წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 240/9, 2009 წლის 13 ნოემბრის 610/9, 2011 წლის 25 იანვრის N26/9 და 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 658 / 23

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2018 16:52

მიღების თარიღი ნოემბერი 29, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 240/9, 2009 წლის 13 ნოემბრის 610/9, 2011 წლის 25 იანვრის N26/9 და 2017 წლის 16 მაისის N345/22  გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული  წარმოების  დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2018 წლის 20 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №561/11 „შპს „ჯეოსელის“ (ს/კ 203841940) სს “სილქნეტთან“ (ს/კ 204566978) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „სილქნეტმა“ 2018 წლის 2 ნოემბრის №5062/05-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №5786-18 02.11.2018) აცნობა კომისიას შპს „ჯეოსელის“ სს “სილქნეტთან“ შერწყმის თაობაზე.

ამავე გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ჯეოსელის“ სს “სილქნეტთან“ შერწყმის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორციელდეს კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9, 2011 წლის 25 იანვრის N26/9,  2017 წლის 16 მაისის N345/22  და 2015 წლის 29 იანვრის N55/2  გადაწყვეტილებებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9, 2011 წლის 25 იანვრის N26/9 და 2017 წლის 16 მაისის N345/22  გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 28 დეკემბერს 15.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოტანისთანავე.

     კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები