შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2018 15:40
მიღების თარიღი სექტემბერი 27, 2018
შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3817-18; 09.08.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „ტვ სარფის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3817-18, 09.08.2018) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2018 წლის 6 აგვისტოს განხორციელდა შპს „ტვ სარფის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, შპს „ტვ სარფის“ აბონენტთან; შედგა შემოწმების აქტი N66. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ტვ სარფი“ საკუთარი ქსელით ახდენს რიგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტს. კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, შპს „ტვ სარფს“ კომისიაში არ წარმოუდგენია არცერთი სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 13 სექტემბერი. შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ შპს „ტვ სარფს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; შეტყობინებით შპს „ტვ სარფს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2018 წლის 13 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელი, თუმცა კომპანიამ კომისიის წინაშე წერილობით (12.09.2018 შ-6/4609-18) იშუამდგომლა 20 კალენარული დღით საკითხის გადადების თაობაზე, იმ მიზეზით, რომ კომპანია არის ახალი სუბიექტი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და სჭირდება დრო სამაუწყებლო არხებთან ხელშეკრულებების გასაფორმებლად. კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს „ტვ სარფის“ შუამდგომლობა და საკითხის განხილვა გადაიდო 2018 წლის 20 სექტემბრისთვის.
2018 წლის 20 სექტემბერს კომისიაში გამოცხადდა შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელი ლ.გახარია, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „ტვ სარფმა“ გააფორმა ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების ნაწილთან და ითხოვა დამატებითი ვადა დოკუმენტაციის კომისიაში წარმოსადგენად. კომისიის სხდომა გადაიდო 2018 წლის 27 სექტემბრისთვის.
შპს „ტვ სარფმა“ 2018 წლის 26 და 27 სექტემბერს კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხების ტრანზიტის უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები (26.09.18 Nშ-6/4913-18; 27.09.19 Nშ-6/4915-18; 27.09.18 Nშ-6/4918), რომელთა შესწავლის შედეგად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (27.09.18 Nშ-10/4916-18; 27.09.18 Nშ-10/4919-18) შესაბამისად, შპს „ტვ სარფს“ 2018 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი ტრანზიტის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „GDS“, “Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „მაესტრო“, „სტარვიზია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “Euronews”, „BBC“, “CNN”, “Дождь”,“Russia today”, „სილქ უნივერსალი“, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, „Бокс ТВ“, „Футбол 1“, „НТВ кинохит“, „Мужское Кино“, „НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ Киномикс“, „Киносерия“,“Наше Новое Кино”, “Кинокомедия”, “Индийское Кино“, „TLC“, “CBS realty”, “ID Extra”, „Кухня“, “Авто+”, „Food Geo“, „მარაო“, “კომედი არხი”, “Cartoon network”, “Jim Jam”,”Boomerang”, “Ля Минор”, „Bridge TV“, „Mezzo“, “МузТВ”, “Жара”, “Discovery”, “Discovery Science”, “DTX”, “365“.
2018 წლის 27 სექტემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენელი ლ.გახარია, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია კვლავ ხელშეკრულებების გაფორმების ეტაპზეა და უახლოეს მომავალში კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი იქნება ტრანზიტის უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, შპს „ტვ სარფის“ მიერ აბონენტებისთვის გადაცემულ სამაუწყებლო არხებზე.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (№შ-10/3817-18; 09.08.2018; 27.09.18 Nშ-10/4916-18; 27.09.18 Nშ-10/4919-18) ;
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 6 აგვისტოს შემოწმების აქტი N66;
- შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;
- შპს „ტვ სარფისთვის“ აბონენტის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
- შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
- შპს „ტვ სარფის“ წერილი (12.09.2018 Nშ-6/4609-18);
- შპს „ტვ სარფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების ტრანზიტის უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები (26.09.18 Nშ-6/4913-18; 27.09.19 Nშ-6/4915-18; 27.09.18 Nშ-6/4918);
- შპს „ტვ სარფის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- შპს „ტვ სარფის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს ,,ტვ სარფი“ არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 17/05/2017; ავტორიზებული საქმიანობის სახე: B.F.4.1 მაუწყებლობის ტრანზიტი;
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (ზ. კვირკველია, ი. ბაღაშვილი) მიერ 2018 წლის 6 აგვისტოს, 14:45 საათზე, განხორციელდა შპს „ტვ სარფის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, შპს „ტვ სარფის“ აბონენტთან ხ.წ.-თან, მისამართზე: ქ. თბილისი, ნუცუბიძის მე-3 მკრ., მე-3 კვ., ბ 7. შემოწმებასთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N66, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ზ. კვირკველია, ი. ბაღაშვილი და აბონენტი ხ.წ.;
- შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს, შპს ,,ტვ სარფი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „GDS“, „ტვ პირველი“, “Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „პალიტრა ტვ“, „მაესტრო“, „კავკასია“, „იბერია“, “ობიექტივი”, „სტარვიზია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აჭარა“, „პულსი“, „ერთსულოვნება“, „ქართული არხი“, „არტარეა“, “Euronews”, „BBC“, “CNN”, “DW”, “France 24”, „Настояшее Время“, “Дождь”,“Russia today”, “ОРТ”, “РТР планета”,“НТВ МИР”, “РЕН ТВ”, „TВЦ“, “TV3” ,“UA TV”, “C1”, “itv”, „სილქ უნივერსალი“, „რაგბი ტვ“, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, „Бокс ТВ“, “Авто 24”, „Футбол 1“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “Amedia 1”, “Amedia2”,“Sony entertainment”, “Sony turbo”, „НТВ кинохит“, „Мужское Кино“, „НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ Киномикс“, „Cinema“ (парк развлечений), „Киносерия“,“Наше Новое Кино”, “Еврокино”,“XXI”,“Русский иллюзион”, “Феникс кино”, “Кинокомедия”, “НСТ”, „Индийское Кино“, “Zee TV”, „ТНТ Комеди“, „ТНТ 4“, „СТС“, „Пятница“, „Перец“, „TLC“, “CBS realty”, “ID Extra”, “Усадьба”, „Кухня“, “Охота и Рыбалка”, “Оружие”, “Сарафан”, “Food network”, “Fine living”, „Fashion one“, „Драйв“, “Авто+”, „Ретро“, „ЦТВ“, „Food Geo“, „ხარისხის არხი“, „მარაო“, “კომედი არხი”, “Cartoon network”, “Jim Jam”,”Boomerang”, “Da vinchi”,„Мульт“, „ბასტი ბუბუ“, „ენკი-ბენკი“, “Ля Минор”, „Bridge TV“, „Mezzo“, “МузТВ”, “RU TV”(music one), “Жара”, „ვინილი“, “Discovery”, “Discovery Science”, “DTX”, “Explorer”, “History”,“Nature”, ”Animal Planet”, „Психология“, “English club”, “Домашние животные”, “Зоопарк”, „Доктор“ (24 Док), “24 Техно”, „Здаровое ТВ“, “365”, „საფერავი ტვ“;
- 2018 წლის 6 აგვისტოს განხორციელებული შემოწმების სისწორე დასტურდება 2018 წლის 6 აგვისტოს №66 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
- წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის შპს ,,ტვ სარფს“ კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „GDS“, “Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „მაესტრო“, „სტარვიზია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “Euronews”, „BBC“, “CNN”, “Дождь”,“Russia today”, „სილქ უნივერსალი“, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, „Бокс ТВ“, „Футбол 1“, „НТВ кинохит“, „Мужское Кино“, „НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ Киномикс“, „Киносерия“,“Наше Новое Кино”, “Кинокомедия”, “Индийское Кино“, „TLC“, “CBS realty”, “ID Extra”, „Кухня“, “Авто+”, „Food Geo“, „მარაო“, “კომედი არხი”, “Cartoon network”, “Jim Jam”,”Boomerang”, “Ля Минор”, „Bridge TV“, „Mezzo“, “МузТВ”, “Жара”, “Discovery”, “Discovery Science”, “DTX”, “365”.
- შპს „ტვ სარფს“ ანალოგიური დარღვევისთვის არასოდეს დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს:
ა) გადაცემის ჩაწერა
ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა
შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;
დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;
ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.
ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;
ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
11 . „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
12. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.;
15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „GDS“, „ტვ პირველი“, “Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „პალიტრა ტვ“, „მაესტრო“, „კავკასია“, „იბერია“, “ობიექტივი”, „სტარვიზია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აჭარა“, „პულსი“, „ერთსულოვნება“, „ქართული არხი“, „არტარეა“, “Euronews”, „BBC“, “CNN”, “DW”, “France 24”, „Настояшее Время“, “Дождь”,“Russia today”, “ОРТ”, “РТР планета”,“НТВ МИР”, “РЕН ТВ”, „TВЦ“, “TV3” ,“UA TV”, “C1”, “itv”, „სილქ უნივერსალი“, „რაგბი ტვ“, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, „Бокс ТВ“, “Авто 24”, „Футбол 1“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “Amedia 1”, “Amedia2”,“Sony entertainment”, “Sony turbo”, „НТВ кинохит“, „Мужское Кино“, „НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ Киномикс“, „Cinema“ (парк развлечений), „Киносерия“,“Наше Новое Кино”, “Еврокино”,“XXI”,“Русский иллюзион”, “Феникс кино”, “Кинокомедия”, “НСТ”, „Индийское Кино“, “Zee TV”, „ТНТ Комеди“, „ТНТ 4“, „СТС“, „Пятница“, „Перец“, „TLC“, “CBS realty”, “ID Extra”, “Усадьба”, „Кухня“, “Охота и Рыбалка”, “Оружие”, “Сарафан”, “Food network”, “Fine living”, „Fashion one“, „Драйв“, “Авто+”, „Ретро“, „ЦТВ“, „Food Geo“, „ხარისხის არხი“, „მარაო“, “კომედი არხი”, “Cartoon network”, “Jim Jam”,”Boomerang”, “Da vinchi”,„Мульт“, „ბასტი ბუბუ“, „ენკი-ბენკი“, “Ля Минор”, „Bridge TV“, „Mezzo“, “МузТВ”, “RU TV”(music one), “Жара”, „ვინილი“, “Discovery”, “Discovery Science”, “DTX”, “Explorer”, “History”,“Nature”, ”Animal Planet”, „Психология“, “English club”, “Домашние животные”, “Зоопарк”, „Доктор“ (24 Док), “24 Техно”, „Здаровое ТВ“, “365”, „საფერავი ტვ“, შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „ტვ სარფის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „ტვ სარფს“ ანალოგიური დარღვევისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ტვ სარფს“ უნდა დაეკისროს გაფრთხილება.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ტვ სარფს“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „GDS“, “Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „მაესტრო“, „სტარვიზია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “Euronews”, „BBC“, “CNN”, “Дождь”,“Russia today”, „სილქ უნივერსალი“, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, „Бокс ТВ“, „Футбол 1“, „НТВ кинохит“, „Мужское Кино“, „НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ Киномикс“, „Киносерия“,“Наше Новое Кино”, “Кинокомедия”, “Индийское Кино“, „TLC“, “CBS realty”, “ID Extra”, „Кухня“, “Авто+”, „Food Geo“, „მარაო“, “კომედი არხი”, “Cartoon network”, “Jim Jam”,”Boomerang”, “Ля Минор”, „Bridge TV“, „Mezzo“, “МузТВ”, “Жара”, “Discovery”, “Discovery Science”, “DTX”, “365” არამართლზომიერი ტრანზიტი.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ტვ სარფს“ დაეკისროს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „ტვ სარფმა“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „GDS“, “Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „მაესტრო“, „სტარვიზია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “Euronews”, „BBC“, “CNN”, “Дождь”,“Russia today”, „სილქ უნივერსალი“, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, „Бокс ТВ“, „Футбол 1“, „НТВ кинохит“, „Мужское Кино“, „НТВ Киносемья”, “НТВ Киносвидания”, „НТВ Киномикс“, „Киносерия“,“Наше Новое Кино”, “Кинокомедия”, “Индийское Кино“, „TLC“, “CBS realty”, “ID Extra”, „Кухня“, “Авто+”, „Food Geo“, „მარაო“, “კომედი არხი”, “Cartoon network”, “Jim Jam”,”Boomerang”, “Ля Минор”, „Bridge TV“, „Mezzo“, “МузТВ”, “Жара”, “Discovery”, “Discovery Science”, “DTX”, “365” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტვ სარფისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „ტვ სარფის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტვ სარფისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ტვ სარფისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.დევდარიანი);
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე
|
