წვდომის მენიუ

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

ნომერი: 577 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2018 12:02

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2018

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/4747-18, 19.09.18), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის („RIJNSTROOM“, „CRONUS“, „ATHENA“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47' მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: „RIJNSTROOM“, „CRONUS“, „ATHENA“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები :

 

 

ხომალდის დასახელება

 

 

ხომალდის მფლობელი

 

მინიჭებული სახმობი

 

 

მინიჭებული

       MMSI

1.

„RIJNSTROOM“

VAN WIJNGAARDEN MATERIEL EXPLOITATIE B. V

4LTD2

213. 469. 000

2.

„CRONUS“

 

VAN OORD OVERIG MATERIEEL I B. V

4LTE2

213. 470. 000

3.

 

„ATHENA“

CSD ATHENA BV

4LTF2

213. 471. 000

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები