის გათვალისწინება თავის საქმიანობაში და აცნობა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია ვალდებული იქნებოდა მის მიმართ გაეტარებინა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. აღნიშნული წერილ სს ,,სილქნეტს“ ჩაბარდა ა/წ 9 ივლისს.
  11. 2018 წლის 10 ივლისს, 23:43 საათზე, კომისიის ოფისში, მისამართზე: თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18 კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ი.მახარაძე, კ.ქორიძე) განხორციელდა სს „სილქნეტის“ საკუთრებაში არსებული  მობილური აპლიკაციის Silk TV Go-ს შემოწმება, პროგრამების აუდიოვიზუალური დათვალიერება-მოსმენითა და გადაცემის დროის დაფიქსირებით, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №58.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები ი.მახარაძე და კ.ქორიძე; შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ მობილურ აპლიკაციაზე ხდებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის არხის ტრანზიტი იმ პერიოდში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ხორციელდებოდა ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება.
  12. 2018 წლის 11 ივლისს, 22:37 საათზე, კომისიის ოფისში, მისამართზე: თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18 კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ი.მახარაძე, კ.ქორიძე) განხორციელდა სს „სილქნეტის“ კუთვნილი ვებ-გვერდის www.silktv.ge-ის  შემოწმება, პროგრამების აუდიოვიზუალური დათვალიერება-მოსმენითა და გადაცემის დროის დაფიქსირებით, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №60.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები ი.მახარაძე და კ.ქორიძე; შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ სს ,,სილქნეტი“ თავის კუთვნილ ვებ-გვერდზე  www.silktv.ge ახორციელებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის არხის ტრანზიტს იმ პერიოდში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ხორციელდებოდა ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება. 2018 წლის 14 და 15 ივლისს სს ,,სილქნეტმა“ კვლავ განახორციელა ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება.
  13. კომისიისა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილობითი მოთხოვნების მიუხედავად სს „სილქნეტის“ მიერ მობილური აპლიკაციის  Silk TV Go-სა და ვებ-გვერდის  www.silktv.ge მეშვეობით კვლავ ხორციელდებოდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უცვლელი სახით ტრანზიტი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ჩვენებით;
  14. 2018 წლის 30 ივლისს სს „სილქნეტმა“ წერილობით მიმართა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“. სს „სილქნეტის“ წერილში აღნიშნულია, რომ 2018 წლის ფეხბურთის  მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების/რეპორტაჟების საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით გადაცემის თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისიის 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე გაირკვა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და სს „სილქნეტს“ შორის  კომუნიკაციისას ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რაც გამოწვეული იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კორესპონდენციის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციით. სს „სილქნეტის“ წერილში აღნიშნულია, რომ კომპანია ღიაა ნებისმიერი მოლაპარაკებებისათვის და გამოთქვამს მზადყოფნას ოპერატიულად განიხილოს და გადაწყვიტოს ის საკითხი, რაც დაკავშირებულია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებისას კონკრეტული პროგრამის საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვით გადაცემასთან, იმგვარად, რომ  მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული  როგორც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ასევე სს „სილქნეტის“ ინტერესები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სს „სილქნეტი“ ითხოვს სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ აცნობოს მათვის სასურველი დრო და შეთანხმდნენ კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რათა განიხილონ ყველა აუცილებელი საკითხი და ამავე დროს ითხოვს, სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ აცნობოს კომისიას, რომ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ არ ექნება პრეტენზია სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე  კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციულიო წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით;
  15. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლმა“ წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3639-18, 01.08.2018) მიმართა კომისიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი და მუშაობა შესაბამისი შეთანხმების პროექტზე და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლი“ არ ითხოვს სს „სილქნეტის“ მიმართ კომისიის მხრიდან გამოყენებული იქნეს შესაბამისი სანქცია და ითხოვს შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება;
  16. სს ,,სილქნეტის“ 2018 წლის 16 იანვრის N189/05-8 წერილით შპს ,,მედია რაითს ჯორჯიას“ ეცნობა, რომ სს ,,სილქნეტი“ 2018 წლის 26 იანვრიდან წყვეტდა მასთან 2017 წლის 30 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას მაუწყებლობის ფასიან ტრანზიტის შესახებ;
  17. სს ,,სილქნეტის“ მიერ შპს ,,მედია რაითს ჯორჯიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ა/წ 26 იანვარს შეწყვეტიდან გამომდინარე, 2018 წლის 7 თებერვალს, შპს ,,მედია რაითს ჯორჯიამ“ წერილობით მოსთხოვა სს ,,სილქნეტს“ (კომისიაში რეგისტრაციის  Nშ-6/701/18; 027.02.2018) სამაუწყებლო არხების: ,,იმედი“ , ,,რუსთავი 2“-ის, ,,მაესტროს“, ,,GDS”, ,,კომედი“ და ,,მარაო“ ტრანზიტის და სს,,სილქნეტის“ აბონენტებისთვის მიწოდების შეწყვეტა;
  18. 2018 წლის 25 ივნისს, სს ,,სილქნეტმა“ აცნობა კომისიას, რომ დასრულების ეტაპზე იყო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თან, შპს ,,ტელეიმედთან“, შპს ,,სტუდია მაესტროსთან“ და შპს ,,ჯი დი ეს თი ვი“-სთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი სამაუწყებლო არხების - ,,იმედი“ , ,,რუსთავი 2“-ის, ,,მაესტროს“, ,,GDS”, ,,კომედი“ და ,,მარაო“ სს ,,სილქნეტის“ სატრანზიტო ქსელში ფასიანი რეტრანსლირების თაობაზე;
  19. 2018 წლის 20 ივლისს, 11:45 საათზე, კომისიის ოფისში,  მისამართზე: თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18 კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა ზ. კვირკველია. ი. ბაღაშვილი) მიერ განხორციელდა  სს „სილქნეტის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი  N62. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  სს „სილქნეტის“  მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „იმედი“, „მაესტრო“,“რუსთავი 2”, „Euronews“, “BBC”, “CNN”, “Bloomberg”, “DW”, “France 24”, “რაგბი ტვ”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”,  “Eurosport 2 HD”, „სილქ უნივერსალი“, „სილქ ჰოლივუდი“, „სილქ კინოკოლექცია“, „სილქ დოკუმენტური“, „სილქ კიდსი“, „National Geographic“, “Discovery”, “Охота и Рыбалка”, „Здаровое ТВ“, “Домашние животные”, “Animal Planet”, “Travel”, “Fine Living”, “Нано ТВ“ (шарм), „Mezzo“, “Music Box Gold”, “Шансон ТВ”, “Музыка Первого”, “Кухня ТВ”, „Усадьба“, “Юмор”, „2*2“, “TLC”, “CTC”, “Fox Lifr”, “TV 1000”, “Наше Любимое Кино”, “A media premium”, “Fox”, “HCT”,”Русский Иллюзион”,  „Родное Кино“, „Мир Сериала“, “Наука’’, “История”, “Моя планета”, „Зоопарк”, „Совершенно секретно“, “Живая планета”, “Viasat Explorer”, „Мужское Кино“, “РТР планета”, „Перец“, „Пятница“,  “TB 3”, „Настояшее Время“, “Еврокино”, „Cinema“, “Телекафе”, “Amedia 1”, “Bolliwood”, “Outdoor”, „პალიტრა ტვ“, „იბერია“, ”Spike”, “DTX”, „ქართული არხი“, “НТВ Киносемья”,“Дом Кино Премиум”, “Nat Geo Wild”, “365”, ”Иллюзион+”, „აფხაზეთის ხმა“, „Nick jn“, “Nickelodeon”, “Cartoon network”, “Gulli”, “Tiji”, “Boomerang”, “O!”, „Детский Мир“, „Малыш“, “Baby tv”, “ენკი ბენკი”, „არტარეა“, „Arirang“, “Paramount Channel”, “Paramount comedy”, „Сарафан“, “QHD”, “UA TV”, „ერთსულოვნება“, “Fashion One”, “24 Техно”, „Вопросы и Ответы“,  „Живи“, „Жара“, „КВН“, “Kiss”, „კავკასია“, “MCM”, “Magic”, “Kerrang”, “GMC”, “Ля Минор”, „TV 8 , „აჭარა“, „Психология“, „Кто есть Кто“, “AZ TV”, „ATV“, “Discovery SC”, “TV5”, “Travel+adventure”, „Драив“, „MUSIC Box ru“, “Ehglish club”, „Бобер“, „Носталгия“, „ტვ პირველი“, “Zee Tv”, “Поехали”, „პულსი“, „Music box geo“, “რიონი”, „ტელეარხი 25“, „თრიალეთი“, „ქვ. ქართლი“, „Мулт“, „საფერავი ტვ“, „ობიექტივი“, „ბასტი ბუბუ“ (BBB), “I სტერეო”, “PKTV”, “VIP TV”, „ვინილი“, „გურჯაანი“, „ხარისხის არხი“, „სტერეო +“, „ქართული ტვ“, „იმერვიზია“, „დია“, „სტარვიზია“, “O2”, “სდასუ”, „დარდიმანდი“, „ფუდ გეო ტვ“, „მოლი ტვ“, „TV24“, „ოდიში“, „გურია“, „ლილო ტვ“, “GDS”, “კომედი არხი”, „მარაო“ „ბათუმი ტვ“, „МИР“, МИР 24“, “C1”, „Box Hits“ (Smash hit).
