საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2018 12:42
მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2018
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა კომისიას მიმართა განცხადებით (№1/48-564-ს,24.08.18) მოთხოვნილი გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ წერტილებში განლაგებული სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსაკომუნიკაციო ქსელის სადგურების ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის, რადიოსიხშირეების მინიჭების საჭიროების შესახებ.
მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად შერჩეულ იქნა რადიოსიხშირეები, რაც კომისიამ, შეთანხმების მიზნით საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 2018 წლის 11 სექტემბერს აცნობა წერილით №13-ს.
თანხმობა, შერჩეული რადიოსიხშირეების მინიჭებაზე და გამოყენებაზე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, კომისიას, აცნობა წერილობით (№1/59-664-ს,21.09.18) .
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსაკომუნიკაციო ქსელის სადგურების ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის, რადიოსიხშირეები ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, ერთი წლის ვადით;
2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3. სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
4. აღირიცხოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვი მინიჭებული
სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ჩაბარებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს (თ.ძაგნიძე).
კომისიის წევრი ე.ასანიძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი მ.ქათამაძე
