წვდომის მენიუ

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: 557 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2018 17:35

მიღების თარიღი სექტემბერი 20, 2018

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/4413-18, 05.09.18) საქართველოს ტერიტორიაზე სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.        კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი  წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას წარმოდგენილი აქვს „შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სტატუსის შესახებ“, რომლის მე-16 მუხლის შესაბამისად, ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს სიხშირის სპექტრზე უსასყიდლო ხელმისაწვდომობას. აგრეთვე „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი  პუნქტის თანახმად (საქართველო შეერთებულია საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 13 მაისის დადგენილებით) „მააკრედიტებელი სახელმწიფო და წარმომადგენლობის მეთაური თავისუფლდებიან ყოველგვარი სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადებისაგან, წარმომადგენლობის საკუთარი თუ დაქირავებული ნაგებობებისათვის მოსაკრებლებისა თუ ბაჟისაგან, რომლებიც კონკრეტული სახეობის მომსახურების გადასახდელია“.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას.

შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის და „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სტატუსის შესახებ“ შეთანხმება მე-16 მუხლის შესაბამისად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განთავისუფლებული უნდა იქნას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის,  მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ა:

1. მიენიჭოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება №F1880 და მიენიჭოს რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ერთი წლის ვადით - 2018 წლის 20 სექტემბრიდან 2019 წლის 20 სექტემბრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

4. დაევალოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

7. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

   დანართი 

სიხშირე

გეოგრაფიული ზონა

 

ზოლის სიგანე  (კჰც)

 

1

151.175 მჰც, 157.175 მჰც, 150.075 მჰც, 155.675 მჰც, 162.300 მჰც, 167.700 მჰც,

150.150 მჰც, 156.450 მჰც

 

ქ. თბილისი

 

25

 

2

150.175 მჰც, 156.875 მჰც, 150.125  მჰც, 155.125 მჰც

 

ქ. გორი

 

25

 

 

3

442.200 მჰც, 150.150 მჰც,

156.450 მჰც

 

ქ. საჩხერე

 

25

 

4

 

152.775 მჰც, 154.650 მჰც

 

საქართველოს ტერიტორია

 

 

25

 

 

5

152.575 მჰც, 158.675 მჰც, 152.375 მჰც, 158.875 მჰც, 151.600 მჰც, 157.800 მჰც

იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, გურიის რეგიონები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

 

25

 

6

 

 

 

4.415 მჰც ±  50კჰც,

4.990 მჰც ±  50კჰც,

5.390 მჰც  ±  50კჰც,

5.995 მჰც ±   50კჰც,

6.300 მჰც  ± 50კჰც,

 7.390 მჰც  ±  50კჰც,

  3.300  მჰც  ±  50კჰც,

 3.850 მჰც  ±   50კჰც,

9.090მჰც  ±  50კჰც,

10.150მჰც  ±  50კჰც,

 

 

 

 

საქართველოს ტერიტორია

 

 

 

 

100

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები