საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 4 აპრილის N128/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2018 10:22
მიღების თარიღი ნოემბერი 01, 2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 4 აპრილის N128/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2018 წლის 5 სექტემბერს შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ“ კომისიას წერილობით აცნობა კომპანიის ახალი ფაქტობრივი მისამართი (0160, ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას გამზ. 16, მე-12 სართული). ამავე წერილით კომპანიამ მოითხოვა ცვლილებების შეტანა კომისიის იმ გადაწყვეტილებაში რითაც მიენიჭა რადიოსარელეო სიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 4 აპრილის N128/13 გადაწყვეტილებით შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ მიენიჭა 10312 მგჰც სიხშირე დაკავებული ზოლით ± 7 მგჰც ქ. თბილისში რადიოსარელეო კავშირისთვის სტუდიიდან (ვაჟა ფშაველას N 45) – მთაწმინდის ანძამდე და სიხშირე 10508 მგჰც დაკავებული ზოლით ± 7 მგჰც – ანძიდან სტუდიამდე, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით ლიცენზიის მოქმედების ვადით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2006 წლის 4 აპრილის მდგომარეობით შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“ ფლობდა N70 (დღევანდელი კერძო რადიომაუწყებლობის NB58 ლიცენზია) ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებდა და დღეის მდგომარეობითაც ითვალისწინებს რადიომაუწყებლობას ქ. თბილისში სიხშირეზე 107,4 მჰც.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 30 დეკემბრის N820/6 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა გაუგრძელდა შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ მაუწყებლობის №B58 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. 2012 წლის მარტში შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ“ მომართა კომისიას და მოითხოვა დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირეების ახალი ვადით მინიჭება. 2012 წლის 6 აპრილს კომპანიას გაეგზავნა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №06/889-12) და განემარტა, რომ ვინაიდან 2011 წლის 30 დეკემბრის N820/6 გადაწყვეტილებით შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ №B58 ლიცენზიას (ძველი №70) გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე, ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად კომისიის გადაწყვეტილებით (№128/13, 04.04.2006) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენების ვადად განისაზღვრება №B58 ლიცენზიის მოქმედების ახალი ვადა - 31.12.2021.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 28 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/4937-18) თანახმად შესაძლებელია შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ“ ქ. თბილისში სტუდიის შეცვლილი მისამართიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და ანძიდან სტუდიამდე სიგნალის მიწოდებისთვის გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 4 აპრილის N128/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს ცვლილებების შეტანა კომისიის 2006 წლის 4 აპრილის N128/13 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მითითებული სტუდიის მისამართის - ვაჟა-ფშაველას 45-ის ნაცვლად განისაზღვროს ქ. თბილისი ვაჟა- ფშაველას გამზ. 16, მე-12 სართული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 4 აპრილის N128/13 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“ 10312 მგჰც სიხშირე დაკავებული ზოლით ± 7 მგჰც ქ. თბილისში რადიოსარელეო კავშირისთვის სტუდიიდან (ქ. თბილისი ვაჟა- ფშაველას გამზ. 16, მე-12 სართული) – მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და სიხშირე 10508 მგჰც დაკავებული ზოლით ± 7 მგჰც – მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან სტუდიამდე, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო პირობების შესრულების მიზნით ლიცენზიის მოქმედების ვადით (31.12.21წ.)“;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“ ჩაბარებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ს.შავგულიძე) და ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტებს (მ.ქადეიშვილი) აღნიშნული ცვლილებების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |