წვდომის მენიუ

შპს „ჯი თი ჯი“-ს (ს/კ 404567919) მიერ შპს „აიმუვის.ჯი“-ს (ს/კ 404987289) წილის 40%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 691 / 11

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 21, 2018 17:37

მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2018

შპს „ჯი თი ჯი“-ს (ს/კ 404567919) მიერ შპს „აიმუვის.ჯი“-ს  (ს/კ 404987289) წილის 40%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „აიმუვის.ჯი“-მ (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №6/6296-18 27.11.2018), შპს „აიმუვის.ჯი“-ს  წილის 40%-ის შპს „ჯი თი ჯი“-ს მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან  რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „აიმუვის.ჯი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

შპს „ჯი თი ჯი“ არ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „აიმუვის.ჯი“-ს წილის 60%-ს ფლობს შპს „დიჯითალ ედს“, 16%-ს - ფიზიკური პირი მამუკა მონავარდისაშვილი, 16%-ს - ფიზიკური პირი გიორგი გარსევანიშვილი, 8%-ს - ფიზიკური პირი გურამ ხუნდაძე.

შპს „დიჯითალ ედს“-ის წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ლევან ჭიორელი. შპს „დიჯითალ ედს“-ი არ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ჯი თი ჯი“-ს წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი გოგიჩაიშვილი.

შპს „აიმუვის.ჯი“-ს  მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, შპს „ჯი თი ჯი“-ს განზრახული აქვს შეიძინოს შპს „აიმუვის.ჯი“-ს წილის 16% - მამუკა მონავარდისაშვილისაგან, 16% - გიორგი გარსევანიშვილისაგან, 8% - გურამ ხუნდაძისაგან, სულ  შპს „აიმუვის.ჯი“-ს  წილის 40%.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „აიმუვის.ჯი“-ს  პარტნიორები ასევე ფლობენ აქციებს ავტორიზებულ პირ სს „აი თი დი სი“- ში, კერძოდ, შპს „დიჯითალ ედს“-ი ფლობს აქციების 51%-ს, მამუკა მონავარდისაშვილი -აქციების 17,19%-ს, გიორგი გარსევანიშვილი - აქციების 17,19%-ს, გურამ ხუნდაძე - აქციების 6,02%-ს, აიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი“ - აქციების 8,6%. ასევე, სს „აი თი დი სი“ 50%-იანი წილის მფლობელია ავტორიზებულ პირ შპს „ქლაუდ ცხრაში“.

შპს „ჯი თი ჯი“, ასევე  შპს „ჯი თი ჯი“-ს წილის 100%-ის მფლობელი გიორგი გოგიჩაიშვილი სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „აიმუვის.ჯი“-ს  შემოსავლების ძირითადი სახეა არასაკომუნიკაციო მომსახურება (ვებ-ბანერით მომსახურება - რეკლამა), ასევე ავტორიზებული საქმიანობიდან, კერძოდ ინტერნეტ ტექნოლოგიით მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლები. აღნიშნული მომსახურებებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2018 წლის იანვრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით შეადგინა 432.620 ლარი.

შპს „აიმუვის.ჯი“-სთან აფილირებული ავტორიზებული პირები სს „აი თი დი სი“, შპს „ქლაუდ ცხრა“ ახორციელებენ არასაკომუნიკაციო მომსახურებას (ვებ-ბანერით მომსახურება - რეკლამა), ასევე ავტორიზებული საქმიანობიდან, კერძოდ ინტერნეტ ტექნოლოგიით მაუწყებლობის ტრანზიტით და ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურებას.

კომისია აღნიშნავს, რომ მომსახურების ეს სეგმენტი არ არის განსაზღვრული, როგორც რეგულირებას დაქვემდებარებული სეგმენტი, შესაბამისად შპს „ჯი თი ჯი“-ს მიერ შპს „აიმუვის.ჯი“-ს  წილის 40%-ის შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის რომელიმე სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ჯი თი ჯი“-ს მიერ შპს „აიმუვის.ჯი“-ს  წილის 40%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს „აიმუვის.ჯი“-ს ,  შპს „ჯი თი ჯი“-ს მიერ შპს „აიმუვის.ჯი“-ს  წილის 40%-ის შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „აიმუვის.ჯი“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილების მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „აიმუვის.ჯი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „აიმუვის.ჯი“-სათვის გადაგზავნა (ნ. ჯავახიძე); 

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „აიმუვის.ჯი“-სათვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „აიმუვის.ჯი“-სათვის ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).            

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები