წვდომის მენიუ

სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: 553 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2018 17:29

მიღების თარიღი სექტემბერი 20, 2018

სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს,  რომ სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალმა“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რ-ნის სასამართლოს მიერ 1996 წლის 26 ივლისს, რეგ. №2/8-24; ს.კ. №201955090) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/4060-18, 17.08.18) დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის ობიექტებს შორის რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შერჩეული რადიოსიხშირული წყვილი 12786 მჰც ± 1.75 მჰც  და 13052 მჰც ± 1.75 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 3.5 მჰც) გამოყენებულ უნდა იქნას მონაკვეთებზე: ახალი სამგორი (საქაჩი სადგური PS11) - რუსთავი; მუხრანი (PS13) - დუშეთი; დიდი ფლევი (PS15) - ქარელი; მანდაეთი (წნევის მარეგულირებელი სადგური PRS1) -კორბოული; ქვემო საქარა (PRS2) - თერჯოლა  და სუფსის ტერმინალი - ფოთი, მილსადენის ტექნიკურ   სადგურებს   შორის,   შიდაუწყებრივი   რადიოსარელეო   კავშირისთვის, მხოლოდ  სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური  დანიშნულებით  და  არ  უნდა  იქნას  გადაცემული  სხვა  პირზე.   

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი წინასწარ იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას.

კომისია აღნიშნავს, რომ 1996 წლის 8 მარტის საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული  ხელშეკრულება მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ, რომლის მე-5 მუხლის  5.1 და 5.3 პუნქტების შესაბამისად,  სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალი“, როგორც  საექსპორტო მილსადენის პროექტის კონტრაქტორი განთავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის  გადახდისაგან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საქართველოს მთავრობასთან 1996 წლის 8 მარტის გაფორმებული ხელშეკრულების  მე-5 მუხლის  5.1 და 5.3 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის,  „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ა:

1. მიენიჭოს სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 1867 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 12786 მჰც ± 1.75 მჰც და 13052 მჰც ± 1.75 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 3.5 მჰც), მონაკვეთებზე: ახალი სამგორი (საქაჩი სადგური PS11) - რუსთავი; მუხრანი (PS13) - დუშეთი; დიდი ფლევი (PS15) - ქარელი; მანდაეთი (წნევის მარეგულირებელი სადგური PRS1) - კორბოული; ქვემო საქარა (PRS2) - თერჯოლა  და სუფსის ტერმინალი - ფოთი, ერთი წლის ვადით - 2018 წლის 22 სექტემბრიდან 2019 წლის 22 სექტემბრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

4. დაევალოს სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში  სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი)  სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები