წვდომის მენიუ

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

ნომერი: 625 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2018 10:32

მიღების თარიღი ნოემბერი 01, 2018

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-3/5452-18, 19.10.18), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდისთვის („ANTALIAN“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47' მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდს: „ANTALIAN“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშანი : 

 

 

ხომალდის დასახელება

 

 

ხომალდის მფლობელი

 

მინიჭებული სახმობი

 

 

მინიჭებული

      MMSI

 

1.

 

ANTALIAN“

 

QUANTUM DENIZCILIKTURIZM TICARET INSAAT SANAYI LIMITED SIRKETI

 

 

4LTI2

 

213. 456. 000

 

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები