შპს „ჩვენი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B198 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №470/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს №473/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის და კერძო მაუწყებლობის №B196 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2018 11:51
მიღების თარიღი სექტემბერი 27, 2018
შპს „ჩვენი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B198 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №470/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს №473/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის და კერძო მაუწყებლობის №B196 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ჩვენი რადიოს“ სახელზე კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 და №470/1 გადაწყვეტილებებით გაიცა კერძო მაუწყებლობის №B198 და №B196 ლიცენზიები შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
1. №B196 ლიცენზია:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, ინგლისური, რუსული;
ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 13 ივლისის ჩათვლით;
ვ) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
ზ.ა) გადამცემის და ანტენის განლაგების ადგილი - ქ. ზუგდიდი, საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძა;
ზ.ბ) ანტენის განლაგების გეოგრაფიული კოორდინატები - 420 30’ 07’’ N; 410 53’ 08’’ E;
ზ.გ) ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) - 30 ± 5 მ;
ზ.დ) ანტენის მაქსიმალური გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) - 8.0 დბ;
ზ.ე) პოლარიზაცის სიბრტყე V/H – V;
ზ.ვ) გასხივების დიაგრამა ჰორიზონტალურ სიბრტყეში - წრიული;
ზ.ზ) სიხშირე (მჰც) - 99,1 მჰც;
ზ.თ) მოდულაციის სახეობა - FM (სიხშირული);
ზ.ი) დაკავებული ზოლის სიგანე (კჰც) - 300 კჰც;
ზ.კ) გადამცემის სიმძლავრე ( ვტ) - 500 ვტ.
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
2. №B198 ლიცენზია:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, ინგლისური, რუსული;
ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 13 ივლისის ჩათვლით;
ვ) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
ზ.ა) გადამცემის და ანტენის განლაგების ადგილი - ქ. ქუთაისი, საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძა;
ზ.ბ) ანტენის განლაგების გეოგრაფიული კოორდინატები - 420 16’ 49’’ N; 420 44’ 10’’ E;
ზ.გ) ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) - 75 ± 10 მ;
ზ.დ) ანტენის მაქსიმალური გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) - 6.5 დბ;
ზ.ე) პოლარიზაცის სიბრტყე V/H – V;
ზ.ვ) გასხივების დიაგრამა ჰორიზონტალურ სიბრტყეში - წრიული;
ზ.ზ) სიხშირე (მჰც) - 93,9 მჰც;
ზ.თ) მოდულაციის სახეობა - FM (სიხშირული);
ზ.ი) დაკავებული ზოლის სიგანე (კჰც) - 300 კჰც;
ზ.კ) გადამცემის სიმძლავრე ( ვტ) - 500 ვტ.
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჩვენ რადიოს“ კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 და №470/1 გადაწყვეტილებების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა უნდა დაეწყო ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში - 2018 წლის 13 ივლისამდე. კომისიის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის პირველი აგვისტოს სამასახურებრივი ბარათის თანახმად შპს „ჩვენი რადიოს“ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების მიზნით 2018 წლის 25 ივლისიდან პირველი აგვისტოს პერიოდში ჩატარებულ იქნა მონიტორინგი რა დროსაც კერძო მაუწყებლობის №B198 და №B196 ლიცენზიებით გათვალისწინებულ სიხშირეებზე (ქ. ქუთაისი 93,9 მჰც; ქ. ზუგდიდი - 99,1 მჰც) რადიოსადგურების ფუნქციონირება არ დაფიქსირებულა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს №473/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჩვენი რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B198 და №B196 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 და №470/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 13 სექტემბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისიის 2018 წლის 13 სექტემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჩვენი რადიოს“ წარმომადგენელი. თუმცა გადაწყვეტილება შპს „ჩვენი რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B198 და №B196 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 და №470/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, ასევე შეტყობინება ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე ჩაბარდა 2018 წლის 20 აგვისტოს და 11 სექტემბერს.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა რომ 2018 წლის 13 სექტემბერს კომისიას წერილობით მიმართა შპს „ჩვენმა რადიომ“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4614-18) და აცნობა, რომ ქ. ქუთაისში კომპანიამ დაიწყო მაუწყებლობა სიხშირეზე 93,9. კომისიის აპარატის მონიტორინგის ჯგუფის მიერ გადამოწმდა აღნიშნული ფაქტი და დადგინდა, რომ რადიომაუწყებლობა დაწყებულია და ეთერში გადის მუსიკა. სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე - 2018 წლის 27 სექტემბერი 15:00 საათი.
კომისიის 2018 წლის 27 სექტემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჩვენი რადიოს“ წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ 2018 წლის 19 სექტემბერს კომისიას წერილობით მიმართა შპს „ჩვენმა რადიომ“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4614-18) და აცნობა, რომ საერთო მაუწყებლობას ახორციელებს ქ. თბილისში, ქ. ბათუმში და ქ. ქუთაისში ერთი და იგივე სამაუწყებლო ბადით და კონცეფციით, ბრენდული სახელწოდებით „კომერსანტი“. კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა (მ. აროშიძე) აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. მარიკა აროშიძემ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას კომისიაში წარმოადგენილი აქვს ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადე და ის ნამდვილად აწარმოებს საერთო მაუწყებლობას. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ შპს „ჩვენ რადიოს“ ქ. ზუგდიდში კერძო რადიომაუწყებლობის №B196 ლიცენზიით გათვალისწინებულ სიხშირეზე (99,1 მჰც) მაუწყებლობა არ დაუწყია.
2018 წლის 27 სექტემბრის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა კერძო მაუწყებლობის №B198 და №B196 ლიცენზიების გაუქმების თაობაზე და მიიჩნია, რომ კერძო მაუწყებლობის №B196 ლიცენზიის შემთხვევაში სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუწყებლობის გამო ლიცენზიის გაუქმება. ხოლო კერძო მაუწყებლობის №B198 ლიცენზიასთან მიმართებაში მიზანშეწონილად მიიჩნია ლიცენზიის გაუქმების თაობაზე კომისიის 2018 წლის 9 აგვისტოს №473/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჩვენი რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B198 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №470/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
2. გაუქმდეს შპს „ჩვენი რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B196 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №469/1 გადაწყვეტილება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჩვენი რადიოსთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-5 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე
|
|
|
|
|
