წვდომის მენიუ

გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე და „მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2007 წლის N498/9 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 601 / 23

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2018 12:47

მიღების თარიღი ოქტომბერი 18, 2018

გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და  ანალიზის დაწყების თაობაზე  და  „მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2007 წლის N498/9 გადაწყვეტილების  ძალადაკარგულად ცნობის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ “მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”  კომისიის 2007  წლის 31 აგვისტოს N498/9  გადაწყვეტილების შესაბამისად მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე წინასწარი რეგულირების მიზნით განისაზღვრა საბითუმო მომსახურებები და ამ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს დაეკისრათ სპეციფიკური ვალდებულებები.

კომისია, აღნიშნავს რომ 2007  წლის 31 აგვისტოს N498/9  გადაწყვეტილებით წინასწარი რეგულირებისთვის დადგენილი საბითუმო მომსახურებები დღეს არსებული  ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მოძველებულია, ავტორიზებული პირები აღარ ეწევიან აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ტექნოლოგიებით მომსახურებას. შესაბამისად,  კომისიის მიერ შესწავლილ იქნა  გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე არსებული კონკურენტული მდგომარეობა. ბაზრის ანალიზის საკონსულტაციო დოკუმენტი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 4 ივნისს („გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების ანალიზი“  http://gncc.ge/uploads/other/3/3126.pdf). აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით გამოყოფილი არხებით მომსახურების მიწოდების ნებისმიერ ტექნოლოგიისთვის („Dark fiber“, „Ethernet“,  „WDM“ და ა.შ) და   მომსახურების მიწოდების ყველა მოცულობისთვის (1მბ/წმ, 2 მბ/წმ, ... 100 მბ/წმ, ....1გგბტ/წმ, ... და ა.შ.)   წინაწარ რეგულირების მიზნებისთვის განისაზღვრა ბაზრის შესბამის სეგმენტები:

ა) მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტი;

ბ) „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტი.

მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები განისაზღვრა დასახლებულ პუნქტებს შორის დამაკავშირებელი მიმართულებების/მარშუტების მიხედვით, ხოლო „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები განისაზღვრა  რეგიონალურ დონეზე (ქალაქები, ადმინისტრაციული ცენტრები,  დასახლებული პუნქტები), სადაც ერთი ავტორიზებული პირის  საკუთრებაში ორი ან ორზე მეტი დაშვების წერტილია განთავსებული.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საბითუმო მომსახურებების სატარიფო რეგულირებისთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში „NGA“ და „NGN“ ქსელებით მომსახურების მიწოდების გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების (BU–LRIC) მოდელის შემუშავებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე“ გაიმარჯვა საკონსულტაციო კომპანია „Pricewaterhouse Coopers Advisory, s. r. o. (PwC)”-მა რომელმაც სატენდერო პირობების შესაბამისად წარმოადგინა LRIC მოდელის და WACC-ის გაანგარიშების მეთოდოლოგიების საკონსულტაციო დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები გამოქვეყნებულ იქნა კომისიის ვებ გვერდზე 2018 წლის 9 აგვისტოს (http://gncc.ge/uploads/other/3/3216.pdf). სატენდერო პირობების შესაბამისად 2018 წლის 9 ოქტომბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/5214-1) „Pricewaterhouse Coopers Advisory, s. r. o. (PwC)”-მა  კომისიაში წარმოადგინა „LRIC“   მოდელის მიხედვით გაანგარიშებული „NGA“ და „NGN“ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საბითუმო მომსახურებების ტარიფები. აღნიშნული დოკუმენტი გამოქვეყნებულ იქნა კომისიის ვებ გვერდზე 2018 წლის 10 ოქტომბერს (http://gncc.ge/uploads/other/3/3272.pdf ). 2018 წლის  23 ოქტომბერს კომისიაში „PwC“-ის სლოვაკეთის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად მოხდება ზემოაღნიშნული შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20, 21-ე და 35-ე მუხლების, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების”  მე-16 მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტების,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და  ანალიზის დაწყებისა და  „მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2007 წლის N498/9 გადაწყვეტილების  ძალადაკარგულად ცნობის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 22 ნოემბერს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18), ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

3. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).

 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

 

 

 

 

 

    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები