წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 663 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 11, 2018 17:53

მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2018 წლის 06 დეკემბრის N58 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2018 წლის 06 დეკემბრის N58 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი - სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გელა ძამუკაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

2. კომისიის 2018 წლის 06 დეკემბრის N58 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე


საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 58 სხდომის  დღის წესრიგი

              ქ. თბილისი   2018 წლის 6  დეკემბერი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის N58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის უფროსი);
  2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
  3. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  4. შპს „ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  5. შპს „იბერია TV“-ს მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  6. შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
  7. სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს“ განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  8. შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
  9. შპს „აირკონექტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ჭელიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  10. გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და  ანალიზის შედეგების შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
  11.  „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
  12. შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შპს „გლობალნეტ-2014“-ის  (ს/კ445436083) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „გლობალნეტ-2014“-ის (ს/კ445436083) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
  13. შპს „ნოვანეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და შპს  „მაიფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  14. შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  15. უცხოური საწარმოს ფილიალი „LUGAMINO HOLDINGS LIMITED-ის წარმომადგენლობისთვის საქართველოში“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური   დანიშნულებით   რადიოსიხშირული   სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  16. შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  17. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გელა ძამუკაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  18. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. თ.ჭელიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  19. „სსიპ  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. თ.ბოკუჩავა - ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი);
  20. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების ანგარიშის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ჯანელიძე, ადმინისტრაციის საკანცელარიო და საოქმო საქმის წარმოების ჯგუფის უფროსი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები