წვდომის მენიუ

„სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ნომერი: 680 / 19

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 11, 2018 18:05

მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2018

სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა   და  პოზიციების ნუსხის დამტკიცების  თაობაზე“   კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - „კომისია”) აღნიშნავს,  რომ 2016 წლის 30 დეკემბერს ფუნქციონირება დაიწყო კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურმა, რომლის ძირითადი მიმართულებებიცაა:ა)კომისიაში ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის მომსახურებათა უზრუნველყოფა;ბ) კომისიაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურისგამართვა და ადმინისტრირება; გ) კომისიაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ორგანიზაციული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა; დ)  კომისიაში ინფორმაციული ტექნოლოგიების პლატფორმებისა და პროგრამული უზრუნველყოფისშემუშავება, დანერგვა, განახლება და თავსებადობის უზრუნველყოფა; ე) კომისიის სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის მხარდაჭერა. აღნიშნული ამოცანების დაძლევისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიები სამსახურის  წინაშე არსებული გამოწვევებისა და ინიციატივების განსახორციელებლად და სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისთვის, მიზანშეწონილია დამხმარე ფუნქციების განმახორციელებელი პოზიციის  ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მთავარი სპეციალისტი   (მთავარი პროგრამისტი)  შმკ 30 შექმნა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ აწ ყ ვ ი ტ ა:

1. დამტკიცდეს კომისიის პოზიციების ნუსხა თანდართული სახით;

2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) კომისიის ვებ-გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (თ. ბოკუჩავა).

  კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

                კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

 

                კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

 

                კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

                კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები