შპს „ეარლინკის“ (ს/კ 417874508) წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ (ს/კ 417882802) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ (ს/კ 417882802) და შპს „ეარლინკის“ (ს/კ 417874508) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2018 12:43
მიღების თარიღი ოქტომბერი 18, 2018 12:43
შპს „ეარლინკის“ (ს/კ 417874508) წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ (ს/კ 417882802) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ (ს/კ 417882802) და შპს „ეარლინკის“ (ს/კ 417874508) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2018 წლის 4 ოქტომბერს ერთობლივი წერილით მიმართეს შპს „ეარლინკმა“ და შპს „თრიალეთი-ნეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5090-18 04.10.2018), შპს „ეარლინკის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენასთან და შემდგომ, შპს „თრიალეთი-ნეტისა“ და შპს „ეარლინკის“ შერწყმის განზრახვასთან დაკავშირებით, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ეარლინკი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
WiFi |
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „თრიალეთი-ნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
WiFi |
შპს „ეარლინკის“ წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ვანო მურადელი, ხოლო წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი თეიმურაზ მანველიშვილი.
შპს „ეარლინკის“ დირექტორები არიან ნესტან კვიწინაძე და ილია მურადელი.
შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი ნინო თოთაძე.
შპს „ეარლინკი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში.
შპს „ეარლინკის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა სულ 512 აბონენტი, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტში 483 აბონენტი (ხვედრითი წილი 2,5%), კასპის მუნიციპალიტეტში - 29 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,5%).
შპს „თრიალეთი-ნეტი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით გორის, კასპის, ქარელის, ხაშურისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში. შპს „თრიალეთი-ნეტის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა სულ 4699 აბონენტი, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტში 3705 აბონენტი (ხვედრითი წილი 18,3%), კასპის მუნიციპალიტეტში 299 აბონენტი (ხვედრითი წილი 6,2%), ქარელის მუნიციპალიტეტში - 594 აბონენტი (ხვედრითი წილი 23,5%), ხაშურის მუნიციპალიტეტში - 23 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,2%), ახალგორის მუნიციპალიტეტში - 78 აბონენტი (ხვედრითი წილი 56,5%).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „თრიალეთი-ნეტის“, შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 100%-ის მფლობელის და დირექტორის ნინო თოთაძის, ასევე შპს „ეარლინკის“ აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ეარლინკის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენა, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „ეარლინკის“ შერწყმა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ეარლინკის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „ეარლინკის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეთ თანხმობა შპს „თრიალეთი-ნეტს“ და შპს „ეარლინკს“, შპს „ეარლინკის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „ეარლინკის“ შერწყმაზე;
2. განემარტოთ შპს „თრიალეთი-ნეტს“ და შპს „ეარლინკს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „ეარლინკის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „თრიალეთი-ნეტი“ და შპს „ეარლინკი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „ეარლინკის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „თრიალეთი-ნეტმა“ და შპს „ეარლინკმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „თრიალეთი-ნეტისა „ და შპს „ეარლინკისათვის“ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „თრიალეთი-ნეტისა“ და შპს „ეარლინკისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „თრიალეთი-ნეტისა“ და შპს „ეარლინკისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე
|
|
|
|
|
