წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 5 ივლისის № 407 / 7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 556 / 19

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2018 17:34

მიღების თარიღი სექტემბერი 20, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 5 ივლისის  407 / 7 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ააიპ „პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების  საზოგადოების ფილიალმა საქართველოში“ (რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ 2003 წლის 28 ნოემბერს, რეგ №1077; ს.კ. №206093494) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/4075-18, 20.08.18) ქ.თბილისში მინიჭებული სიხშირეების სხვა მისამართზე (ქ. თბილისი, მე-3 მასივი, აეროდრომის დასახლება, ქ.13, №10) გამოყენებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018  წლის 5 ივლისის № 407/7  გადაწყვეტილებით ააიპ „პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ფილიალს საქართველოში“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1840  უფლება და მიენიჭა 76.150 მჰც ± 50 მჰც და 76.350 მჰც ± 50 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ოლიმპიური სასახლის შენობის შიგნით, ერთი წლის ვადით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი დასკვნის (№ შ-10/4496-18, 10.09.18) საფუძველზე შესაძლებელია  ააიპ „პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების  საზოგადოების ფილიალმა საქართველოში“ 76.150 მჰც ± 50 მჰც და 76.350 მჰც ± 50 მჰც სიხშირეების გამოყენება განახორციელოს სინქრონული თარგმანის სისტემით უზრუნველყოფისთვის ქ. თბილისში, მე-3 მასივი, აეროდრომის დასახლება, ქ.13, №10 და ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე (e.r.p.) არ უნდა აღემატებოდეს 0.5 ვტ-ს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2018  წლის 5 ივლისის 407/7  გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს ააიპ „პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების  საზოგადოების ფილიალს საქართველოში“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება F 1840 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 76.150 მჰც ± 50 მჰც და 76.350 მჰც ± 50 მჰც, სიხშირეების გამოყენება უნდა განხორციელდეს ღონისძიების მონაწილეთათვის სინქრონული თარგმანის სისტემით უზრუნველყოფისთვის ქ. თბილისში, ადმინისტრაციული შენობის შიგნით (მე-3 მასივი, აეროდრომის დასახლება, ქ.13, №10) და ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე (e.r.p.) არ უნდა აღემატებოდეს 0.5 ვტ-ს, 2018 წლის 20 ივლისიდან 2019 წლის 22 ივლისის ჩათვლით;“;

2. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ააიპ „პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების  საზოგადოების ფილიალისთვის საქართველოში“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ააიპ „პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების  საზოგადოების ფილიალისთვის საქართველოში“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები