წვდომის მენიუ

შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ კერძო რადიომაუწყებლობის №B176 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის №122/1გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 545 / 2

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 18, 2018 11:13

მიღების თარიღი სექტემბერი 13, 2018

შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ კერძო რადიომაუწყებლობის №B176 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის №122/1გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა შპს „მომხმარებელთა საყურადღებომ“ (№შ-7/3579-18, 30.07.2018) და მოითხოვა კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება, კერძოდ: მაუწყებლობის ენებად დამატებით რუსულის და ინგლისურის განსაზღვრა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანია გეგმავს საინფორმაციო და გასართობი თემატიკის გადაცემების ინგლისურ და რუსულ ენაზე განთავსებას, რათა რადიო უფრო მეტად საინტერესო გახდეს როგორც ქ. თბილისში დროებით მყოფი ტურისტებისთვის ასევე ქ. თბილისის არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B176 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის №122/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 25 თებერვლამდე;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

თბილისი

92.3

FM

V

წრიული

1000

41°41'44.70"N 44°47'6.40"E

150

8

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს №472/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ კერძო რადიომაუწყებლობის №B176 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის №122/1გადაწყვეტილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 13 სექტემბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 13 სექტემბრის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“-ს  წარმომადგენელები აკაკი ლომიძე და ვარლამ ჭილაშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „მომხმარებელთა საყურადღებოს“ მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს კერძო რადიომაუწყებლობის №B176 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომის დასრულებისთანავე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ  ყ ვ ი ტ ა:

1. მოდიფიცირდეს შპს „მომხმარებელთა საყურადღებოს“ კერძო მაუწყებლობის №B176 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2016 წლის 4 მარტის №136/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მაუწყებლობის ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“

2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მომხმარებელთა საყურადღებოსთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მომხმარებელთა საყურადღებოსთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს „მომხმარებელთა საყურადღებოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები