წვდომის მენიუ

შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 590 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2018 16:02

მიღების თარიღი ოქტომბერი 18, 2018

შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/4596-18; 12.09.2018)  საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“  მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების  დარღვევის გამო.კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად,  კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N706/22 გადაწყვეტილების „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის ბოლო ვადად განესაზღვრათ 2018 წლის 1 სექტემბერი, ნაცვლად 2018 წლის 1 ივლისისა. კომისიამ 2018 წლის 4 სექტემბრის N08/3048-18 წერილით შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“  მოსთხოვა აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში დაუყოვნებლივ წარმოდგენა. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“  2018 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით (ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღი) კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია კომისიისთვის არ წარმოუდგენია.შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 4 ოქტომბერი. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N03/3204-18; 24.09.2018) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“  განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.კომისია აღნიშნავს, 2018 წლის 4 ოქტომბერის სხდომისთვის შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიაში წარმოადგინა კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია (კომისიაში რეგისტრაციის; 02.10.18, N6/5048-18). წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით,  საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2018 წლის 18 ოქტომბერს. აღნიშნულის თაობაზე, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“  ეცნობა შეტყობინებით (N03/3324-18, 04.10.18).კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერის სხდომაზე, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა დ.გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ  შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“  სრულად აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია.

II.      კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1.  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის 2018  წლის 12 სექტემბერის  Nშ-10/4596-18 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით;

2. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“  მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია (02.10.2018 შ-6/5048-18);

3. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“  შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)    იურიდიული პირების რეესტრიდან;

4.  შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“  შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

5. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის დ.გოგიჩაიშვილის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2018 წლის 18 ოქტომბრის სხდომაზე.

III.       კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, მათ შორის ტელემაუწყებლობის ტრანზიტზე  ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი:15.02.2010);

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.2. 2018 წლის 2 ოქტომბერს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“   კომისიაში წარმოადგინა კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის თაობაზე ინფორმაცია;

მტკიცებულება: შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“  მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (02.10.2018 შ-6/5048-18);

3. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

7. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას, მიაჩნია რომ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“  მიერ აუდირებული განცალკევებული აღიცხვის ანგარიშების, კომისიის მიერ მოთხოვნილ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა)  და ბ) ქვეპუნქტები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ გაფრთხილების საფუძველია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“  მიერ დარღვევა აღმოფხვრილი იქნა  ნებაყოფლობით, კერძოდ,  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია,  კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და  შეწყვიტოს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

V.         სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტების,   45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

  :

1.  შეწყდეს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

3.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“  ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.  კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები