ი/მ „ილო ლაბაძის“ (ს/კ 18001016147) კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზია) შპს “ტვ სარფის“ (ს/კ 445459423) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 21, 2018 17:32
მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2018
ი/მ „ილო ლაბაძის“ (ს/კ 18001016147) კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზია) შპს “ტვ სარფის“ (ს/კ 445459423) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2018 წლის 6 ნოემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს ი/მ „ილო ლაბაძემ“ და შპს „ტვ სარფმა“ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5837-18 06.11.2018), რომლის თანახმადაც, შპს “ტვ სარფს“ განზრახული აქვს ი/მ „ილო ლაბაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის, კერძოდ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის შეძენა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით;
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ „ილო ლაბაძე“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.4. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
B.S.3. თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება
კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ „ილო ლაბაძე“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F73 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 12672 მჰც ÷ 12868 მჰც და 12964 მჰც ÷ 13132 მჰც (ჯამური სიგანით 364);
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ზესტაფონის, საჩხერის, ჭიათურის რაიონები და ქ.ქუთაისი;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 16 ოქტომბრამდე;
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “ტვ სარფი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:
B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
ი/მ „ილო ლაბაძის“ წარმომადგენელი ფიზიკური პირი ილო ლაბაძე არის შპს „იმერ TV”-ის წილის 20%-ის მფლობელი.
შპს “ტვ სარფის“ დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ვახტანგ კიწმარიშვილი.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს “ტვ სარფის“, ასევე შპს “ტვ სარფის“ პარტნიორის და დირექტორის ვახტანგ კიწმარიშვილის აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
ი/მ „ილო ლაბიძის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F73 ლიცენზიით გამოყოფილი სიხშირული ზოლის ხვედრითი წილი მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგია:
|
სიხშირული ზოლი 10705 - 13250 |
სრული |
თავისუფალი |
დატვირთული |
ინდ. მეწარმე ილო ლაბაძე F73 |
სს სილქნეტიF36-54 |
||
|
ზოლის სიგანე |
% |
ზოლის სიგანე |
% |
||||
|
ზესტაფონი (იმერ.) |
2545 |
1116 |
1429 |
364 |
14% |
1065 |
42% |
|
საჩხერე |
2545 |
1116 |
1429 |
364 |
14% |
1065 |
42% |
|
ქუთაისი |
2545 |
1116 |
1429 |
364 |
14% |
1065 |
42% |
|
ჭიათურა |
2545 |
1116 |
1429 |
364 |
14% |
1065 |
42% |
კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ „ილო ლაბაძე“ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე საქმიანობას არ ახორციელებს.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ი/მ „ილო ლაბაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზია) შპს “ტვ სარფის“ მიერ შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ი/მ „ილო ლაბაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ტვ სარფის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 511-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ი/მ „ილო ლაბაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ტვ სარფის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირების მიზნით, ი/მ „ილო ლაბაძემ“ და შპს „ტვ სარფმა“ ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ კომისიას, ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად“, 10.705–13.25 გჰც. რადიოსიხშირული ზოლი განაწილებულია თანამგზავრული და ფიქსირებული მომსახურებისათვის, წერტილი- მრავალწერტილი არქიტექტურით გამოსაყენებლად.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში შპს “ტვ სარფის“ მიერ უსადენო რადიოდაშვების ქსელით (წერტილი- მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურების გარდა აღნიშნული ლიცენზიის სხვა მიზნებისათვის გამოსაყენებლად აუცილებელი გახდება ლიცენზიის მოდიფიცირება, მოქმედი კანონით გათვალისწინებული ყველა თანმდევი პროცესებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეთ თანხმობა ი/მ „ილო ლაბაძეს“ და შპს “ტვ სარფს“, ი/მ „ილო ლაბაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზია) შპს “ტვ სარფის“ მიერ შეძენაზე;
2. განემარტოთ ი/მ „ილო ლაბაძეს“ და შპს “ტვ სარფს“, რომ კომისიის მიერ ი/მ „ილო ლაბაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ტვ სარფის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირების მიზნით, ი/მ „ილო ლაბაძემ“ და შპს “ტვ სარფმა“ ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ კომისიას, ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით;
3.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ „ილო ლაბაძისა“ და შპს “ტვ სარფისათვის“ გაგზავნა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), ი/მ „ილო ლაბაძისა“ და შპს “ტვ სარფისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
