შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისთვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2018 15:59
მიღების თარიღი ოქტომბერი 25, 2018
შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისთვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/4115-18, 21.08.2018 და №შ-6/4869-18, 24.09.18) და მოითხოვა რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით სამი სიხშირის მინიჭება 5 წლის ვადით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 18 სექტემბრის Nშ-10/4734-18 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს სიხშირეები შესაძლებელია მიენიჭოს პირდაპირი ჩართვების ორგანიზებისთვის ქ. თბილისში სატელევიზიო ანძის მიმართულებით შემდეგი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად:
- 1378 მჰც±13 მჰც, გადამცემის სიმძლავრე 0,5 ვატი;
- 1438 მჰც±13 მჰც, მჰც, გადამცემის სიმძლავრე 0,5 ვატი;
- 1505 მჰც±13 მჰც, მჰც, გადამცემის სიმძლავრე 0,5 ვატი;
კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 პუნქტის თანახმად მაუწყებელს (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რომელსაც დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ესაჭიროება რადიოსიხშირული სპექტრი, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ ამავე დადგენილების 71 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 18 სექტემბრის Nშ-10/4734-18 სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ (სამსახურებრივი ბარათი Nშ-10/5227-18 10.10.2018) გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც სიხშირული რესურსის 5 წლის ვადით (2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 5,976.48 ლარი. აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 414.48 ლარს; მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 2,224.80 ლარს; მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 1,112.40 ლარს; მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 1,112.40 ლარს; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 1,112.40 ლარს;
ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს გაეგზავნა წერილი N16/3369-18, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა პირველი კალენდარული წლის საფასური 414.48 ლარი და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოედგინა 2018 წლის 19 ოქტომბრამდე. 2018 წლის 18 ოქტომბერს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა კომისიის ბიუჯეტში გადაიხადა პირველი კალენდარული წლის საფასური.
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია კომპანიისთვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიენიჭოს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება NF1896 შემდეგი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1378მჰც ± 13 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; სიხშირული ზოლის სიგანე 26 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; მობილური ჩართვების განსახორციელებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;;
ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 1438მჰც ± 13 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; სიხშირული ზოლის სიგანე 26 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; მობილური ჩართვების განსახორციელებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;;
გ) რადიოსიხშირული სპექტრი: 1505მჰც ± 13 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; სიხშირული ზოლის სიგანე 26 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5
ვატი; მობილური ჩართვების განსახორციელებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;.
2. განესაზღვროს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური - 5,976.48 (ხუთი ათას ცხრაასსამოცდათექვსმეტი და ორმოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობით;
3. უზრუნველყოს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის (5,976.48 ლარი) დარჩენილი ნაწილის (5562.00 ლარი) გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02;
მიმღების ბანკი - სს თიბისი;
მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;
დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის.
მეორე კალენდარული წლის საფასური 2,224.80 ლარი - 2019 წლის 20 იანვრამდე;
მესამე კალენდარული წლის საფასური 1,112.40 ლარი - 2020 წლის 20 იანვრამდე;
მეოთხე კალენდარული წლის საფასური 1,112.40 ლარი - 2021 წლის 20 იანვრამდე;
მეხუთე კალენდარული წლის საფასური 1,112.40 ლარი - 2022 წლის 20 იანვრამდე;
4. შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისთვის რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სთვის ჩაბარებისთანავე;
7. დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ს. შავგულიძე) და ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტებს (მ. ქადეიშვილი) შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -სთვის მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
8. დაევალოს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სთვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-8 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
12. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3 და მე-12 პუნქტისა) დაევალოს ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე
|