  20. სს „სილქნეტს“ ა/წ 23 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ ქონდა წარმოდგენილი   შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „იმედი“, “GDS”, „კომედი არხი“, „მარაო“, ”Spike”.
  21. 2018 წლის 24 ივლისს, სს ,,სილქნეტმა“ სამაუწყებლო არხის ,,Spike“ მართლზომიერი ტრანზიტის დასადასტურებლად წარმოადგინა კომპანია ,,MTV Network Europe”-ის ინგლისურენოვანი სანებართვო წერილი, ხოლო ა/წ 2 აგვისტოს წაროადგინა წერილის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  22. 2018 წლის16 აგვისტოს მდგომარეობით სს „სილქნეტის“ მიერ წარმოადგენილ იქნა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თან გაფორმებული ხელშეკრულება შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „რუსთავი 2“, „კომედი არხი“ და „მარაო“;
  23. 2018 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილ იქნა სს „სილქნეტსა“ და შპს „ტელეიმედს“, შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ შორის გაფორმებული ფასიანი ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულება;
  24. გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის სს „სილქნეტის“ მიერ, 23 ივლისის მდგომარეობით არამართლზომიერად გადაცემული სამაუწყებლო არხების მართლზომიერი გადაცემის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნა სრულად.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად,მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
  11. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს,  ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;
  14. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი მხოლოდ ლიცენზიანტს აძლევს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს ნაწარმოები ხელშეკრულებით განსაზღვრული სახითა და ფარგლებში და მასვე ანიჭებს უფლებას, აკრძალოს ნაწარმოების ამგვარი გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის, ავტორის) მიერ.  ნაწარმოების სხვა პირთა მიერ გამოყენების აკრძალვის უფლება შეიძლება განახორციელოს ავტორმა, თუ ლიცენზიანტი არ აწარმოებს ამ უფლების დაცვას. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლმა“  წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3639-18, 01.08.2018) დაადასტურა, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“, როგორც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების ექსკლუზიური უფლების მფლობელს არ გააჩნია პრეტენზია სს ,,სილქნეტის“ მიმართ და ითხოვს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ სამაუწყებლო არხების “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „იმედი“, “GDS”, „კომედი არხი“, „მარაოს“ შესაბამისი ხელშეკრულებების და სანებართვო წერილების გარეშე უცვლელი სახით გადაცემით, ხოლო სამაუწყებლო არხ ”Spike”-ის აბონენტებისათვის შეთავაზებულ პაკეტში ჩასმამდე კომისიაში სანებართვო წერილის წარმოუდგენლობით, სს „სილქნეტის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)  ნებაყოფლობით, კერძოდ,  სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი, ასევე გაფორმებულ იქნა სამაუწყებლო არხების: “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „იმედი“, “GDS”, „კომედი არხი“, „მარაო“, ”Spike” ფასიანი ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულებები და კომპანიის მიერ  ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია  ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტს“ არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და სს „სილქნეტისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

V. სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ა:

  1. შეწყდეს სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ/შ ნ.ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს „სილქნეტსთვისს“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ/შ ნ.ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები