წვდომის მენიუ

შპს „იმერ TV“-ის (ს/კ 430024948) კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „ტვ სარფის“ (ს/კ 445459423) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 688 / 11

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 21, 2018 17:30

მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2018

შპს „იმერ TV“-ის (ს/კ 430024948) კუთვნილი  საოპერაციო აქტივების შპს „ტვ სარფის“ (ს/კ 445459423) მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2018 წლის 6 ნოემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს  შპს „იმერ TV”-იმ და შპს  „ტვ სარფმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/5836-18 06.11.2018), შპს  „იმერ TV”-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივების (ანძები, სადგურები, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებისათვის საჭირო მოწყობილობები) შპს „ტვ სარფის“ მიერ  შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იმერ TV“-ი და შპს  „ტვ სარფი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.

შპს „იმერ TV“-ის ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

 

შპს „იმერ TV“-ის ასევე ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობით მომსახურების BR-953 საერთო ტელემაუწყებლობაზე.

შპს  „ტვ სარფს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

 

შპს  „ტვ სარფი“ ასევე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც;

ბ) დანიშნულება: უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურება;

გ) გეოგრაფიული ზონა:  ქ.თბილისი;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 22 აპრილამდე;

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „იმერ TV“-ის წილის 80%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ირაკლი გურჩიანი, ხოლო წილის 20%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ილო ლაბაძე. შპს „იმერ TV“-ის დირექტორია ვალერიანე ბოჭორიშვილი.

ფიზიკური პირი ილო ლაბაძე არის ი/მ „ილო ლაბაძის“ წილის 100%-ის მფლობელი და წარმომადგენელი.

შპს  „ტვ სარფის“  100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი ვახტანგ კიწმარიშვილი.

შესაბამისად, შპს „იმერ TV“-თან აფილირებული პირი არის  ი/მ „ილო ლაბაძე“, ხოლო ფიზიკური პირების ირაკლი გურჩიანის, ვალერიან ბოჭორიშვილის და ვახტანგ კიწმარიშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით არ დგინდება.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტით აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანიების მიხედვით შეადგინა:

შპს „იმერ TV“ – 22 078 აბონენტი;

შპს „ტვ სარფი“ –  283 821 აბონენტი.

მუნიციპალიტეტების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების კუთვნილი აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ მაუწყებლობის ტრანზიტით მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:

 

იმერ TV

ტვ სარფი

ბაღდათის რაიონი

2.79%

 

ვანის რაიონი

5.00%

 

ზესტაფონის რაიონი

22.15%

 

თბილისი

 

7.42%

თერჯოლის რაიონი

28.87%

 

რუსთავი

 

1.15%

საჩხერის რაიონი

0.44%

 

ტყიბულის რაიონი

0.06%

 

ქუთაისი

0.15%

 

წყალტუბოს რაიონი

0.94%

 

ჭიათურის რაიონი

0.90%

 

ხარაგაულის რაიონი

0.48%

 

არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, შპს „იმერ TV“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „ტვ სარფის“ მიერ  შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „იმერ TV“-ის კუთვნილი  საოპერაციო აქტივების შპს „ტვ სარფის“ მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს „იმერ TV“-ს, შპს „იმერ TV“-ის კუთვნილი  საოპერაციო აქტივების შპს „ტვ სარფის“ მიერ  შეძენაზე;

2. შპს „იმერ TV“-ის კუთვნილი  საოპერაციო აქტივების შპს „ტვ სარფის“ მიერ  შეძენის შემთხვევაში, შპს „იმერ TV“-მა და შპს „ტვ სარფმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იმერ TV“-ისა და შპს „ტვ სარფისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იმერ TV“-ისა  და შპს „ტვ სარფისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), შპს „იმერ TV“-ისა  და შპს „ტვ სარფისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები