წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 657 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2018 16:40

მიღების თარიღი ნოემბერი 29, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №57 სხდომის დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2018 წლის 29 ნოემბრის N57 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 

გადაწყვიტა:

  1. კომისიის 2018 წლის 29 ნოემბრის N57 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „ეკონომ ტაქსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  2. გადატანილ იქნეს კომისიის 2018 წლის 29 ნოემბრის N57 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 (სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ), მე-3 (შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ) და მე-4 (შპს „იბერია TV“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ) საკითხების განხილვა 2018 წლის 6 დეკემბერს, 15:00 საათზე და ეცნობოს დაინტერესებულ პირებს საკითხის განხილვის თარიღის შესახებ;
  3. კომისიის 2018 წლის 29 ნოემბრის N57 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
  4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №57 სხდომის  დღის  წესრიგი

              ქ. თბილისი 2018 წლის 29 ნოემბერი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის N57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის უფროსი);
  2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 240/9, 2009 წლის 13 ნოემბრის 610/9, 2011 წლის 25 იანვრის N26/9 და 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
  3. „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის  მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს „სამაუწყებლო სახლის“ კერძო მაუწყებლობის №B144, №B160 და №B161 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014 წლის 20 მარტის №154/1 და 2014 წლის 20 მარტის №153/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  5. შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  6. შპს „ეკონომ ტაქსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები