წვდომის მენიუ

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2018 წლის 5 ივლისის N387/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 546 / 8

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2018 17:23

მიღების თარიღი სექტემბერი 20, 2018

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2018 წლის 5 ივლისის N387/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2018  წლის 5 ივლისის №387/8 გადაწყვეტილებით, 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა. აუქციონის  ჩატარების თარიღად 2018 წლის 21 აგვისტოს 12:00 საათი განისაზღვრა; ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ვადად 2018 წლის 6 აგვისტოს 17:00 საათი.

კომისიის 2018  წლის 2 აგვისტოს №459/19 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება კომისიის 2018 წლის 5 ივლისის №387/8 გადაწყვეტილებაში და აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 20 სექტემბერის 12:00 საათი; ხოლო  ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად 2018 წლის 6 სექტემბრის 17:00 საათი.

კომისიის 2018 წლის 5 ივლისის №387/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 24 182 193,00 (ოცდაოთხი მილიონ ას ოთხმოცდაორი ათას ას ოთხმოცდაცამეტი და 00) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 1 209 110,00 (ერთი მილიონ ორას ცხრა ათას ას ათი და 00) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება წარმოადგინა მხოლოდ შპს „ჯეოსელმა“ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის N7/4435-18, 06.09.18). კომპანიამ წარმოადგინა კომისიის 2018  წლის 5 ივლისის №387/8 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, კერძოდ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; წესდების ასლი; შპს „ჯეოსელის“ დამფუძნებლისა და 100%-იანი წილის მფლობელის სს „სილქნეტის“ გადაწყვეტილება, შპს „ჯეოსელისთვის“ აუქციონში მონაწილეობასა და ლიცენზიის აღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ; რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%–ის – 2,418,219.30 (ორი მილიონ ოთხასთვრამეტი ათას ორასცხრამეტი ლარი და 30) გადახდის დამადასტურებელი საბუთი; სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი; განცხადების თანახმად შპს „ჯეოსელს“ აუქციონზე წარმოადგენს გენერალური დირექტორი.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონი გაიმართა კომისიის 2018 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ჯეოსელის“ აბონენტთა მომსახურების მიმართულების დირექტორი ლევან ბუჩუკური. სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შპს „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორის დავით მამულაიშვილის მიერ გაცემული მინდობილობა ლევან ბუჩუკურისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. აღნიშნული მინდობილობით ლევან ბუჩუკური უფლებამოსილია  შპს „ჯეოსელის“ სახელით მონაწილეობა მიიღოს აუქციონში, მათ შორის მონაწილეობა მიიღოს წილისყრაში, დაასახელოს ბიჯი, უარი თქვას ბიჯის დასახელებაზე, სხდომაზე დააფიქსიროს რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდაზე (მათ შორის რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე) თანხმობა ან უარი, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადების შემთხვევაში სხდომაზე დააფიქსიროს თანხმობა ან უარი გამარჯვებულად გამოცხადებაზე. აუქციონის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და განახორციელოს ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენა.

კომისიის სააუქციონო სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონის დაწყებამდე შემოწმდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობა. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა  აუქციონში შპს „ჯეოსელის“ მონაწილეობის მიღების რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, ვინაიდან შპს „ჯეოსელი“ არ ფლობს რესურსს  800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში და ასევე კომისიის 2018  წლის 5 ივლისის №387/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ უქციონში არ დადგენილა რადიოსიხშირული რესურსის ის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც პირს შეუზღუდავდა მონაწილეობის უფლებას აღნიშნულ აუქციონში.

„რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-51 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

კომისიის სხდომაზე გამოცხადდა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური (24, 182 193. 00  ლარი) და აუქციონის ბიჯის ოდენობა (1 209 110,00 ლარი), რაც ჩაითვალა აუქციონის დასაწყისად. შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლევან ბუჩუკურმა აუქციონისთვის განსაზღვრული, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 25 391 303.00 (ოცდახუთი მილიონ სამასოთხმოცდათერთმეტი ათას სამასსამი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „ჯეოსელი“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის  2018  წლის 5 ივლისის №387/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ  აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 25 391 303.00 (ოცდახუთი მილიონ სამასოთხმოცდათერთმეტი ათას სამასსამი და 00)  ლარი.

2. უზრუნველყოს შპს „ჯეოსელმა“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 25, 391 303 (ოცდახუთი მილიონ სამასოთხმოცდათერთმეტი ათას სამასსამი და 00) ლარის 30%-ს - 7, 617 390.90 (შვიდი მილიონ ექვსასჩვიდმეტი ათას სამასოთხმოცდაათი და 90) ლარს გამოკლებული ბეს სახით  გადახდილი 2,418 219.30 (ორი მილიონ ოთხასთვრამეტი ათას ორასცხრამეტი და 30) ლარი ანუ  -5, 199 171.60 (ხუთი მილიონ ასოთხმოცდაცხრამეტი ათას ასსამოცდათერთმეტი ლარი და 60) ლარის  გადახდა ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს –17,773,912.10 (ჩვიდმეტი მილიონ შვიდასსამოცდაცამეტი ათას ცხრაასთორმეტი და 10) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;    

4. შპს „ჯეოსელი“ ვალდებულია  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 5, 199 171.60 (ხუთი მილიონ ასოთხმოცდაცხრამეტი ათას ასსამოცდათერთმეტი ლარი და 60) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 5, 199 171.60 ლარის,  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აშპს „ჯეოსელის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) შპს „ჯეოსელის“ მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის (2,418,219.30 ლარი) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) შპს „ჯეოსელისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი)

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები