წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 ივნისის № 383/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 578 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2018 12:04

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 ივნისის № 383/7 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ბეიკერ ჰიუს სერვის ინთერნეიშენალის ფილიალმა საქართველოში“ (რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს; ს.კ. №404549306) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/4556-18, 10.09.18) ლანჩხუთის, ჭიათურის, მცხეთის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მინიჭებული 410.050 მჰც დეციმეტრული დოაპაზონის სიხშირის  ნებისმიერი მეტრული დიაპაზონის სიხშირით შეცვლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018  წლის 28 ივნისის №383/7  გადაწყვეტილებით შპს „ბეიკერ ჰიუს სერვის ინთერნეიშენალის ფილიალს საქართველოში“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1828  უფლება და მიენიჭა 410.050 სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ლანჩხუთის, ჭიათურის, მცხეთის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, ერთი წლის ვადით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი დასკვნის (№შ-10/4870-18, 24.09.18) საფუძველზე შესაძლებლია  შპს „ბეიკერ ჰიუს სერვის ინთერნეიშენალის ფილიალს ლანჩხუთის, ჭიათურის, მცხეთის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მინიჭებული 410.050 სიხშირის ნაცვლად მიენიჭოს 153,600 მჰც სიხშირე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2018  წლის 28 ივნისის №383/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს შპს „ბეიკერ ჰიუს სერვის ინთერნეიშენალის ფილიალს საქართველოში“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 1828 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 153.600 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ლანჩხუთის, ჭიათურის, მცხეთის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, ერთი წლის ვადით - 2018 წლის 28 ივნისიდან 2019 წლის 28 ივნისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით“;

2. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „ბეიკერ ჰიუს სერვის ინთერნეიშენალის ფილიალისთვის საქართველოში“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ბეიკერ ჰიუს სერვის ინთერნეიშენალის ფილიალისთვის საქართველოში“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები