შპს „ჯი თი ჯი“-ს (ს/კ 404567919) მიერ სს „აი თი დი სი“-ს (ს/კ 404399664) აქციების 42,98 %-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 21, 2018 17:34
მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2018
|
შპს „ჯი თი ჯი“-ს (ს/კ 404567919) მიერ სს „აი თი დი სი“-ს (ს/კ 404399664) აქციების42,98 %-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „აი თი დი სი“-მ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №6/6297-18 27.11.2018), სს „აი თი დი სი“-ს აქციების 42,98%-ის შპს „ჯი თი ჯი“-ს მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. სს „აი თი დი სი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
შპს „ჯი თი ჯი“ არ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, სს „აი თი დი სი“-ს აქციების 51%-ს ფლობს შპს „დიჯითალ ედს“-ი; 6,02%-ს - „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი; 17,19%-ს - ფიზიკური პირი მამუკა მონავარდისაშვილი; 17,19%-ს - ფიზიკური პირი გიორგი გარსევანიშვილი; 8,6%-ს - ფიზიკური პირი გურამ ხუნდაძე. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ჯი თი ჯი“-ს წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი გოგიჩაიშვილი. სს „აი თი დი სი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, შპს „ჯი თი ჯი“-ს განზრახული აქვს შეიძინოს სს „აი თი დი სი“-ს აქციების 17,19% - მამუკა მონავარდისაშვილისაგან, 17,19% - გიორგი გარსევანიშვილისაგან, 8,6% - გურამ ხუნდაძისაგან, სულ სს „აი თი დი სი“-ს აქციების 42,98%. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სს „აი თი დი სი“-ს აქციონერები ასევე წილებს ფლობენ ავტორიზებულ პირ შპს „აიმუვის.ჯი“-ში, კერძოდ, შპს „დიჯითალ ედს“-ი ფლობს წილის 60%-ს, მამუკა მონავარდისაშვილი ფლობს წილის 16%-ს, გიორგი გარსევანიშვილი ფლობს წილის 16%-ს, გურამ ხუნდაძე ფლობს წილის 8%-ს. ასევე, სს „აი თი დი სი“ 50%-იანი წილის მფლობელია ავტორიზებულ პირ შპს „ქლაუდ ცხრაში“. შპს „ჯი თი ჯი“, ასევე შპს „ჯი თი ჯი“-ს წილის 100%-ის მფლობელი გიორგი გოგიჩაიშვილი სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ. კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, სს „აი თი დი სი“-ს შემოსავლების ძირითადი სახეა არასაკომუნიკაციო მომსახურება (ვებ-ბანერით მომსახურება - რეკლამა), ასევე ავტორიზებული საქმიანობიდან, კერძოდ ინტერნეტ ტექნოლოგიით მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებული სააბონენტო შემოსავლები. აღნიშნული მომსახურებებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2018 წლის იანვრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით შეადგინა 1.606.100 ლარი. კომისია აღნიშნავს, რომ მომსახურების ეს სეგმენტი არ არის განსაზღვრული, როგორც რეგულირებას დაქვემდებარებული სეგმენტი, შესაბამისად შპს „ჯი თი ჯი“-ს მიერ სს „აი თი დი სი“-ს აქციების 42,98 %-ის შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის რომელიმე სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ჯი თი ჯი“-ს მიერ სს „აი თი დი სი“-ს აქციების 42,98 %-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : |
|||||||||||||||
|
1. მიეცეს თანხმობა სს „აი თი დი სი“-ს, შპს „ჯი თი ჯი“-ს მიერ სს „აი თი დი სი“-ს აქციების 42,98 %-ის შეძენაზე; 2. განემარტოს სს „აი თი დი სი“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, აქციების მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, სს „აი თი დი სი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში; 3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების სს „აი თი დი სი“-სათვის გადაგზავნა (ნ. ჯავახიძე); 4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „აი თი დი სი“-სათვის ჩაბარების დღიდან; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სს „აი თი დი სი“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში; 6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
|
