წვდომის მენიუ

შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შპს „გლობალნეტ-2014“-ის (ს/კ445436083) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „გლობალნეტ-2014“-ის (ს/კ445436083) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 673 / 11

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2018 11:03

მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2018

შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შპს „გლობალნეტ-2014“-ის  (ს/კ445436083) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „გლობალნეტ-2014“-ის (ს/კ445436083) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „აირკონექტმა“ და შპს „გლობალნეტ-2014“-მა  (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №6/6258-18 26.11.2018), შპს „აირკონექტის“ მიერ შპს „გლობალნეტ-2014“-ის  წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა“ და შპს „გლობალნეტ-2014“-ის შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან  რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „აირკონექტი“ და შპს „გლობალნეტ-2014“ წარმოადგენენ ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირებს.

შპს „აირკონექტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2. ინტერნეტ მომსახურება

 WiFi 

შპს „გლობალნეტ-2014“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:

შპს „გლობალნეტ-2014“-ის დირექტორი და 75%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი ამირან კობალაძე, ხოლო წილის 25%-ის მფლობელია ფიზიკური პირი თარაში შაშიკაშვილი.

შპს „აირკონექტის“ დირექტორი  და  100%-იანი  წილის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ცერცვაძე.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „გლობალნეტ-2014“, ასევე შპს „გლობალნეტ-2014“-ის პარტნიორები ამირან კობალაძე და თარაში შაშიკაშვილი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „აირკონექტი“ აფილირებულია შპს „POWERNET“-თან, შპს „SKYGROUP“ -თან, შპს „Airnet აირნეტთან“ და შპს „SKYNET“-თან.

შპს „აირკონექტი“, შპს „გლობალნეტ-2014“, ასევე შპს „აირკონექტთან“ აფილირებული ავტორიზებული პირები, ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით კომპანიების მიხედვით შეადგინა:

შპს „აირკონექტი“ – 2170 აბონენტი;

შპს „გლობალნეტ-2014“ – 306 აბონენტი;

შპს „POWERNET“ – 1202 აბონენტი;

შპს „SKYGROUP“ – 464 აბონენტი;

შპს „Airnet აირნეტი“ – 48 აბონენტი;

შპს „SKYNET“ – 561 აბონენტი;

ხოლო მუნიციპალიტეტების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შემდეგია: 

 

Airnet აირნეტი

POWERNET

SKYGROUP

SKYNET

აირკონექტი

გლობალნეტ-2014 

ბათუმი

 

 

 

 

0.03%

0.53%

ბოლნისის რაიონი

 

 

4.94%

 

 

 

გორის რაიონი

 

 

 

 

1.39%

 

დმანისის რაიონი

 

0.09%

21.62%

 

 

 

დუშეთის რაიონი

 

1.53%

 

 

 

 

ზუგდიდის რაიონი

 

 

 

3.36%

 

 

თბილისი

0.01%

0.001%

 

 

0.001%

 

თეთრი წყაროს რაიონი

 

 

0.70%

 

 

 

თიანეთის რაიონი

 

19.79%

 

 

 

 

კასპის რაიონი

 

8.30%

 

 

11.49%

 

მარტვილის რაიონი

 

 

 

 

 

 

მცხეთის რაიონი

0.01%

6.82%

 

 

0.02%

 

ოზურგეთის რაიონი

 

 

 

 

0.32%

 

რუსთავი

 

0.003%

 

 

0.003%

 

საგარეჯოს რაიონი

0.00%

0.19%

 

 

 

 

სამტრედიის რაიონი

 

 

 

 

0.01%

 

საჩხერის რაიონი

 

 

 

 

12.28%

 

ფოთი

 

 

 

 

0.01%

 

ქედის რაიონი

 

 

 

 

15.69%

 

ჭიათურის რაიონი

 

 

 

 

5.67%

 

ხელვაჩაურის რაიონი

 

 

 

 

5.02%

 

ხობის რაიონი

 

 

 

1.73%

8.7%

 

 

არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, შპს „აირკონექტის“ მიერ შპს „გლობალნეტ-2014“-ის წილის 100%-ის შეძენა, ასევე შპს „აირკონექტისა“ და შპს „გლობალნეტ-2014“-ის შერწყმა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „აირკონექტის“ მიერ შპს „გლობალნეტ-2014“-ის წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა“ და შპს „გლობალნეტ-2014“-ის შერწყმაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მიეცეთ თანხმობა შპს „აირკონექტს“ და შპს „გლობალნეტ-2014“-ს, შპს „აირკონექტის“  მიერ შპს „გლობალნეტ-2014“-ის წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა“ და შპს „გლობალნეტ-2014“-ის შერწყმაზე;

2. განემარტოთ შპს „აირკონექტს“ და შპს „გლობალნეტ-2014“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „აირკონექტისა“ და შპს „გლობალნეტ-2014“-ის შერწყმის შემთხვევაში, შპს „აირკონექტი“ და შპს „გლობალნეტ-2014“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. შპს „აირკონექტის“ და შპს „გლობალნეტ-2014“-ის შერწყმის შემთხვევაში, შპს „აირკონექტმა“ და შპს „გლობალნეტ-2014“-მა უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გლობალნეტ-2014“-ისათვის   გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „აირკონექტისა“ და შპს „გლობალნეტ-2014“-ისათვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „აირკონექტისა“ და შპს „გლობალნეტ-2014“-ისათვის  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).          

 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები