წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

ნომერი: 564 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2018 15:57

მიღების თარიღი სექტემბერი 27, 2018

 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება  და დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროექტების ფარგლებში, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასევე, სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტებთან ერთად ჩატარებული ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა რიგი ელექტრონული ფორმების  წარმოდგენის ოპტიმიზაციის შესაძლებლობა, ასევე  ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა ახალი ელექტრონული ფორმის  შექმნის საჭიროება, აღნიშნულის საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ შესაბამის ფორმებში უნდა განხორციელდეს რამდენიმე ცვლილება, კერძოდ:

1.  ელექტრონული ანგარიშგების ფორმა  5.12-ში დაემატოს შესაბამისი მაგისტრალის მონაკვეთის განმსაზღვრელი ველი, რათა მოხდეს ფორმების 5.11 და 5.12-ის ერთმანეთთან დაკავშირება;

2. ფორმა 5.11-ის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხები (მაგისტრალური).

ივსება კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა“;

3.   დანართ 1-ში დაემატოს ანგარიშგების  ფორმა 8.22.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის  და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ ელექტრონული კომუნიკაციებისა და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართულ ფორმებში და  დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
  2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  2018 წლის 1 ოქტომბრიდან.
  3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილს).

 

   კომისიის თავმჯდომარე                                                                    კახი ბექაური    

    კომისიის წევრი                                                                                   ელისო ასანიძე

    კომისიის წევრი                                                                                   ვახტანგ აბაშიძე

    კომისიის წევრი                                                                                   გიორგი ფრუიძე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები