შპს „სამაუწყებლო სახლის“კერძო მაუწყებლობის №B144, №B160 და №B161 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014 წლის 20 მარტის №154/1 და 2014 წლის 20 მარტის №153/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2018 11:55
მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2018
შპს „სამაუწყებლო სახლის“კერძო მაუწყებლობის №B144, №B160 და №B161 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014 წლის 20 მარტის №154/1 და 2014 წლის 20 მარტის №153/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 5 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელი კომპანიების სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგი. აღნიშნული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს „სამაუწყებლო სახლი“ წარმოადგენდა ერთ-ერთი კომპანიას რომელიც არ ახორციელებდა რადიომაუწყებლობას მის მფლობელობაში არსებული ლიცენზიებით გათვალისწინებული პირობებით. კერძოდ კომპანია არ მაუწყებლობდა ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში და ქ. ახმეტაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო სახლი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B144, №B160 და №B161 ლიცენზიებს კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014 წლის 20 მარტის №154/1 და 2014 წლის 20 მარტის №153/1 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
1. №B144 ლიცენზია:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური) მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 15 მაისამდე;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. ახმეტა |
103.1 |
FM |
V |
წრიული |
750 |
42°4'12"N 45°24'18"E |
20 |
5 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
2. №B160 ლიცენზია:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 20 მარტამდე;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. ქუთაისი სატელევიზიო ანძა |
98.1 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
42°16'49"N 42°44'11"E |
70 |
6 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
3. №B161 ლიცენზია:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 20 მარტამდე;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. ბათუმი სატელევიზიო ანძა |
90.1 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°41'37"N 41°42'55"E |
35 |
6 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო სახლს“ 2017 წლის აგვისტოში გაეგზავნა წერილები (კომისიაში რეგისტრაციის N16/2619-17, 01.08.17 და N16/2784-17, 17.08.17) და ეთხოვა წარმოედგინა ინფორმაცია რადიოსამაუწყებლო გადამცემისა და ანტენის განთავსების ადგილის, ანძის მფლობელის და გეოგრაფიული კოორდინატების თაობაზე, ასევე უნდა წარმოედგინა ინფორმაცია რადიოსადგურების გათიშვის მიზეზის და ფუნქციონირების განახლების თარიღის შესახებ. წარმოდგენილი წერილების (კომისიაში რეგისტრაციის N6/5863-17, 07.08.17 და N6/6226-17, 21.08.17) თანახმად კომპანიას რადიოსამაუწყებლო გადამცემები განთავსებული ჰქონდა ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში და ქ. ახმეტაში მდებარე შპს „ჯეოსელის“ ანძებზე. შპს „ჯეოსელისგან“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გადამცემები მათ კუთვნილ საანძო მოწყობილობებზე განთავსებული იყო სატესტო რეჟიმში და 2017 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით იმყოფებოდა გათიშულ მდგომარეობაში. 2017 წლის 10 ნოემბერს შპს „სამაუწყებლო სახლმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილი, რომლის თანახმად მაუწყებლობის განახლება იგეგმებოდა 2017 წლის 15-20 დეკემბრის პერიოდში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელი კომპანიების სალიცენზიო პირობების შესრულების განმეორებითი მონიტორინგი ჩატარდა 2018 წლის 17 აპრილიდან 22 ივნისის ჩათვლით პერიოდში. აღნიშნული მონიტორინგის დროსაც შპს „სამაუწყებლო სახლის“ რადიომაუწყებლობა ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში და ქ. ახმეტაში არ დაფიქსირებულა. კომპანიას განმეორებით გაეგზავნა წერილი ((კომისიაში რეგისტრაციის N16/1666-18, 03.08.18) და ეთხოვა წარმოედგინა ინფორმაცია გათიშვის მიზეზის, ფუნქციონირების განახლების თარიღის და რადიოსამაუწყებლო გადამცემისა და ანტენის განთავსების ადგილის, ანძის მფლობელის და გეოგრაფიული კოორდინატების თაობაზე. შპს „სამაუწყებლო სახლის“ მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს წარმოდგენილი წერილის თანახმად ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში და ქ. ახმეტაში რადიომაუწყებლობის აღდგენა კომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა. ქ. ახმეტაში მაუწყებლობის აღდგენა იგეგმება 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს, ხოლო ქ. ბათუმში და ქ. ქუთაისში 2019 წლის პირველ ივნისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიის 2018 წლის 4 ოქტომბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „სამაუწყებლო სახლის“ წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ შეტყობინება საკითხის განხილვის შესახებ კომპანიას გაეგზავნა 2018 წლის 24 სექტემბერს საფოსტო და ელექტრონულ მისამართებზე. შეტყობინების მიღება კომპანიამ დაადასტურა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 2018 წლის 4 ოქტომბერს კომპანიის დირექტორმა გამოაგზავნა შეტყობინება, რომ ვერ ახერხებდა სხდომაზე დასწრებას იმის გამო, რომ არ იმყოფებოდა თბილისში.
კომისიის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ვინაიდან შპს „სამაუწყებლო სახლის“ მიერ ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში და ქ. ახმეტაში რადიომაუწყებლობა არ ხორციელდება 2017 წლის აგვისტოდან დღემდე სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „სამაუწყებლო სახლის“კერძო მაუწყებლობის №B144, №B160 და №B161 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014 წლის 20 მარტის №154/1 და 2014 წლის 20 მარტის №153/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სამაუწყებლო სახლის“კერძო მაუწყებლობის №B144, №B160 და №B161 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014 წლის 20 მარტის №154/1 და 2014 წლის 20 მარტის №153/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2018 წლის პირველ ნოემბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სამაუწყებლო სახლისთვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
