„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის N842/21 გადაწყვეტილებაში და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის N842/21 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის და ა(ა)იპ ,,მედიააკადემიის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 სექტემბრის 527/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 29, 2018 10:10
მიღების თარიღი ოქტომბერი 18, 2018
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის N842/21 გადაწყვეტილებაში და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის N842/21 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის და ა(ა)იპ ,,მედიააკადემიის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 სექტემბრის 527/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 18 ოქტომბრის სხდომაზე მოსმენილი იქნა კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნათია დევდარიანის ინფორმაცია 2018 წლის ბიუჯეტის ზოგიერთ მუხლიში ცვლილების საჭიროების შესახებ. კომისიას დღეის მდგომარეობით აქვს ეკონომია სულ თანხით 716,000 ლარი ბიუჯეტის შემდეგ მუხლებში:
|
საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები |
546,000.00 |
|
შრომის ანაზღაურება |
130,000.00 |
|
სახ. ბიუჯეტის ანარიცხები |
40,000.00 |
2017 წლის ბიუჯეტის ეკონომიის თანხიდან 289,172.22 ლარი, კომისიის საქმიანობიდან გამომდინარე, მისი ფუნქციების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, გადატანილი უნდა იქნეს ბიუჯეტის შემდეგ მუხლებში: მივლინების ხარჯები, სხვადასხვა საწევრო გადასახადების ხარჯები, სხვა საერთო ხარჯები და შრომის წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების ფონდი.
ამასთან, ცვლილებები განსახორციელებელია კომისიის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილშიც, კერძოდ რეგულირების საფასურის შემოსავლების მუხლი შესამცირებელია 250,000 ლარით და დასამატებელია 25,000 ლარი კომისიის ლარის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებზე დასარიცხი, მისაღები საპროგნოზო საპროცენტო შემოსავალი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კომისიას განესაზღვრა კომისიის ბიუჯეტის დაფინანსების დამატებითი წყარო, კერძოდ, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, გარდა ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და ჩაირიცხება კომისიის ბიუჯეტში. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად კომისიის ანგარიშებზე მიმდინარე წლის ბოლომდე საპროგნოზოდ სულ ჩაირიცხება 1,500,000 ლარი, რომელიც უნდა დაემატოს კომისიის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილს.
ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კომისიას განესაზღვრა საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ფუნქცია და ამ მიზნით მედიაწიგნიერების სასწავლო-კვლევითი ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნების უფლებამოსილება. ამასთან, აღნიშნული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები. კომისიამ 2018 წლის 2 აგვისტოს დააფუძნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მედიააკადემია“ (შემდგომში აკადემია). აკადემიის ფუნქციების განხორციელების მიზნით კომისია თავისი საბიუჯეტო სახსრებიდან გამოყოფს მიზნობრივი დაფინანსების სახით 501,346.71 ლარს, რომელიც გაერთიანდება კომისიის ბიუჯეტის, „მედიაწიგნიერების ხარჯების“ მუხლის შემადგენლობაში.
გარდა აკადემიის მიზნობრივი დაფინანსებისა, კომისიის ბიუჯეტის „მედიაწიგნიერების ხარჯები“, რომელიც გაწეულია/გასაწევია „მაუწყებლობის შესახებ“ და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა 585,481.07 ლარით. სულ „მედიაწიგნიერების ხარჯები“-ს მუხლმა შეადგინა 1,086,827.78 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-12 მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის N842/21 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის და ა(ა)იპ ,,მედიააკადემიის” ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 სექტემბრის 527/19 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2018 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:
|
ბიუჯეტის მუხლის N |
სულ შემოსავლები |
501,346.71 |
|
1 |
მიზნობრივი დაფინანსება |
501,346.71 |
|
|
|
|
|
|
სულ ხარჯები |
501,346.71 |
|
1 |
ძირითადი საშუალებები |
214,420.00 |
|
2 |
საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები |
3,000.00 |
|
3 |
კომუნიკაციის ხარჯები |
800.00 |
|
4 |
მივლინების ხარჯები |
10,746.16 |
|
5 |
საბანკო მომსახურეობის ხარჯი |
770.00 |
|
6 |
ტრეინინგის ხარჯები |
47,606.00 |
|
7 |
საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები |
115,000.00 |
|
8 |
სხვა საერთო ხარჯები |
700.00 |
|
9 |
წარმომადგენლობითი ხარჯები |
200.00 |
|
10 |
შრომის ანაზღაურება |
86,483.64 |
|
11 |
სახ. ბიუჯეტის ანარიცხები |
21,620.91 |
2. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2018 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის N842/21 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. დამტკიცდეს 2018 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:
|
|
სულ შემოსავლები |
10,720,000.00 |
|
1 |
რეგულირების საფასური |
8,710,000.00 |
|
2 |
რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური |
1,500,000.00 |
|
3 |
საპროცენტო შემოსავლები |
25,000.00 |
|
4 |
სარეზერვო ფონდი |
485,000.00 |
|
|
|
|
|
|
სულ ხარჯები |
10,720,000.00 |
|
1 |
ძირითადი საშუალებები |
477,953.56 |
|
2 |
საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები |
35,614.00 |
|
3 |
კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის და სხვა კომუნალური ხარჯები |
190,260.00 |
|
4 |
ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები |
180,000.00 |
|
5 |
მივლინების ხარჯები |
281,643.23 |
|
6 |
საბანკო მომსახურეობის ხარჯი |
3,000.00 |
|
7 |
კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა ხარჯები |
179,804.97 |
|
8 |
სხვადასხვა საწევრო გადასახადები |
47,121.68 |
|
9 |
საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები |
485,850.00 |
|
10 |
სხვა საერთო ხარჯები |
639,901.78 |
|
11 |
წარმომადგენლობითი ხარჯები |
37,960.00 |
|
12 |
მიმდინარე რემონტის ხარჯები |
15,000.00 |
|
13 |
შრომის ანაზღაურება |
4,203,320.00 |
|
14 |
სახ. ბიუჯეტის ანარიცხები |
1,043,330.00 |
|
15 |
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ხარჯები |
21,500.00 |
|
16 |
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების და სახ. ბიუჯეტის ხარჯები |
247,319.10 |
|
17 |
შრომის წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების ფონდი |
1,493,593.90 |
|
18 |
წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი |
50,000.00 |
|
19 |
მედიაწიგნიერების ხარჯები |
1,086,827.78 |
3. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ.დევდარიანი)
461,992.16 ლარი გადარიცხოს ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ ანგარიშზე
GE37TB748503608010001 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე
|
|
|
|
|
