|
შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შპს „ნიუნეტის“ (ს/კ 400110107) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „ნიუნეტის“ (ს/კ 400110107) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „აირკონექტმა“ (ს/კ 400065683) და შპს „ნიუნეტმა“ (ს/კ 400110107), (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №6/4882-18 25.09.2018), შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შპს „ნიუნეტის“ (ს/კ 400110107) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა“ (ს/კ 400065683) და შპს „ნიუნეტის“ (ს/კ 400110107) შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „აირკონექტი“ (ს/კ 400065683) და შპს „ნიუნეტი“ (ს/კ 400110107) წარმოადგენენ ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირებს.
შპს „აირკონექტს“ (ს/კ 400065683) ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
A.F.3
|
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
|
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
B.F.2. ინტერნეტ მომსახურება
WiFi
შპს „ნიუნეტს“ (ს/კ 400110107) ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2
|
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
|
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
|
A.F.3
|
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
|
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
|
B.F.2
|
ინტერნეტ მომსახურება
|
|
|
WiFi
|
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:
შპს „ნიუნეტის“ (ს/კ 400110107) დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი ია ზაქალაშვილი.
შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი დიმიტრი გოგოხია.
შპს „აირკონექტი“ (ს/კ 400065683) წილის 100%-ს ფლობს შპს „POWERNET”-ში და წილის 40%-ს ფლობს შპს „SKYGROUP”-ში.
შპს „SKYGROUP”-ის წილის 60%-ის მფლობელია ასევე შპს „POWERNET”-ი, რომლის დირექტორია იუზა ცერცვაძე. ფიზიკური პირი იუზა ცერცვაძე ასევე არის წილის 34%-ის მფლობელი შპს „Airnet აირნეტში“.
შპს „Airnet აირნეტის“ წილის 33%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ჯაბა ინჯია, რომელიც ასევე არის შპს „SKYGROUP”-ის დირექტორი.
შპს „Airnet აირნეტის“ წილის 33%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით მეგრელიშვილი, რომელიც 10%-იანი წილის მფლობელია შპს „SKYNET“-ში.
შპს „SKYNET“-ის დირექტორი და 90%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი გოგა ჭითანავა.
შპს „აირკონექტი“ (ს/კ 400065683), შპს „ნიუნეტი“ (ს/კ 400110107), ასევე შპს „აირკონექტთან“ აფილირებული ავტორიზებული პირები ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით კომპანიების მიხედვით შეადგინა:
შპს „აირკონექტი“ – 1802 აბონენტი;
შპს „POWERNET“ – 1214 აბონენტი;
შპს „SKYGROUP“ – 469 აბონენტი;
შპს „Airnet აირნეტი“ – 48 აბონენტი;
შპს „SKYNET“ – 561 აბონენტი;
შპს „ნიუნეტი“ – 1413 აბონენტი.
ხოლო მუნიციპალიტეტების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო ოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:
|
|
Airnet აირნეტი
|
POWERNET
|
SKYGROUP
|
SKYNET
|
აირკონექტი
|
ნიუნეტი
|
|
ბათუმი
|
|
|
|
|
0.03%
|
|
|
ბოლნისის რაიონი
|
|
|
4.94%
|
|
|
|
|
გარდაბნის რაიონი
|
|
|
|
|
0.000%
|
|
|
გორის რაიონი
|
|
|
|
|
1.39%
|
|
|
დმანისის რაიონი
|
|
0.09%
|
21.62%
|
|
|
|
|
დუშეთის რაიონი
|
|
1.53%
|
|
|
|
|
|
ზუგდიდის რაიონი
|
|
|
|
3.36%
|
|
|
|
თბილისი
|
0.01%
|
0.001%
|
|
|
0.001%
|
|
|
თეთრი წყაროს რაიონი
|
|
|
0.70%
|
|
|
|
|
თიანეთის რაიონი
|
|
19.79%
|
|
|
|
|
|
კასპის რაიონი
|
|
8.30%
|
|
|
11.49%
|
|
|
მცხეთის რაიონი
|
0.01%
|
6.82%
|
|
|
0.02%
|
|
|
ოზურგეთის რაიონი
|
|
|
|
|
0.32%
|
|
|
რუსთავი
|
|
0.003%
|
|
|
0.003%
|
|
|
საგარეჯოს რაიონი
|
0.00%
|
0.19%
|
|
|
|
|
|
სამტრედიის რაიონი
|
|
|
|
|
0.01%
|
|
|
საჩხერის რაიონი
|
|
|
|
|
12.28%
|
|
|
ფოთი
|
|
|
|
|
0.01%
|
|
|
ქედის რაიონი
|
|
|
|
|
15.69%
|
|
|
ჩოხატაურის რაიონი
|
|
|
|
|
|
70.50%
|
|
წალკის რაიონი
|
|
|
|
|
|
69.02%
|
|
ჭიათურის რაიონი
|
|
|
|
|
5.67%
|
|
|
ხელვაჩაურის რაიონი
|
|
|
|
|
5.02%
|
|
|
ხობის რაიონი
|
|
|
|
1.73%
|
5.06%
|
|
|
ხულოს რაიონი
|
|
|
|
|
|
3.91%
|
არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შპს „ნიუნეტის“ (ს/კ 400110107) წილის 100%-ის შეძენა, ასევე შპს „აირკონექტისა“ (ს/კ 400065683) და შპს „ნიუნეტის“ (ს/კ 400110107) შერწყმა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შპს „ნიუნეტის“ (ს/კ 400110107) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა“ (ს/კ 400065683) და შპს „ნიუნეტის“ (ს/კ 400110107) შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
|