წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 24 მაისის № 306/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 635 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2018 15:27

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 24 მაისის  306/7 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ალგანმა“ (რეგისტრირებულია დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს მიერ 2004 წლის 10 დეკემბერს, რეგ. № 2/4-4215; ს.კ. № 202246097) კომისიას   მიმართა გ  ანცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-7/5189-18, 09.10.18) ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში 169.325 მჰც, 442.275 მჰც და 447.325 მჰც მინიჭებული სიხშირეების  მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის  თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 24 მაისის №306/7 გადაწყვეტილებით შპს „ალგანს“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1796  უფლება და მიენიჭა სიხშირეები 169.325 მჰც ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში და 442.275  მჰც   და   447.325  მჰც  ქ.თბილისში  (თითოეული   ზოლის   სიგანით   25   კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია შპს „ალგანისთვის“ 169.325 მჰც ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში და 442.275 მჰც და 447.325 მჰც ქ.თბილისში სიხშირეებით სარგებლობა დამატებით გავრცელდეს საქართველოს ტერიტორიაზე (რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი დასკვნა № შ-10/5798-18, 05.11.18).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2018 წლის 24 მაისის №306/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიეცეს შპს „ალგანს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F1796 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 169.325 მჰც, 442.275 მჰც და 447.325 მჰც  (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) საქართველოს ტერიტორიაზე, ერთი წლის ვადით - 2018 წლის 26 მაისიდან 2019 წლის 26 მაისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“;

2. დაევალოს   კომისიის  ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „ალგანისთვის“  გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე); 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ   საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ალგანისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები