წვდომის მენიუ

შპს „ჯეოსელისთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 579 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2018 12:09

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2018

შპსჯეოსელისთვისრადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს,  რომ კომისიის 2018 წლის 20 სექტემბრის  №546/8  გადაწყვეტილების შესაბამისად, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2018  წლის 5 ივლისის №387/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ჯეოსელი“.

ამავე გადაწყვეტილებით,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ შესაბამისად   შპს „ჯეოსელს“ განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 25, 391 303 (ოცდახუთი მილიონ სამასოთხმოცდათერთმეტი ათას სამასსამი და 00) ლარის 30%-ს - 7, 617 390.90 (შვიდი მილიონ ექვსასჩვიდმეტი ათას სამასოთხმოცდაათი და 90) ლარს გამოკლებული ბეს სახით  გადახდილი 2,418 219.30 (ორი მილიონ ოთხასთვრამეტი ათას ორასცხრამეტი და 30) ლარი ანუ  -5, 199 171.60 (ხუთი მილიონ ასოთხმოცდაცხრამეტი ათას ასსამოცდათერთმეტი ლარი და 60) ლარის ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.  

კომისია, აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ 2018 წლის 2 ოქტომბერს კომისიაში წარმოდგენილ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 5, 199 171.60 (ხუთი მილიონ ასოთხმოცდაცხრამეტი ათას ასსამოცდათერთმეტი ლარი და 60) ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის ნომერი - №6/5049-18).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   52-ე მუხლის, 472-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  კომისიის 2005  წლის 12  დეკემბრის №13  დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ და კომისიის 2018 წლის 20 სექტემბრის  №546/8  გადაწყვეტილების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს შპს „ჯეოსელს“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F105 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, 837-842 მჰც (Up-link) და 796-801 მჰც (Down-link) რესურსის ფარგლებში;

ბ) გეოგრაფიული არეალი:  საქართველო;

გ) ლიცენზიის  მოქმედების ვადა:  ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი;

დ) ტექნიკური პირობები:

დ.ა) ტექნიკური პირობები FDD საბაზო სადგურებისათვის:

დ.ა.ა)  ბლოკის შიგნით EIRP-ს  (ექვივალენტური იზოტროპულად გასხივებული სიმძლავრე) ზედა ზღვრული მნიშვნელობა საბაზო სადგურისათვის -  64 დბმ/5 მჰც.

დ.ა.ბ)  საბაზისო მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობა:

    ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები

მაქსიმალური საშუალო

EIRP ბლოკის გარეთ

გაზომვების

ზოლის სიგანე

FDD აპლინკისათვის განკუთვნილი

სიხშირეები (832 მჰც-დან 862 მჰც-მდე)

-49.5 დბმ

5 მჰც

დ.ა.გ)  გადასასვლელი მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები თითოეულ ანტენაზე (ანტენების რაოდენობა - ერთიდან ოთხამდე) FDD დაუნლინკისათვის განკუთვნილი  სიხშირეებისათვის (791 მჰც-დან 821 მჰც-მდე)

ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები

მაქსიმალური საშუალო

 EIRP ბლოკის გარეთ

გაზომვების

ზოლის სიგანე

-10 მჰც-დან -5 მჰც-მდე  ბლოკის  ქვედა საზღვრიდან

18 დბმ

5 მჰც

-5 მჰც-დან 0 მჰც-მდე  ბლოკის ქვედა  საზღვრიდან

22 დბმ

5 მჰც

0 მჰც-დან +5 მჰც-მდე  ბლოკის  ზედა საზღვრიდან

 22 დბმ

5 მჰც

+5 მჰც-დან +10 მჰც-მდე  ბლოკის  ზედა საზღვრიდან

18 დბმ

5 მჰც

FDD დაუნლინკისათვის განკუთვნილი დანარჩენი სიხშირეებისათვის

11 დბმ

1 მჰც


დ.ა.დ)  გადასასვლელი მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები თითოეულ ანტენაზე (ანტენების რაოდენობა - ერთიდან ოთხამდე),  რომლებიც გამოყენებულია, როგორც დამცავი ზოლი (guard band)

ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები

მაქსიმალური საშუალო

EIRP ბლოკის  გარეთ

გაზომვების

ზოლის სიგანე

790 მჰც-დან 791 მჰც-მდე

17.4 დბმ

1 მჰც

821 მჰც-დან 832 მჰც-მდე

 15 დბმ

1 მჰც

დ.ა.ე)   საბაზისო მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები 790 მჰც-ს ქვემოთ მდებარე სიხშირეებისათვის

ბლოკის გარეთ გასხივების

შესაბამისი სიხშირეები

პირობა EIRP-ზე

საბაზო სადგურის

ბლოკის შიგნით,

P დბმ/10მჰც

მაქსიმალური

საშუალო EIRP

ბლოკის  გარეთ

    გაზომვების

  ზოლის სიგანე

470 მჰც-დან 790 მჰც-მდე

P≥59

0 დბმ

8 მჰც

   36≤P<59

(P-59) დბმ

8 მჰც

P<36

-23 დბმ

8 მჰც

დ.ბ) ტექნიკური პირობები FDD ტერმინალური სადგურებისათვის: ტერმინალური სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის შიგნით გასხივების  მაქსიმალური საშუალო მნიშვნელობა - 23 დბმ.

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების  შესაბამისად გამოყენება;

ე.ბ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს იმ დასახლებული პუნქტებისათვის (მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა), სადაც საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის და შემდგომში – უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე  ნაკლებია (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა),  შემდეგი გრაფიკით:

 მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა   დასახლებული პუნქტების  მინიმუმ:

1.

30%-თვის

ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის ვადაში

2.

50%-თვის

ლიცენზიის მიღებიდან ორი წლის ვადაში

3.

70% -თვის

ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის ვადაში

4.

90%-თვის

ლიცენზიის მიღებიდან ხუთი წლის ვადაში

ე.გ) წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დასახლებულ პუნქტებში უზრუნველყოს სპექტრალური ეფექტურობა (გაზომილი ერთეულებში - ბიტი/წმ/ჰერცი და ბიტი/წმ/ჰერცი/ფიჭა) ETSI TR 136 912  V.13.0.0 (2016-01) და TR 136 913  V.13.0.0 (2016-01) ტექნიკურ დოკუმენტებში მოყვანილი მახასიათებლების შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მფლობელი მომსახურებას მიაწოდებს LTE ტექნოლოგიის გამოყენებით.  

 

შენიშვნა: დასახლებულ პუნქტში მომსახურების ხელმისაწვდომობა არის განსაზღვრული ხარისხის მომსახურების სტაბილურად მიწოდების უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოსახლეობის 100%–სთვის;

ე.დ) კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების რადიორეგლამენტის შესაბამისად საერთაშორისო კოორდინაციისათვის  განსაზღვრული პირობებისა და კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა რეგიონებში რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციასთან დაკავშირებით გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობების შესრულება;

ე.ე) კომისიას წარმოუდგინოს ინფორმაცია საბაზო სადგურების განთავსების ადგილის (გეოგრაფიული კოორდინატები), ანტენის დაკიდების სიმაღლის, ანტენის ტიპის, დახრის კუთხისა და მიმართულების (აზიმუტი), ასევე თითოეული გადამცემი სადგურის  ფარგლებში  გამოყენებული სიხშირული ზოლის შესახებ;

ე.ვ) ხელშეშლების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს მომიჯნავე რადიოსიხშირული ბლოკით მოსარგებლე ლიცენზიის მფლობელთან ერთად  რადიოსიხშირული რესურსის  კოორდინირებულად   გამოყენება; 

ე.ზ) 827.955-831.645 მჰც და 872.955- 876.645 მჰც რესურსის  ფარგლებში დანერგილი ქსელისათვის, ხელშეშლების შექმნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამგვარი ხელშეშლების აღმოფხვრა.

ე.თ) ლიცენზიის მიღებიდან 2 წლის ვადაში ლიცენზიით განსაზღვრული რესურსის გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის  (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მინიმუმ 50%-ის ხელმისაწვდომობა ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე;

ე.ი) ლიცენზიით განსაზღვრული რესურსისა და 800/900/1800/2100 მჰც დიაპაზონებში მის სარგებლობაში არსებული რესურსის ფარგლებში  დანერგილი  ერთი ან ერთზე მეტი  უსადენო ტექნოლოგიის (მიწისზედა სისტემის) გამოყენებით, ერთობლივად,  ლიცენზიის მიღებიდან 3 წლის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის  (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მინიმუმ 90%-ის ხელმისაწვდომობა ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე;  

ვ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი პირობების დადგომისთანავე,  კომისია უფლებამოსილი იქნება დამატებითი ვადა და პირობები განუსაზღვროს ლიცენზიის მფლობელს  დაფარვის ვალდებულების შესასრულებლად;

2. შპს „ჯეოსელმა“ უზრუნველყოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F105 ლიცენზიისათვის განსაზღვრული ამოწურვადი   რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 17,773,912.10 (ჩვიდმეტი მილიონ შვიდასსამოცდაცამეტი ათას ცხრაასთორმეტი და 10) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი  რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402 

1,481,160.00 ლარი - 2018 წლის 4 ნოემბრამდე;

1,481,160.00 ლარი - 2018 წლის 4 დეკემბრამდე;

1,481,160.00 ლარი - 2019 წლის 4 იანვრამდე;

1,481,160.00 ლარი - 2019 წლის 4 თებერვლამდე;

1,481,160.00 ლარი - 2019 წლის 4 მარტამდე;

1,481,160.00 ლარი - 2019 წლის 4 აპრილამდე;

1,481,160.00 ლარი - 2019 წლის 4 მაისამდე;

1,481,160.00 ლარი - 2019 წლის 4 ივნისამდე;

1,481,160.00 ლარი - 2019 წლის 4 ივლისამდე;

1,481,160.00 ლარი - 2019 წლის 4 აგვისტომდე;

1,481,160.00 ლარი - 2019 წლის 4 სექტემბრამდე;

1,481,152.10 ლარი - 2019 წლის 4 ოქტომბრამდე;

3. შპს „ჯეოსელმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო  მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ)   სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე); გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელისთვის” გაგზავნის უზრუნველყოფა

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ჯეოსელისთვის” ჩაბარების დღიდან;

7.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), დ), ე) და ვ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის (ს.შავგულიძე) დეპარტამენტს;

9. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს საფინანსო  სამსახურს (ნ. დევდარიანი);

10. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ), დ), ე) და ვ) ქვეპუნქტების, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები