„საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“კომისიის 2018 წლის 18 ოქტომბრის N602/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2018 16:54
მიღების თარიღი ნოემბერი 29, 2018
„საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“კომისიის 2018 წლის 18 ოქტომბრის N602/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 18 ოქტომბრის N602/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით.
გადაწყვეტილების თანახმად, საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2018 წლის 29 ნოემბერს, 15.00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში კომისიაში მიმდინარეობს ინტენსიური დაკვირვება საერთაშორისო ტრაფიკებზე, რის საფუძველზეც კეთდება მონიტორინგის სრულყოფილი ანალიზი და ამავე დროს, დროებით რეგულაციასთან დაკავშირებული საკითხების დამუშავება-შესწავლა. შესაბამისად, საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებით რეგულაციასთან დაკავშირებით სრულყოფილი სურათის შესაქმნელად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, დამატებითი დროა საჭირო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, გადადებულ იქნას ზეპირი მოსმენის სხდომა 2018 წლის 20 დეკემბრისათვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მე-2 და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VII და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრები: კახი ბექაური, ვახტანგ აბაშიძე, გიორგი ფრუიძე, მერაბ ქათამაძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი: ელისო ასანიძე):
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კომისიის 2018 წლის 18 ოქტომბრის N602/23 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას ცვლილება და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. „2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 20 დეკემბერს, 15.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18)“;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
